20.02.2020

ხობის რუკა და მონასტერი (მურიეს ჩანაწერებში)


ფრანგი პუბლიცისტი და პარიზის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ჟიულ მურიე (1846-19??) საქართველოში პირველად 1879 წელს ჩამოვიდა. იგი იყო კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის შვილების ფრანგული ენის მასწავლებელი, 1881 წლიდან კი – სამეგრელოს მთავრის, – ნიკო დადიანის შვილების აღმზრდელი. საქართველოში ცხოვრებისას მურიე განსაკუთრებით დაინტერესდა კავკასიის ისტორიისა და ხელოვნების შესწავლით. 1884 წელს, საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, მან წერილი გაუგზავნა საფრანგეთის სახალხო განათლების მინისტრს და საქართველოში ოფიციალური მივლინების ნებართვა ითხოვა.
ხობის სოფლები მურიეს რუკაზე
ჟიულ მურიეს მიერ საქართველოს შესახებ დაწერილ წიგნებს შორის აღსანიშნავია 1883 წელს გამოქვეყნებული „სამეგრელო (უძველესი კოლხეთი)“, რომელიც ავტორს დადიანების ოჯახში ცხოვრებისას შეუდგენია. მურიე შესავალში განსაკუთრებულ მადლობას უხდის იონა მეუნარგიას მისთვის მიწოდებული მნიშვნელოვანი ცნობებისათვის. წიგნი თხუთმეტ თავად არის დაყოფილი და დაწვრილებით მოგვითხრობს სამეგრელოს ისტორიას, ეხება განათლების, ლიტერატურის, ეთნოგრაფიის საკითხებს, აღწერს სამეგრელოს ფლორასა და ფაუნას, არქეოლოგიას, ეკლესია-მონასტრებში დაცულ საგანძურს და ა.შ. 
ხობის მონასტერი
წიგნი უხვად არის ილუსტრირებული ჩანახატებით და როგორც იმ პერიოდის პრესის გამოხმაურებიდან ჩანს, გამოცემისთანავე მიიქცია საზოგადოების ყურადღება.
წყარო: მურიეს "სამეგრელო" - http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2003/browse?type=author&order=ASC&rpp=20&value=Mourier%2C+Jules
http://vinoge.com/mevenaxeoba/meRvineoba-samegreloSi









Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.