მაია (მარიამ) დადიანმა მთელი სიცოცხლე ხიბულაში, საკუთარი გემოვნებით აგებულ სასახლეში გაატარა და იშვიათად ტოვებდა იქაურობას. მამულს მაია განაგებდა. მის ფხიზელ თვალს არაფერი გამოეპარებოდა. ბრძენი, ქართული ტრადიციებით აღზრდილი, ღრმად მორწმუნე, სამშობლოს მოყვარე. გლეხობა პატივს სცემდა და ემადლიერებოდა დიდ ქალბატონს. მოწყალე ყოფილა, ამავ დროს ყაირათიანიც, მშრომელი კაცის დამფასებელი. მეუღლის ხელგაშლილი ცხოვრება და მუდმივი ქეიფები დიდად არ სიამოვნებდა და არც არასოდეს დაუმალავს ეს. შემდგომში, უცხოეთში გადახვეწილი მისი შვილიშვილი ლევან (ჯონჯი) დადიანი 1960 წლის 27 ივნისს ნეაპოლიდან გამოგზავნილ ერთ წერილში ასე იგონებს ბებიას: ,,ოქროს ბეჭედი" თანა მაქ, ველაპარაკები ხან ონისიმეს, ხან გიგიშას, ხან პლატონს (მაია დადიანის კარის მსახურნი, - პ.ქ.), ხან ჩემ საყვარელ დიდ ბების, რომელსაც ძალიან ვუყვარდი. იქ, მის ოთახში დამიჯენდა, მეტყოდა, უყურე ბებისო, ჩემისთანა ქალს მიდღემჩი ვერ ნახავო და კიდევაც მართალი იყო, მთელი ქვეყანა მოვიარე და მისი ტოლი ადამიანი არ მინახავს. არც ერთი დედოფალი, არც ძველი და არც ახალი მას ვერ შეედრება".
19.08.2022
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები
პირველ რიგში (მარცხნიდან): 1. დემურ ხარამიშვილი, 2 ლიონ სიჭინავა, 3. ამირან კაკაშვილი, 4. ანტონ ვარდია, 5. აკაკი ღურწკაია, 6. სერგო ლაშხია, 7. ზაურ ბასილაია, 8. შალვა კემულარია, 9. დალი ჩაბრავა, 10. ბელა გვილია.
მეორე რიგში მარცხნიდან 1. იაკიმე ჯანჯღავა 2. არტემონი ვარდია 3. შალვა ღურწკაია 4. კონდრატე ღურწკაია 5. იროდიონ ბასილაია 6. იაკიმე ხულორდავა 7. ამბაკო ღურწკაია 8. იროდი ხარამიშვილი 9. ხარიტონი კემულარია 10. .............
11. ............. 12. კარლო ვარდია
უკანა რიგში მარცხნიდან 1. ამირანი ბასილაია 2. არტემონი ჯანჯღავა 3. შილიფი ვარდია 4. გრიშა ხარამიშვილი 5. გრიგოლი ბასილაია 6. ჯუგუ კირთაძე, 7. .......... 8. გრიგოლი თოდუა 9. ბიკენტი ქვარცხავა 10. ჭიჭიკო ჭილაია 11. არკადი ჯაბურია 12. მამანტი ჭანტურია 13. იასონ გელაშვილი 14. ......... 15.
...........16. იროდი ცირამუა 17. შალვა ჯანჯღავა 18. შალვა ადამია 19. კაპიტონ კვირკვაია 20. შოთა სოსელია 21. დათუშა ბასილაია 22. შალვა ჯიშკარიანი 23. მოკოდია თოდუა.
ფოტო მოგვაწოდა ანტონ ვარდიამ.
ხიბულა - „ცნობის ფურცელი“ 1902 წელი
ჩვენ გვწერენ, რომ ზუგდიდის მაზრის სოფელ ხიბულაში მცხოვრებ გრიგოლ დადიანის სასიმინდეებისათვის, 2ნოემბერს ღამით, ვიღაც ბოროტ-განმზრახველებს წაუკიდებიათ ცეცხლი და მთლად ერთიანად გადაუწვავთ. დამწვარია ოთხამდე სიმინდით სავსე სასიმინდე. როგორც გვატყობინებენ, ზარალი 6000 მანეთამდეა. ეჭვი ამ ბოროტ-მოქმედებაში არავისზე არ აქვთ. გამოძიება სწარმოებს.
ეკლესიები (ნაეკლესიარი) ხიბულაში
სოფელ ზუბის `ნაოხვამუ~ _ ნაეკლესიარი. გივი გოგიას სამოსახლოსთან არის ადგილი ნაოხვამუ, სადაც ადგილობრივთა გადმოცემით, ძველად მდგარა ხის ეკლესია.
დიმიტრი ჩხეიძე დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში
დიმიტრი ჩხეიძე დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. დაამთავრა ახალი ხიბულის საშუალო სკოლა. დიმიტრი ჩხეიძეა იგივე დიმიტრი მანუელი, სწორედ ასე იცნობენ ამერიკაში მაღალი მოდის სამყაროში მას. დიმიტრი ნიუ-იორკში, ოთხი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მოდის კვირეულის: New York Fashion Week, Couture Fashion Week, Style Fashion Week, World Fashion Parade არტდირექტორია, ასევე მანჰეტენის სამოდელო სკოლისა და მოდის სახლის მფლობელი და პროდიუსერი. ქართველ არტდირექტორს საკუთარი შოუების ორგანიზებას ისეთი ბრენდები ანდობენ როგორიც არის მაგალითად Calvin Klein, Dolce&Gabbana, Brandon Maxwell, Paul Walker და ამ სფეროში სხვა წამყვანი სახელები. მან მოახერხა ევროპაში დაგროვილი დიდი გამოცდილება და დასახული მიზნები სწორად წარემართა და ამერიკული მოდის ინდუსტრიაში საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა. დიმიტრი ბოლო 3 წლის მანძილზე, ახალი მიმართულებითაც შეუდგა მუშაობას, საკუთარი პარფიუმი შექმნა, რომელიც ამერიკულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა და მომხმარებლებში დიდი წარმატებითაც სარგებლობს.
პოეტი და პროზაიკოსი როზა ადამია
პოეტი და პროზაიკოსი როზა ადამია დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. დაამთავრა ახალი ხიბულის საშუალო სკოლა. 1985-1990 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ქალბატონი როზა იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი.
მეგობრებთან ერთად, ფარულად გამოსცემდა თავისუფალ გაზეთ „გზას“. რ. ადამია წლების განმავლობაში ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას სკოლაში - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.ეკონომიკის დოქტორი მურად ნარსია
მურად ნარსია დაიბადა 1954 წელს ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. 1971 წელს „ოქროს მედალზე“ დაამთავრა ახალი ხიბულის საშუალო სკოლა.
1971-1977 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მიენიჭა ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია.






