18.01.2022

თამუნა ლატარია - ხობელი ხელოვანი

 თამუნა ლატარია ერთი მათგანია, ვინც ბავშვობის გატაცება დიდობაში გაიხსენა და საქმიანობად აქციადღეს ხისგან დამზადებული მისი თოჯინები მათ ახალ მფლობელებს უცხოეთშიც ახარებს. თავის თოჯინურ ხაზს ბავშვურად კიკი ლატარი დაარქვა. თოჯინურ ასლებს თამუნა შემკვეთების თხოვნით, ფოტოების მიხედვითაც აკეთებს. მისი ნაკეთობები მცირე ზომისაა, ამდენად, უფრო რთული დასამზადებელია. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ფაქტი სრულებით არ აფრთხობს. მთავარია, რომ მისი თოჯინური სამყარო სიხარულის ტირაჟირებას უკვე უცხოეთშიც ახდენს.


- თამუნა, თავიდან საკუთარ თავზე მოგვიყევით...

- დავიბადე ხობის რაიონის სოფელ თორსაში, რომლის საჯარო სკოლაც დავამთავრე. რადგან ტექნიკური სფერო უფრო მომწონდა, ჩავაბარე თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე. უმაღლესის მერე სკოლაში პედაგოგად ვმუშაობდი. როცა ოჯახი შევქმენი, ქუთაისში გადმოვცხოვრდი. ამის მერე ბავშვის გამო საქმიანობაში პაუზა მქონდა.

- ინფორმატიკის სპეციალისტმა თოჯინების გაკეთება რატომ დაიწყეთ?

- თოჯინების გაკეთება ბავშვობიდან დავიწყე. ეს უფრო მაშინ არსებულმა სიტუაციამ განაპირობა, რადგან იმ დროს არ იყო სათამაშო, არც ტელევიზორი, გართობის არანაირი საშუალება არ არსებობდა. ოთხი წლის წინ ამ გატაცებას სერიოზული სახე მივეცი რეალიზაციისთვის დავიწყე თოჯინების კეთება, ტანსაცმელსაც თავად ვუკერავდი. მას მერე არ გავჩერებულვარ. რაც შეეხება სახელწოდებას, პირველ თოჯინას, რომელიც შევქმენი, კიკინები ჰქონდა და თანაც დასახელებაში ჩემი გვარის ხსენებაც მინდოდა, ამიტომ ნამუშევრებს სახელიც კიკი-ლატარი აქედან გამომდინარე შევურჩიე.


- რისგან ამზადებთ მათ?

- მათ დასამზადებლად ძირითადად ხეს და ქსოვილებს ვიყენებ. მათზე მუშაობა ძალიან ხალისიანი პროცესია. ჯერ ფანტაზიით წარმოვიდგენ ხოლმე, შემდეგ ხეში ვაცოცხლებ და ბოლოს სამოსით ვალამაზებ. ჩემი ნამუშევრები სხვადასხვა სიმაღლის არიან: ყველაზე პატარა 25 სანტიმეტრია, დიდი - 43 სანტიმეტრამდე. სხვათა შორის, ამ ზომის ნამუშევრების შექმნა გაცილებით რთულია.

- ახლობლების თოჯინურ ორეულებსაც გიკვეთავენ?

- დიახ, უნდათ, რომ ამ გზით მათ მხიარული საჩუქარი გაუკეთონ. ასეთ თოჯინებს ხშირად ფოტოების მიხედვითაც ვამზადებ. ზუსტად იგივე სამოსს ვუკერავ, რაც ფოტოებზე აცვია. როცა ფოტოებზე მეგობრებთან ერთად არიან, ზუსტად ასეთივე კომბინაციას ითხოვენ.

- ალბათ უცნაური და სახალისო შეკვეთებიც გქონდათ...

- უცნაური იყო, როცა შემიკვეთეს ცნობილი ანიმაციური ფილმის Hotel Transylvania- პერსონაჟის, ბაბუა დრაკის თოჯინის გაკეთება. ამ შეკვეთაზე მთელი კვირა ვფიქრობდით, რადგან თოჯინური ასლის თარგი იყო მოსაფიქრებელი. ცოტა ვიწვალეთ, მაგრამ ბოლოს გამოგვივიდა მე და ჩემს მეუღლეს, რომელიც პროფესიით მოქანდაკეა. ამ თოჯინის პერანგი ხელითაა მოხატული. მოკლედ, ეს მხიარული პერსონაჟი ერთობლივად შევქმენით და მან დიდი მოწონება დაიმსახურა.

- საკუთარი თავი თუ გაათოჯინეთ?

- საკუთარი თავის გათოჯინებას ვერ ვახერხებ. ისე, მიფიქრია, რომ ოჯახის წევრების თოჯინები გამეკეთებინა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ამას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ.

- ერთად თუ მოუყარეთ თავი თქვენს ნამუშევრებს რომელიმე გამოფენაზე?

- გამოფენებზე ვერ ვახერხებ მონაწილეობის მიღებას, მიზეზი აქაც იგივეა - დროის სიმცირე. თანაც, წინასწარ უნდა მქონდეს დამზადებული ბევრი თოჯინა, რომ მათი გამოფენა შევძლო. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ზუგდიდში ვიყავი გამოფენაზე, საიდანაც ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი.

- უცხოეთის რომელ ქვეყნებში არიან ისინი?

