21.01.2021

ხობელი ექიმი და მეცნიერი - ნონა კოდუა

 ექიმი და მეცნიერი, ნონა კოდუა 1949 წლის 2 სექტემბერს ხობის რაიონის სოფელი ხეთაში დაიბადა. სწავლობა სოფელ ხეთის საშუალო სკოლაში.

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. 

1972–1973წწ. იყო ექიმი–ინტერნი ზუგდიდის რაიონულ ბავშვთა საავადმყოფოში; 1973–1978წწ. ხობის რაიონული საავადმყოფოს ექიმი–პედიატრი; 1978–1981წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1981–1992წწ. მეცნიერ–თანამშრომელი; 1991–1992წწ. სწავლული მდივანი; 1992 წლიდან ამავე ინსტიტუტის საკონსულტაციო პოლიკლინიკის კარდიოლოგი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ძირითადად ეხება ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის დონის შემცირების პრობლემებს. არის საერო ინსტიტუტ "გაენათის" დოცენტი; მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამედიცინო–ბიოლოგიური და სოციალური რისკის ფაქტორების გავლენა ადრეული ასაკის ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ავადობაზე, პერინატალური და ბავშვთა სიკვდილიანობის დონეზე", დაიცვა 1990 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

·         მედიცინის მუშაკთა დაცვის ასოციაცია "დედა და ბავშვი", წევრი

·         საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია

·         ანტიჰომოტოქსიკური თერაპია თანამედროვე პედიატრიულ პრაქტიკაში : საჭმლის მომნელებელი სისტემა (შემდგენელი) // ნაწ. 2 . - თბილისი, 2010. - 60გვ.

·     ნტიჰომოტოქსიკური თერაპია თანამედროვე პედიატრიულ პრაქტიკაში : სასუნთქი სისტემა (შემდგენელი) // ნაწ. 1 . - თბილისი, 2008.

 წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი.

 

20.01.2021

ერეკლე საღლიანის ლექსი სოფელ ხეთაზე



სამეგრელოში, ერთ ლამაზ სოფელს,
ქართველმა კაცმა უწოდა ხეთა,
ნარინჯის სურნელს გარემოს მოჰფენს,
ქარი და ნაზი შრიალი ხეთა.
გაატანს ყველა კეთილისმყოფელს,
უფლის სიყვარულს, რომ იყოს მხნედა,
სამეგრელოში, ერთ ლამაზ სოფელს.

ქართველმა კაცმა უწოდა ხეთა. 

16.01.2021

„კოლხეთი“ საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატზე

 1990 წელს საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მეორე ლიგის ბინადარი ხობის „კოლხეთიც“ მონაწილეობდა. „კოლხეთმა“ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება საკავშირო პირველობის მეორე ლიგაში (1989 წელს) შვიდ საუკეთესო გუნდს შორის ადგილის დაბევებით მოიპოვა.


   ხობის „კოლხეთმა“ პირველ ეროვნულ ჩემპიონატზე 41 ქულით (11 მოგება, 8 ფრე და 15 წაგება) მეთერთმეტე ადგილი დაიკავა.

მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ გრძელიშვილი

გუნდის უფროსი: პაატა თათარიშვილი

მწვრთნელი: ფრიდონ გოცირიძე

ადმინისტრატორი: იური ჭანტურია

მეკარეები: გიორგი ბაბუაძე, ივანე ბერაძე

მცველები: გიორგი ფარფალია, ემზარ მამფორია, დავით რუხაძე, მერაბ კაციტაძე, გაიოზ ჯეჯელავა, ზურაბ ლატარია

ნახევარმცველები: გელა ხურცილავა, ზაზა ბაკურაძე, ელდარ გვასალია

თავდამსხმელები: ირაკლი კალუჟა, ენუქი თევზაძე, თენგიზ ჭიჭნაძე.

 

 

15.01.2021

„ხობის ქრონიკები“ -1988

რუბრიკაში „ხობის ქრონიკები“ შემოქთავაზებთ ხობის რაიონში ერთი წლის განმავლობაში მომხდარი ფაქტების მოკლე აღწერას.

