19.08.2022

ლემზარ გაბელია

 მწერალი და პედაგოგი ლემზარ გაბელია 1950 წლის 28 დეკემბერს, ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში (ზუბში) დაიბადა.

. გაბელიამ 1967 წელს დაამთავრა ზუბის საშუალო სკოლა. 1967-1972 წლებში სწავლობდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ისტორიისა და ფილოლოგიის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

. გაბელია 1974 წლამდე მუშაობდა ხამისკურის (საქირიოს) სკოლაში, 1975-1976 წლებში - ზუბის საშუალო სკოლაში, 1977-1981 .. - ნოჯიხევის პროფესიულ სასწავლებელში, ხოლო 1981-2019 წლებში ქალაქ ხობის N1 საშუალო სკოლაში.

. გაბელია სტუდენტობის წლებში ქუთაისის მწერალთა კავშირის, ახალგაზრდა მწერალთა სექციის წევრი იყო.

2021 წელს გამოიცა ლემზარ გაბელიას პოეტური კრებული - უნაპირობა ნაპირად.

მათოვარია

მათოვარია, მამაჩემო, დიდი ზამთარი!

ფრთხილად გამოდის უღიმღამო

ძველი სახლიდან,

ამაღამ შენი მოწყენილი,

ცივი საფლავი,

შეიმოსება თეთრი ბატკანის

თბილი მატყლითა.

მათოვარია, მამაჩემო,

სხვა რა გახარო?

ძველი ურემი დავშალოთ და

ახალს შევებით,

სხვა სიხარული დავრგეთ,

მაგრამ ვერ გაიხარა,

კვლავ ძველებურად

გართულნი ვართ გადარჩენებით.

თურმე, ჭირიდან ათასია გამოსავალი,

ვიღაც მჯდარა და ჩვენს მაგივრად ფიქრებს მიჰქონდა,

მათოვარია, მამაჩემო!

თეთრი ცა არი,

სხვა არაფერი არც მე მსურს და

არც შენ გინდოდა!..

 

ტოპონიმ „გაშფერდის“ შესახებ

მკვლევარი სანიკიძე ტოპონიმ „გაშფერდს“ უკავშირებს მცხეთა-არმაზის წარმართულ ღვთაებათა სახელებს - გაცისა და გაიმს. ეთნოგრაფ კალისტრატე სამუშიას მოსაზრებით ასეთი სალოცავები აქ არ დასტურდება, არც ზეპირსიტყვიერებისა და არც არქეოლოგიური მასალებით.

კ. სამუშიას მოსაზრებით: „გაშ (ი) ფერდი წარმოქმნილი უნდა იყოს მეგრული სახელის - „გა-ს“ (ურმის ძარას) ფორმის მიხედვით. ვინაიდან ეს ადგილი მდინარე ხობისა და ჭანისწყალის შეერთების ზემოწელზე, სადაც ეს უბანი მდებარეობს, ურმის ძარის (რამის) ფორმას ჰგავს რელიეფური მოყვანილობით.
იოსებ ყიფშიძის მიხედვით, „გაშფერდი“ წარმოქმნილია „გაგაჩის“ ფერდისგან (გაგაჩი მეგრულში ნიშნავს ქედს) - ე.ი. ქედის კალთა (ფერდი).
წყარო: კ. სამუშია - ქართული ზეპირსიტყვიერება (მეგრული ნიმუშები).


1924 წლის აჯანყება და ხიბულა

 ხიბულის რაიონში (მაშინდელი ტერიტორიული მოწყობით ხიბულა ცალკე იყო და რომელშიც ჯიხაშკარიც შედიორდა) აჯანყებას ხელმძღვანელობდნენ: ჯუგუ დადიანი, ფუხული ლომაია, ალექსანდრე ლომაია, რაჟდენ ყურაშვილი, აკაკი ქაჯაია.

სოფელ ხიბულაში აჯანყების სათავეში სიმონ ადამია იდგა. მის განკარგულებაში 25 შეიარაღებული იყო. სოფ. ხიბულაში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიღეს: ალექსანდრე ლომაიამ, ფუხული ლომაიამ, ჯუგუ დადიანმა, დურუ როგავამ და სხვ. აჯანყებულებმა ჯერ ძალაუფლება აიღეს ხელში, შემდეგ თავდაცვის კომიტეტი ჩამოაყალიბეს. თავდაცვის კომიტეტში შევიდნენ: იგორ კვირკვაია, ბეგი ჯიშკარიანი, ლევან გოგია.

