05.03.2026

ხობის რაიონი (1919 წ.)

 ხობის რაიონის ავ-კარგი

ხობის რაიონი შესდგება რვა სოფლის საზოგადოებისგან. საზოგადოებების შუა ადგილს სენაკ-ზუგდიდის გზატკეცილთან, საქართველოში კარგად ცნობილ ხობის მონასტრის მახლობლად მდებარეობს დაბა ხობი. რვა ცხრა თვის წინეთ . ხობში იყო ასზე მეტი სოფლელებისთვის საჭირო საქონლის სავაჭრო დუქნები და რამოდენიმე სახელოსნოები. სამეგრელოში ბოლშევიკების სახელით მომქმედი ბრბოები შემდგარი მეტ ნაწილად წმინდა წყლის ყაჩაღებისა და მძარცველებისაგან დასცემიან დაბას და გაუნადგურებიათ. ვაჭრები, მშვიდობიანი სოფლის მცხოვრებნი და საზოგადო დაწესებულებანი გაუძარცვავთ ისე, რომ აქედან ყველა გაქცეულა და ეს თვალსაჩინო დაბაც, რომელიც მთელ ზუგდიდის მაზრაში უდიდეს დაბად ითვლებოდა გავერანებულა. მას შემდეგ რაც გენერალ გედევანიშვილის მეთაურობით სამეგრელო გაიწმინდა აღვირ ახსნილ გაველურებულ ბრბოებისაგან დაბაშიაც ცხოვრება შესაძლებელი შეიქნა, მაგრამ წინანდელი დაბის ნიშანწყალი ეხლაც არ ატყვია. დარჩენილა კოოპერატივი, თითზე ჩამოსათვლელი დუქნები და ორიოდე რესტორანი.

ხობის რაიონში გაცხარებული ყანის მუშაობაა. უმთავრესად ითესება სიმინდი, რაც თუ კარგი ამინდი დაუდგა, საკმაოდ მოდის. მუშახელის ნაკლებობა სოფელსაც ეტყობა, რაც უნდა მიეწეროს ამჟამად გავრცელებულ სხვა და სხვა ავადმყოფობას. ისპანკამ რაიონის მცხოვრებნი გაანახევრა, ასე რომ სოფლის ეკლესიის სასაფლაოებზე მიცვალებულთა დასამარხავად ადგილის პოვნა უძნელდება მოქალაქეს. ზოგიერთ სოფლებში მაგ ხობში და სხვაგანაც სახადი ვრცელდება . ხობში არის მთელი რაიონისთვის ერთი საბიუჯეტო საავადმყოფო ერთის ექიმით და ორი ფერშლით. თუ ამ რაიონში ეპიდემია გავრცელდა სოფლის რიცხვი არ გამრავლდა ეს სავალალოა სხვა და სხვა სენის მომტანი გამანადგურებელი გადამდებ სნეულებამ საშინელი სახე მიიღოს.

