18.11.2020

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ბურკაძე

 მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ბურკაძე დაიბადა 1958 წელს ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში.

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1983–1986 წ წ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასპირანტი; 1986 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტი; ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნეიროსპეციფიკური ცილების, დაბერების, ეპილეფსიის, ნეირომორფოლოგიის, იმუნომორფოლოგიის, იმუნოჰისტოქიმიის, სეფსისის, მორფომეტრიის პრობლემებს. ექიმი–პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პათანატომიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პროფესორი.

 საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნეიროსპეციფიკური ცილების (S. 100, 14, 3.2) მორფოლოგიერი თვისებები დაბერების პროცესის და ექსპერიმენტის პირობებში(აუდიოგენური ეპილეფსია)", დაიცვა 1988 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სეფსისის პათოგენესის მორფოლოგიური საფუძვლები", დაიცვა 1999 წელს.

გიორგი ბურკაძე არის ათეროსკლეროზის საერთაშორისო ასოციაციის, ევროპის პათოლოგანატომთა ასოციაციის და საქართველოს იმუნოლოგთა და ექიმთა ასოციაციის წევრი.

ბიბლიოგრაფია

Ø  ზოგადი პათოლოგიის საფუძვლები სტომატოლოგთათვის : სახელმძღვანელო (ავტორი). - თბილისი, ზეკარი, 2005.

Ø  ზოგადი პათოლოგიის საფუძვლები : ჰისტოპათოლოგია, ციტოპათოლოგია, მოლეკულური პათოლოგია (ავტორი). - თბილისი, ზეკარი, 2005.

Ø  იმუნომორფოლოგია. ნორმა. პათოლოგია : სახელმძღვანელო უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტებისთვის (ავტორი). - თბილისი, სანი.

Ø  საშვილოსნოს ყელის ციტოლოგია : ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო. პროექტი PHE/09/99 (ავტორი). - თბილისი, სანი.

წყარო: საქართველო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი 

http://www.nplg.gov.ge/medics/ka/00001388/

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.