"კერია"
vv  კულტურის სახლში გაიმართა თემურ აბულაძის პიესის „ფრინველების საქორწინო ცეკვების“ პრემიერა.

v v გამოავლინეს 1987 წლის საუკეთესო მწვრთნელები, სპორტსმენები და გუნდები.

v vკულტურის განყოფილების გამგე მედეა ნაჭყებია დაჯილდოვდა სამკერდე ნიშნით „წარჩინებული მუშაობისათვის“.

v  vწიგნის მოყვარულთა კონკურსის გამარჯვებული ხობის N1 სკოლის პედაგოგი შალვა კალანდია გახდა.

v  vხობის კინოთეატრ თუთარჩელაში გაიმართა მილოშ ფორმანის საკულტო ფილმის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ ჩვენება.

v  vხობის „კოლხეთი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა.

v  v„თუთარჩელაში“ მიმდინარეობს უცხოური ფილმების ფესტივალი - „კინო დააბიჯებს ჩვენს პლანეტაზე“.

v  მოცურავეებმა ბელარუსიაში გამართულ პირველობაზე გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს.

v  vხობის კინოთეატრ თუთარჩელაში გაიმართა აკირა კუროსავას ფილმის „შვიდი სამურაის“ ჩვენება.

v  vგაიმართა ანსამბლ „ოთხი გიას“ კონცერტი.

v  vხობის N1 სკოლაში მოეწყო კაბინეტ-ლაბორატორიები.

v  vახალსოფელში აშენდა საბავშვო ბაღი

v  vსტიქიის დროს დაზარალებული ოჯახები (საგვიჩიო და ჭალადიდი) ახალ წელს ახალ სახლებში შეხვდნენ.

v  vექსპლუატაციაში შევიდა ხეთის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის ახალი კორპუსები.

v  vხობის ცენტრში გაიხსნა კოოპერატივი „კერია“.

v  vკოოპერატივმა „ხელმარჯვემ“ ახალი საამქრო გახსნა.

v  vექსპლუატაციაში შევიდა საავადმყოფოს ინფექციური განყოფილება.

v  vჭალადიდში აშენდა სტიქიის დროს დაღუპული რაჰიბ მამედოვის მემორიალი.

v  vშენდება კერამიკული ქარხანა.

v  vხობში, მეგობრობის ქუჩაზე შენდება ხუთსართულიანი ბინა.

v  vახალ ხიბულაში აშენდა ადმინისტრაციული სახლის სამსართულიანი შენობა.

v  vაშენდა ზუბის კულტურის სახლი.

v  vშუა ხორგაში აშენდა სპორტული კომპლექსი „ფაზისი“.

v  vპირველ მაისში აშენდა სასოფლო საბჭო.

v  vმდინარე მუნჩიას სანაპიროზე ჩატარდა სამელიორაციო სამუშაოები.

v  vგანახლდა კოლხეთის საბჭოთა მეურნეობის ცენტრი.

vvპირველ მაისში შენდება წყლის სისტემა..

v vკეთილმოეწყო სოფელ ხამისკურის ცენტრი“.

v  vახალ ხიბულაში გაკეთდა გზა.

v  vპ.  ფოთში აშენდა სასოფლო საბჭო.

v  vჭალადიდში აშენდა ბაგა-ბაღი.

v  vგაიხსნა კაფე-ბარი „მერცხალი“.

v vხობში აშენდა 60-ბინიანი კორპუსი.

v  vყულევში აშენდა სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი.

v vკეთილმოეწყო შუა ხორგის ცენტრი.

v  vყულევში შენდება სპორტულ-ტურისტული ობიექტი „ოქროს ვერძი“.

v  vქ. ხობში, ჩაის კომბინატის გვერდზე შენდება საბავშვო ბაღი.

v vნოჯიხევში მოეწყო სწლის სისტემა.

v  vსაჯიჯაოში დაიწყო სკოლის მშენებლობა.

v  vახალ ხიბულაში აშენდა კლუბ-კანტორა.

v  vპ. ფოთში აშენდა ამბულატორია.

v  vთორსაში აშენდა ადმინისტრაციული შენობა, კლუბი, სკვერი და მოსაცდელი.

v  vრეკონსტრუქცია ჩაუტარდა ნოჯიხევის კანტორას.

 

 

 

 

14.01.2021

ხობის „კოლხეთის“ გზა საქართველოს ჩემპიონობამდე.

 1988 წელს ხობის „კოლხეთმა“ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გუნდმა 42 თამაშიდან 65 ქულა დააგროვა, ბურთების შეფარდება 100-55. ელგუჯა ქომეთიანმა 41 ბურთი გაიტანა.

ბლოგში გაეცნობით სრულ ინფორმაციას „კოლხეთის“ შემადგენლობის, ხელმძღვანელობის, მწვრთნელების, კალენდარის, მატჩების და შედეგების შესახებ.

ბლოგი მომზდებულია „ლელოში“, „კომუნიზმის მშენებელში“ და კრებულ „ფეხბურთი 1989“-ში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით.