მიწათმოქმედების მიწის მიმღებ კომისიის საქმიანობა მთელ რაიონში კუს ნაბიჯით მიდის. არის ერთი მიწის მზომელი გ. მილორავა, რომელიც ასრულებს მიწის მზომლის მოვალეობასთან ერთად კომისიის თავმჯდომარეობას, მწერლის, გადამწერის და ხშირად უბრალო მუშისაც. ასეთ პირობებში, ის ბევრს ვერას გააკეთებს და საქმეების, თავის დროზე ასრულებას ვერ ახერხებს. ჯერ ჯერობით მხოლოდ ოთხ მემამულის საქმეც არ არის დასრულებული. კომისია მუშაობს ნოჯიხევის სოფლის საზოგადოებაში. იმ სოფლებში, სადაც ხშირია მემამულეები და უმიწობა სულს უხუთავს მიწის მუშას არაფერი გაკეთებულა. არის სასოფლო კომისიაც, რომელიც ფონდში გადასულ მამულებს დასამუშავებლად ანაწილებს სანადელოთ, მაგრამ მათი მოქმედებაც ვერ ამართლებს უმიწა-წყლოთა იმედებს. იყო შემთხვევა, რომ ობლებს სახელდობრ . გერგაის ოჯახს, წაართვეს სამი ქცევა . სასანიასაგან მიცემული ჭალა ადგილი, მაშინ როცა მას ამის მეტი ადგილი დასამუშავებლად არ გააჩნია და დღესაც არ აქვს. ეს მოხდა, როგორც ამბობენ კომისიის ერთის წევრის ჟინიანობით და მცირეწლოვანი ობლები, რომელნიც ერთადერთი მარჩენალია გაჭირვებული უპატრონო ოჯახისა უყურადღებოთ არიან მიტოვებულნი. არის კიდევ ასეთი გარემოება: ერთ მემამულეს, . ნოჯიხევში მიწის მიმღებ კომისიამ ჩამოართვა სხვათა შორის 8 ქცევაზე მეტი ჭალა-ადგილი, რომელიც ჩაიგდო ხელში იმავე კომისიის ერთმა წევრმაერთად-ერთთი პარტიის დიდმა მოამაგემ“. ამან როგორც ამბობენ ეს მიწა უნდა დაირჩინოს თავის საკუთრებად. საბუთად მოჰყავსრომ მე ხიზანი ვიყავი და ეს მიწა, როგორც სახიზნო, ჩემს განკარგულებაში იყო და კანონითაც ჩემს საკუთრებას შეადგენსო. ასეთი ხრიკით უნდა საზოგადოების ცრუ მოქომაგეს მიითვისოს ფონდში გადასასვლელი მიწა, როდესაც ეს ადგილი მემამულისაგან არის ჩამორთმეული, როგორც სახასო რასაც მთელი საზოგადოება დაამტკიცებს. ამ გვარად სხვა ბევრი უსამართლობაც ხდება.“

კრებებზე ხალხი ნაკლებად დადის. სრულიად დაეკარგათ რწმენა იმ ცრუპენტელა წვრილ-ფეხა მეტიჩრებისა, რომლებიც დაძვრებოდნენ ხალხში გაბატონებული პარტიის სახელით და კვებავდნენ საზოგადოებას ბედნიერების მოტანის დაპირებით. სოფლის მიწის მუშას მათი ნაკლებად სჯერა. ამ დროებით მოვხვდი ნოჯიხევის სოფლის სასამართლოში საზოგადოების ყრილობას, სადაც ირჩეოდა, სხვათა შორის, ამავე საზოგადოების მწერლის . ცქირია განცხადება. განცხადების შინაარსი ასეთი იყო: ნოჯიხევის მცხოვრების . ცქირიას დის ქმარი ტომით რუსი მსახურებდა 15 წელზე მეტი . ქუთაისში. ბოლო ხანებში გარდაიცვალა სოხუმში. დარჩა ცოლი ოთხი მცირე წლოვანი ბავშით. არავითარი ქონება არ დარჩენია და არც ის იციან თუ სადაური იყო. ღვთის ანაბარად დარჩენილ ქვრივს ოთხის ობლით, გარდა საკუთარის ძმის . ცქირია არავინ გააჩნია მარჩენალი და მომვლელი. ის სთხოვდა საზოგადოებას უმწეო ქვრივ-ობლები მიეღო თავის მფარველობის ქვეშ, ჩაეწერა ადგილობრივ მოქალაქეთა სიაში და დაენიშნა მეკუნე. საზოგადოებამ მიიღო მხედველობაში ობლების უნუგეშო მდგომარეობა და ისიც, რომ ისინი ადგილობრივ მოქალაქე ქალის შვილებია, რომელიც მზად არის შეასრულოს სხვებთან ერთად ყოველივე მოქალაქეობრივი მოვალეობა, ერთხმად დაადგინა ხსენებული ქვრივ-ობლები ჩაეწეროს ადგილობრივ მოქალაქეთ და დაენიშნოს მეკუნათ მოქ. . ცქირია. საზოგადოების ასეთი სამართლიანი განაჩენის წინააღმდეგ გაილაშქრა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატების ორგანიზაციისსულის ჩამდგმელმაცნობილმა სოციალისტმა პაკუმ. ეს ვაჟბატონი ეუბნებოდა საზოგადოებას, რომ ასეთი განაჩენი არ მიეღოთ, თორემ ობლები გაიზრდებიან და მიწას მოგვთხოვენო. ამან საზოგადოება ააღელვა. თავისი განაჩენი სისრულეში მოიყვანა და არამკითხესოციალისტისჯიუტ სიტყვებს ყურადღებაც არ მიაქცია. ის დარჩა კუდ ამოძუებული. ეხლა თურმე . ცქირიას უჩივის ორგანიზაციაში იმ დღევანდელ მის შეურაცხყოფას, თუმცა ასეთს რამეს იქ ადგილი არ ქონია.

