ხეთის საშუალო სკოლის 1972-73 წლების გამოშვება.
05.09.2022
ფოტო გადაღებულია 1974 წლის 17 აპრილს, ახალი ხიბულის კულტურის სახლთან.
ფოტო გადაღებულია 1974 წლის 17 აპრილს, ახალი ხიბულის კულტურის სახლთან.
ქვედა რიგში მარჯვნიდან: 1. (?); 2. (?); 3. გამიკო ლომაია, 4. (?); 5. ალიოშა ლომაია; 6. ჟორჟი ღვინჯილია; 7. კარლო ვარდია; 8. გენო ხაბურზანია; 9. ესტერ კემულარია.ზედა რიგში მარჯვნიდან: 1. (შალვა ადამია); 2. ლომზარ ჯიშკარიანი; 3. ჯემალ გოგია; 4. კაკო ლომაია; 5. ანზორ უბილავა; 6. (?); 7. მოკოდია თოდუა; 8. ჯუმბერ ლომაია; 9. გულიკო კიტია; 10. (?); 11. ბიძინა შონია; 12. (?); 13. (13).თამარ ჩაგვავა - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი და ღირსების ორდენოსანი
თამარ ისაკის ასული ჩაგვავა დაიბადა 1922 წლის 8 მარტს, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში.
1929
წელს შევიდა ნოჯიხევის არასრულ საშუალო სკოლაში. მერვე კლასიდან სწავლა განაგრძო ხობის
საშუალო სკოლაში, რომელიც 1939 წელს დაამთავრა წარჩინებით და უგამოცდოდ ჩაირიცხა სოხუმის
პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით.
თამარ
ჩაგვავას მიღებული ქონდა მრავალი მედალი და სიგელი. კერძოდ: 1946, 1970 და 1976 წელს
დაიმსახურა მედალი „შრომითი მამაცობისთვის“. 1978 წელს მას გადაეცა მედალი „შრომის
ვეტერანისა“. მას ასევე მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებლის საპატიო
წოდება, „დედობის მედალი“ და „სახალხო განათლების წარჩინებულის“ სამკერდე ნიშანი.
თამარ
ჩაგვავამ და მისმა მეუღლემ, ჟორჟი ქანთარიამ ხუთი შვილი აღუზარდეს სამშობლოს. ხუთივეს
უმაღლესი განათლება მიაღებინეს.
საქართველოს
პრეზიდენტის 1999 წლის 3 ივნისის განკარგულებით, მოსწავლე და სტუდენტ-ახალგაზრდობის
აღზრდა-განათლების სისტემის რეფორმის მიმდინარეობის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის
თამარ ჩაგვავა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
1999
წლის 18 ნოემბერს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში სცენის ოქროსფერ ხალიჩას ორი
თარიღი ამშვენებდა: 77 და 57. პირველი სახელოვანი იუბილარის წელთა სიმრავლის, ხოლო
მეორე საზოგადოებრივი საქმიანობის წლების მაუწყებელი იყო. საიუბილეო საღამოზე ღვაწლმოსილ
ქალბატონს გულთბილი გაცილება მოუწყვეს. საღამოზე ბევრი თბილი სიტყვა ითქვა.
თამარ ჩაგვავა გარდაიცვალა 2006 წელს.
წყარო:
ვახტანგ სერგია „თამარ ჩაგვავა-ხობელთა სიამაყე“.
02.09.2022
საჯიჯაოელი მხატვარი ჭიჭიკო მირონის ძე ქარაია
ჭიჭიკო მირონის ძე ქარაია დაიბადა 1952 წელს ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თურქმენეთში, სადაც დაეუფლა მშენებლის პროფესიას. 1982 წლიდან ცხოვრობს ეკატერინებურგში. ჭიჭიკო ქარაია ბავშვობიდან ოცნებობდა გამხდარიყო მხატვარი. მისი ნამუშევრები გამოფენილია ეკატერინებურგის მუზეუმში.
ხობი, 1913 წელი
ხობი, 1913 წელი. ხის გადაზიდვა ურმებით.
წყარო: 1913. Строящаяся Черноморская железная дорога (Туапсе-Квалони).
რკინიგზის ხიდი ხობისწყალზე - 1913 წელი.
რკინიგზის ხიდი ხობისწყალზე - 1913 წელი.
სოციალისტური შრომის გმირი გიორგი არზიანი
სოციალისტური შრომის გმირი გიორგი არზიანი დაიბადა 1895 წელს, ხობის რაიონის სოფელ ქვალონში. დაამთავრა სოფელ ქვალონის სკოლა.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში მუშაობდა ხობის რაიონის ჩარკვიანის სახელობის კოლმეურნეობაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიხეილ თათარიშვილი. სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1948 წლის 19 მაისის ბრძანებულებით მას მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება "1947 წელს სიმინდის მაღალი მოსავლიანობისთვის".