ფოტოზე: ჯუგუ დადიანი - სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავითის უმცროსი ძმის, კონსტანტინეს შვილიშვილი.



მაია დადიანი და ხიბულა

მაია (მარიამ) დადიანმა მთელი სიცოცხლე ხიბულაში, საკუთარი გემოვნებით აგებულ სასახლეში გაატარა და იშვიათად ტოვებდა იქაურობას. მამულს მაია განაგებდა. მის ფხიზელ თვალს არაფერი გამოეპარებოდა. ბრძენი, ქართული ტრადიციებით აღზრდილი, ღრმად მორწმუნე, სამშობლოს მოყვარე. გლეხობა პატივს სცემდა და ემადლიერებოდა დიდ ქალბატონს. მოწყალე ყოფილა, ამავ დროს ყაირათიანიც, მშრომელი კაცის დამფასებელი. მეუღლის ხელგაშლილი ცხოვრება და მუდმივი ქეიფები დიდად არ სიამოვნებდა და არც არასოდეს დაუმალავს ეს. შემდგომში, უცხოეთში გადახვეწილი მისი შვილიშვილი ლევან (ჯონჯი) დადიანი 1960 წლის 27 ივნისს ნეაპოლიდან გამოგზავნილ ერთ წერილში ასე იგონებს ბებიას: ,,ოქროს ბეჭედი" თანა მაქ, ველაპარაკები ხან ონისიმეს, ხან გიგიშას, ხან პლატონს (მაია დადიანის კარის მსახურნი, - პ.ქ.), ხან ჩემ საყვარელ დიდ ბების, რომელსაც ძალიან ვუყვარდი. იქ, მის ოთახში დამიჯენდა, მეტყოდა, უყურე ბებისო, ჩემისთანა ქალს მიდღემჩი ვერ ნახავო და კიდევაც მართალი იყო, მთელი ქვეყანა მოვიარე და მისი ტოლი ადამიანი არ მინახავს. არც ერთი დედოფალი, არც ძველი და არც ახალი მას ვერ შეედრება".

მაია დადიანი გარდაიცვალა 1922 წელს და დაკრძალულია საღურწკაიოს სასაფლაოზე.


მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები

ახალი ხიბულა, 1985 წლის 9 მაისი, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მემორიალი.
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 40-წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეები.

პირველ რიგში (მარცხნიდან): 1. დემურ ხარამიშვილი, 2 ლიონ სიჭინავა, 3. ამირან კაკაშვილი, 4. ანტონ ვარდია, 5. აკაკი ღურწკაია, 6. სერგო ლაშხია, 7. ზაურ ბასილაია, 8. შალვა კემულარია, 9. დალი ჩაბრავა, 10. ბელა გვილია.

მეორე რიგში მარცხნიდან 1. იაკიმე ჯანჯღავა 2. არტემონი ვარდია 3. შალვა ღურწკაია 4. კონდრატე ღურწკაია 5. იროდიონ ბასილაია 6. იაკიმე ხულორდავა 7. ამბაკო ღურწკაია 8. იროდი ხარამიშვილი 9. ხარიტონი კემულარია 10. ............. 11. ............. 12. კარლო ვარდია

უკანა რიგში მარცხნიდან 1. ამირანი ბასილაია 2. არტემონი ჯანჯღავა 3. შილიფი ვარდია 4. გრიშა ხარამიშვილი 5. გრიგოლი ბასილაია 6. ჯუგუ კირთაძე, 7. .......... 8. გრიგოლი თოდუა 9. ბიკენტი ქვარცხავა 10. ჭიჭიკო ჭილაია 11. არკადი ჯაბურია 12. მამანტი ჭანტურია 13. იასონ გელაშვილი 14. ......... 15. ...........16. იროდი ცირამუა 17. შალვა ჯანჯღავა 18. შალვა ადამია 19. კაპიტონ კვირკვაია 20. შოთა სოსელია 21. დათუშა ბასილაია 22. შალვა ჯიშკარიანი 23. მოკოდია თოდუა.

ფოტო მოგვაწოდა ანტონ ვარდიამ.

ქ. ხობი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები (უმრავლესობა ახალ ხიბულელია).
მარცხნიდან: 1. არკადი ჯაბურია; 2. დურუ ნარსია; 3. ნიკოლოზ (კოლია) მებონია; 4. .... 5. შოთა ნანეიშვილი; 10. ბიკენტი ქვარცხავა; 14. ჟორჟი ტყებუჩავა
ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით მაია ჯაბურიას.