. კია.

„სახალხო საქმე“ N542, 1919 წ.




 

02.03.2026

ყაჩაღთა თავდასხმა ქარიატაში

სოფელ ქარიატაში (სამეგრელო) 24 ოქტომბერს ავაზაკებმა: დარასელიამ და ქაჯაიამ წინადადება მისცეს ამ სოფლის მღვდელ ანტონ ქველიას, რომ მიეცა მათთვის 200 მანეთი, რადგან ფული მოთხოვნისთანავე არ აღმოაჩნდა უკანასკნელს, ხსენებულმა ავაზაკებმა კიდევ ორი პირის დახმარებით, (იაკობ შურღაია და ილია სიჭინავა) გაუჩინეს ცეცხლი ჟველიას სახლს და ასტეხეს სროლა, რომ გადასარჩენად არავინ მიშველებოდა.
ცეცხლი გადავიდა ჟველიას სახლიდან მახლობელ სამრევლო სკოლის შენობაზე, იქიდან მეზობლის სახლზე და სასიმინდეზე და სულ ერთიანად გაანადგურა. როგორც შეუფასებიათ მღვდელ ჟველიას ზარალი უდრის 15,000 მანეთზე მეტს. სასიმინდე, რომელიც ეკუთვნოდა აკაკი ეხვაიას და რომელშიც ყოფილა 500 ფუთი სიმინდი, დამწვარა, ზარალი 2000 მანეთია. დაუწვავთ აგრეთვე პლატონ ლოლუას სასიმინდე, რომელშიც 700 ფუთი სიმინდი ყოფილა, ზარალი 1500 მანეთია.
სამრევლო სკოლის შენობაში ყოფილა სხვადასხვა სასკოლო ნივთები, რომლებიც სულ ყველა დამწვარა, ზარალი 1500 მანეთია. ავაზაკები მიმალულან.

გაზეთი "სამშობლო" 1916 წ.

სოლომონ იოსავას სენაკში

 თქვენი მომართვა როგორც რწმუნებულის ნოჯიხევის, ზანის და საჯიჯაოს საზოგადოებებისა პლატფორმის შესახებ მივიღე. ვინახულე რკინის გზის დეპარტამენტის დირექტორი ბ. ჭიჭინაძე, რომელმაც გადმომცა, რომ განკარგულება თქვენ მიერ ნათხოვნი პლატფორმის შესახებ უკვე მოხდენილია. საჭიროა მხოლოდ ადგილობრივ მუშაობა. ეს მუშაობა სოფლებს უკისრია და ახლა თქვენზეა დაჩქარება. როგორც კი მუშაობა ცოტათ თუ ბევრათ დაიწყება და შესაძლებელი იქნება მატარებლის გაჩერება, განკარგულება სისრულეში მოვა. ახლა კი ტიალ მინდორში მატარებლის გაჩერება ბ. დირექტორს შეუძლებლათ მიაჩნია.



დაჩქარება დამოკიდებულია ერთთავად თქვენზე. შეუდექით მუშაობას და როგორც კი ცოტათი მოწესრიგდება საბაქანო მუშაობა, თქვენი სურვილი მაშინვე შესრულდება. ასეთი განკარგულება უკვე გაგზავნილია მაქაურ უფროსისადმი.
დამფუძნებელი კრების წევრი გრ. უროტაძე
გაზეთი "ერთობა" N277, 1919 წ.

