ალფეზ
ლატარია დაიბადა 1927 წელს სოფელ ხეთაში, გლეხის ოჯახში. ხეთის არასრული საშუალო სკოლისა
და ხეთის სუბტროპიკული ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ 1944 წელს შევიდა თბილისის სასოფლო-სამეურნეო
ინსტიტუტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1948 წელს.
1949
წლიდან მუშაობას იწყებს სპეციალობის მიხედვით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ხობის რაიონის
სოფლის მეურნეობის განყოფილებაში ჯერ უბნის აგრონომად, შემდეგ აგრონომ-პროპაგანდისტად,
სუპტროპიკული მეურნეობის აგრონომად. 1953 წლიდან კი მუშაობდა ხობის მანქანა-ტრაქტორთა
სადგურში ტექნიკური კულტურების აგრონომად. 1954 წელს იგი გადაჰყავთ საქართველოს კ.პ.
ხობის რაიკომში ინსტრუქტორად, ხოლო იმავე წლის ნოემბერში ირჩევენ სოფელ თორსის კოლმეურნეობის
თავმჯდომარედ. 1957 წელს სამუშაოდ გადაჰყავთ ხეთის დაფინასა და ციტრუსების საბჭოთა
მეურნეობაში აგროუბნის უფროსად.
ა.
ლატარია 1962 წლიდან ხობის მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ.
1963
წლიდან 1966 წლამდე მუშაობდა ზუგდიდის სასოფლო-საწარმოო კომიტეტის პარტიულ-სახალხო
კონტროლის თავმჯდომარედ. 1966 წლიდან იგი სათავეში ჩაუდგა კოლხიდის ტერიტორიაზე ახალშექმნილ
თორსის სუბტროპიკული კულტურების საბჭოთა მეურნეობა „განთიადს“ და როგორც მაღალკვალიფიციურმა
სპეციალისტმა, საზრიანმა და პრინციპულმა მუშაკმა დიდი წვლილი შეიტანა დაჭაობებული მიწების
დაშრობისა და სამშობლოს სამსახურში ჩაყენების საქმეში. 1973 წლის მაისიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მუშაობდა ხიბულის ჩაის საბჭოთა
მეურნეობის დირექტორად.
ალფეზ
ლატარია გარდაიცვალა 1974 წელს.
წყარო: გაზეთი „კომუნიზმის მშენებელი“,
N50, 1974 წელი.
ფოტოები: მარინა ხოსიტაშვილის საოჯახო
ალბომი
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.