„კოლხეთი“- იური მამინაშვილი, დათო ჭიჭინაძე, მერაბ კაციტაძე, გიორგი ფარფალია, ჯანელი ლატარია, ვახტანგ ჩიმაკაძე, ზაზა ბაკურაძე, ტომა შიოლაშვილი, ზაურ მელია, ელგუჯა ქომეთიანი, თენგიზ ჭიჭინაძე, ვახტანგ სამხარაძე, გიორგი დოლბაია, ზურაბ ლატარია, თამაზ ბოლაშვილი, ვლადიმერ გვასალია, ვეფხვი გვენცაძე.

გუნდი მოამზადეს ფრიდონ გოცირიძემ და პაატა თათარიშვილმა.









"კოლხეთი" 1989 წელი



























10.01.2021

პროფესორი მერი ალანია


ქალბატონი მერი ალანია გამორჩეული მეცნიერი და პიროვნებაა თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში.

ექვსი ათეული წელია რაც იგი დაუღალავად შრომობს, ჯერ როგორც პრაქტიკოსი ფარმაცევტი და შემდეგ როგორც მეცნიერი თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში, სადაც მან წარმატებით გაიარა სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული ყველა საფეხური უმცროსი მეცნიერ თანამშრომლიდან დეპარტამენტის ხელმძღვანელამდე.

მერი დურუს ასული ალანია დაიბადა 1937 წლის 18 აპრილს ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში. საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდგომ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტულ ფაკულტეტზე, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა 1960 წელს. იმავე წელს დაიწყო მუშაობა აბაშის რაიონის სოფელ ონტოფოს აფთიაქის გამგედ, რამდენიმე წელიწადში კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაირიცხა. ქ-ნი მერის ცოდნით და მონდომებით დაინტერესდა ქალბატონი ეთერ ქემერტელიძე, რომლის ხელშეწყობითაც 1965 წლის ნოემბერში ქ-ნ მერი გახდა ინსტიტუტის ფიტოქიმიის განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი. სადისერტაციო თემად ე. ქემერტელიძემ (ხელმძღვანელი) შეურჩია საქართველოს ფლორის ასტრაგალების გვარის ფენოლური ნაერთების შესწავლა სამკურნალო საშუალებათა შექმნის მიზნით. მისი სადისერტაციო თემის მეორე ხელმძღვანელი გახლდათ ქ. ხარკოვის სამკურნალო საშუალებათა ქიმიისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკოლოზ ფედოტის ძე კომისარენკო, რომელმაც ქ-ნ ეთერისთან ერთად უდიდესი ღვაწლი დასდო ქ-ნი მერის მეცნიერად ჩამოყალიბებაში, რისთვისაც იგი სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლიერი რჩება.


1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქ. ხარკოვის ფარმაცევტულ ინსტიტუტში.


1965 წლიდან დღემდე მას გამოკვლეული აქვს 4000 - მდე მცენარეული ნიმუში საქართველოს ყველა რეგიონიდან. მის მიერ გამოვლენილი და შესწავლილია საინტერესო ქიმიური შედგენილობის და ბიოლოგიური აქტიობის მქონე 29 ოჯახის 32 გვარის 72 სახეობა. მათგან გამოყოფილი და დახასიათებულია 348 ინდივიდი, სხვადასხვა კლასის ნაერთებიდან. დაადგინა, რომ უმრავლესობა (80%) მდიდარია ფლავონოიდებით, დაადასტურა მრავალი მათგანის პერსპექტიულობა, რის შედეგადაც ისინი გახდნენ ღრმა ქიმიური კვლევის ობიექტები მეცნიერთა მომავალი თაობისთვის, ხოლო ზოგიერთი მათგანი კი - სამკურნალო საშუალებათა ნედლეული.


1974 წელს ქ. ხარკოვის ფარმაცევტული ინსტიტუტის საკვალიფიკაციო საბჭოზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემით “საქართველოში მოზარდი ასტრაგალუსის ზოგიერთი სახეობის ფლავონოიდები”. სწორედ ამ ნაშრომზე მუშაობისას მიაქცია ყურადღება მედიცინაში ასტრაგალუსის ერთ-ერთი სახეობის გამოყენების შესაძლებლობას. კერძოდ იმას, რომ ნამგალნაყოფა ასტრაგალის ფოთლებსა და ყვავილებში ფლავონოიდების შემცველობა 4 პროცენტამდე, ხოლო მასში ფლავონოიდური გლიკოზიდი რობინინი 3 პროცენტამდეა.