გლეხთა აჯანყება სამეგრელოში და ხიბულა (1874 წ.)

სოფ. ხიბულას ჯერიც დადგა, მაგრამ ადგილობრივი პოლიციის ძალებით ამბოხებულ გლეხთა დამორჩილება შეუძლებელი გახდა. კ. დადიანმა ქუთაისის გუბერნატორს სთხოვა დახმარება. ამ უკანასკნელის განკარგულებით სოფ. ხიბულაში ბოქაულ დგებუაძის მეთაურობით დამსჯელი რაზმი გაიგზავნა. გლეხები მოძალადეთა თავდასხმას მომზადებული შეხვდნენ. ბევრს ქვები და კეტები ჰქონდა მომარაგებული, ზოგიერთები ცეცხლსასროლი იარაღითაც იყვნენ აღჭურვილი. ბოქაულ დგებუაძეს მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების შეეშინდა, თავის ხელქვეითებს უბრძანა გლეხთა შეკრება და თავდაპირველად რჩევა-დარიგებით სცადა მათი მორჯულება. რაკი გლეხები დანიშნულ ადგილზე არ გამოცხადნენ, კაზაკებმა ძალას მიმართეს, ბევრ გლეხს სცემეს, მიიტაცეს მათი ქონება. ხალხმაც ხელი გამოიღო, ჯერ ქვები დაუშინეს კაზაკებს, შემდეგ თოფებიც აამოქმედეს. ფიცხელი ბრძოლა გაჩაღდა- უკეთ შეიარაღებულმა კაზაკებმა გაიმარჯვეს, გლეხები მიიმალნენ. ბრძოლის ველზე მოკლული დარჩა ორი გლეხი და ერთი კაზაკი. რამოდენიმე კაცი დაიჭრა.

თითქოს დამარცხებულ, მაგრამ დაუმორჩილებელ ხიბულაში თვით ზუგდიდის მაზრის უფროსი ჩავიდა შეიარაღებული რაზმის თანხლებით, მან გლეხებს მოსთხოვა იარაღის დაყრა და დანაშაულის მონანიება, გლეხებმა კატეგორიულად უარყვეს მეფის მთავრობის წარმომადგენლის ბრძანება და საბრძოლველად გაემზადნენ. აჯანყებულებმა ითათბირეს, აწონდაწონეს შექმნილი მდგომარეობა და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათ არ შეეძლოთ სოფლის ახლოს ჩასაფრებულ დგებუაძის რაზმისა და მაზრის უფროსის თანმხლებ პოლიციელთა განადგურება. მოერიდნენ ამაო მსხვერპლის გაღებას, ხელი აიღეს შეიარაღებულ ბრძოლაზე და მიიმალნენ. ამის შემდეგ თვით გუბერნატორი ეწვია ხიბულას, მოიარა მღელვარება გამოვლილი ზუგდიდის მაზრის სხვა სოფლები, ყველგან ჩაატარა გლეხთა კრებები.

 ა. ბენდიანიშვილი - „გლეხთა კლასი და გლეხთა მოძრაობა საქართველოში“

 

 

ყაჩაღობა ხიბულაში

 "სამშობლო" N480, 1916 წ.

სოფელ ხიბულაში (ზუგდიდის მაზრა) 25 ოქტომბერს, ავქსენტი შენგელიამ და მასთან კიდევ ერთმა ბოროტ-განმზრახველმა გაუტეხეს სახლი რაჟდენ ჯანაშიას და წაართვეს სხვადასხვა ნივთები, რაც ხელთ მოხვდათ. აქედან ეწვიენ მეორე მეზობელს თომა მიქაძეს, უკანასკნელსაც წაართვეს მრავალი ნივთები და მიიმალნენ. პოლიციამ დააპატიმრა ერთი მათგანი ავ. შენგელია და გადასცა სასამართლოს.