- ჩემი თოჯინები ხშირად მოგზაურობენ: ისრაელში, კანადაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მჯერა, რომ იქ მყოფ ხალხს ისინი სიხარულს და დადებით ემოციას გადასცემენ. მიხარია, რომ ამ თოჯინებს ქართველი ემიგრატები ხშირად თავის უცხოელ მეგობრებს ჩუქნიან. მოკლედ, გამოდის, რომ მე და ჩემი ფერადი სამყარო მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობთ და ყველას ვახარებთ. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ყოველი მომდევნო თოჯინა ჩემთვის აღმაფრენაა...

წყარო:https://sputnik-georgia.com/20211108/tamuna-lataria-261880890.html


 

16.12.2021

ისააკ თუთბერიძე

 ისააკ თუთბერიძე დაიბადა 1919 წელს ხობის რაიონის სოფელ ბიაში ღარიბი გლეხის ოჯახში. არასრული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქ. ბათუმის სუბტროპიკულ ტექნიკუმში. მისი დამთავრების შემდეგ, 1939 წლიდან შრომითი საქმიანობა დაიწყო ბათუმის რაიონში ჩაის კულტურის უბნის აგრონომად. 

1940 წლის აპრილში გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. აქტიური მონაწილეობა მიიღო სამამულო ომში. სამამულო ომიდან დაბრუნების შემდეგ, 1946 წლიდან მუშაობს ხობის რაიონში სხვადასხვა თანამდებობებზე: 1946-1951 წლებში მუშაობდა ჯერ ხობის, ხოლო შემდეგ ბიის კოლმეურნეობის აგროტექნიკოსად. 1954 წელს დაამთავრა მცხეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარეთა მოსამზადებელი სამწლიანი სკოლა. ამავე წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს კპ ხობის რაიკომში მტს-ების ზონის ინსტრუქტორად. 1955-1958 წლებში მუშაობდა ძველი ხიბულის ლენინის სახელობის კოლმეურნეობის გამგეობის თავმჯდომარედ. 1958-1962 წლებში მუშაობდა ჯერ შუა ხორგის ენგელსის სახელობის კოლმეურნეობის გამგეობის თამჯდომარედ, ხოლო შემდეგ ხობის მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დამზადების ინსპექტორად.











1962 წელს არჩეულ იქნა ნოჯიხევის ჭავჭავაძის სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, სადაც თერთმეტი წელი იმუშავა ამ თანამდებობაზე.

 ი. ზ. თუთბერიძე 1971 წელს ქ. სოხუმში დაუწრებლად დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. მას მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები - საპატიო ნიშნის ორდენი და მედლები.

   ი. ზ. თუთბერიძე საქართველოს კომპარტიის ხობის რაიონული ორგანიზაციის 25-ე, 27-ე და 28-ე პარტიული კონფერენციების მიერ არჩეულ იქნა პარტიის რაიონული კომიტეტის წევრად, იყო ხობის მშრომელთა დეპუტატების მე-12 მოწვევის რაიონული საბჭოს დეპუტატი.

ისააკ თუთბერიძე გარდაიცვალა 1976 წელს.

       

ხეთის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის 1959-1960 წლების გამოშვება

 ხეთის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის 1959-1960 წლების გამოშვება. ფოტოზე ასევე ასახულია ტექნიკუმის ძველი შენობა.

ფოტოზე დგანან:

უბილავა, გ.
იოსავა, მ.
კვარაცხელია, დ.
ბულია, ო.
შედანია, ნ.
სერგია, ვ.
ბერაია, ნ.
ჩიტაია, კ.
შელია, ფ.
ყურუა, გ.
შონია, ა.
შედანია, ს.
ღურწკაია, გ.
ღურწკაია, თ.
რაფავა, კ.
კორკელია, ჯ.
შამუგია, გ.
ჯიქია, კ.
თორია, ვ.
ხაზალია, გ.
ლაგვილავა, მ.
საჯაია, ვ.
კობახიძე, მ.
წურწუმია, ა.
ღურჯია, ტ.
შედანია, ხ.
თირქია, დ.
ჯოლოგუა, ი.
შონია, ბ.
ბაძაღუა, ბ.
კვარაცხელია, გ.
მეგრელიძე, ნ.
ჩაჩიბაია, კ.
წყარო: ციფრული ფოტომატიანე.

ხობის რაიონის სოფელ თორსის საშუალო სკოლის პირველი და მეოთხე გამოშვების ფოტოები

 თორსის საშუალო სკოლის პირველი გამოშვება,1968-1969 წლები. დირექტორი ნორა კუკავა. ზედა რიგში მარცხნიდან მეოთხე-მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი და გეოგრაფიის მასწავლებელი, ნიკოლოზ ბუკია.

ნორა კუკავა დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე თედორე კაცია, გეოგრაფიის მასწავლებელი ნიკოლოზ ბუკია, ქართულის მასწავლებელი მაქსიმე გულუა, ნაზი შელია ქიმიის მასწავლებელი, ომიანე შელია შრომის მასწავლებელი, ბოტანიკის მასწავლებელი ემელიანე კუჭავა, გერმანულის მასწავლებელი ვანო დგებუაძე, ისტორიის მასწავლებელი კოლია ბაძაღუა.



თორსის საშუალო სკოლის მეოთხე გამოშვება,1971-1972 წლები.




ხობის (ხეთის) მომღერალთა ანსამბლი

 ხობის (ხეთის) მომღერალთა ანსამბლი. (ფოტო მოგვაწოდა მარინე ლაგვილავამ). ფოტო გადაღებულია მეოცე საუკუნის 50-იან წლებში.

იდენტიფიცირებული პირები: იროდი ალანია, რადიკო ალანია, ლიანა ლაგვილავა, ანრი ბერაია, ლუდუკი ჯგერენაია, შალიკო ბუკია.