ქ-ნი მერის მიერ თანაავტორებთან რობინინის საფუძველზე შეიქმნა პრეპარატი „ფლარონინი“, რომელიც 1985 წელს სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ნებადართული იქნა სამედიცინო მოხმარებისათვის, როგორც ჰიპოაზოტემიური და დიურეზული საშუალება, თირკმელთა I და II ხარისხის უკმარისობის სამკურნალოდ აზოტემიით დაავადებულ ავადმყოფებში. პრეპარატი ჩანერგილია წარმოებაში.

ქალბატონი მერის მეცნიერულმა მოღვაწეობამ ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმართულებას - ციკლოარტანული ნაერთების კვლევას.

გარდა პრეპარატ “ფლარონინი”-სა ქ-ნი მერის უშუალო მონაწილეობით აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის ხელმძღვანელობით ფენოლური ნაერთების ლაბორატორიაში შემუშავებულია სამედიცინო პრაქტიკაში ჩანერგილი სამკურნალო საშუალებები:

თავის ტვინსა და კიდურებში სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი სამკურნალო პრეპარატი „გინკგო-ბათი“ - საქართველოში ინტროდუცირებული Gინკგო ბილობა - ს ფოთლებიდან;

 ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი „სატურინი“ - საქართველოში გავრცელებული ბაღის ქონდარის მიწისზედა ნაწილებიდან;

ჰიპოაზოტემიური მოქმედების პარასამკურნალო საშუალება აჭარაში გავრცელებული Pუერარია ჰირსუტა-ს ექსტრაქტულ ნივთიერებათა ჯამიდან.

1990 წელს კი ქ. ხარკოვის სამკურნალო საშუალებათა ქიმიისა და ტექნოლოგიის საკავშირო-სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „საქართველოს ფლორის ასტრაგალუსის ფლავო-ნოიდები და ციკლოარტანები“.


2005 წლიდან დღემდე ქ-ნი მერი ხელმძღვანელობს ფენოლური შენაერთების ლაბორატორიას. 2016 წლის დეკემბერში კონკურსით არჩეული იქნა ფიტოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.


მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა 5 საკანდიდატო დისერტაცია, რომელთაგან 3 წარმატებით იქნა დაცული, ხოლო 2 დისერტაცია მომზადებულია საჯარო დაცვისათვის.


ქ-ნი მერი სამეცნიეროსთან ერთად პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა. 2006 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის ფარმაციის დეპარტამენტში მიწვეული პროფესორის სტატუსით კითხულობს ლექციების კურსს ფარმაცევტულ ქიმიაში.


პროფ. მ. ალანიას მეცნიერული მოღვაწეობის შედეგები ასახულია 270 სამეცნიერო ნაშრომში, თეზისსა და მოხსენებაში საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებზე, კონგრესებსა და სიმპოზიუმებზე. იყო საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტის წევრი, ხელმძღვანელობდა სექციის მუშაობას სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმში. გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია და ლაბორატორიულ სამუშაოთა კრებული ფარმაცევტულ ქიმიაში. პრაქტიკული მნიშვნელობის შედეგები დაცულია საავტორო მოწმობებითა და პატენტებით.


წლების განმავლობაში იყო ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, საქართველოს მეცნიერთა და ახალგაზრდა ფარმაცევტთა და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციების წევრი.


2004 წელს მიენიჭა (თანაავტორებთან ერთად) სახელმწიფო პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში. მეცნიერებისა და საზოგადოებისათვის ღირებული მოღვაწეობისათვის სხვადასხვა დროს მიღებული ჰქონდა სახელმწიფო და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ჯილდოები, გამომგონებლის მედალი.

2017 წლის 25 აპრილს, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ეზოში ,,ფარმაციის ხეივანში“, პროფესორ მერი ალანიას ვარსკვლავი გაიხსნა.


მერი ალანია ერთ-ერთია საქართველოს გამომგონებელ ქალთა სიიდან, ვისი დამსახურებითაც საქართველო ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ქალთა ასოციაციის - „გამომგონებელ ქალთა საერთაშორისო კვლევის ცენტრის” - მონაცემებით, სახელმწიფოთა ათეულში შევიდა.


მის პიროვნულ ღირსებებზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას. იგი უაღესად კეთილი, უზადო ადამიანური თვისებების მატარებელია; ყველგან, შინ თუ გარეთ, ზნეობის, ტრადიციის და ოჯახის კულტის დაცვის, სამშობლოს სიყვარულის იდეას ამკვიდრებს. მზად არის უანგაროდ გაუწოდოს დახმარების ხელი ყოველ გაჭირვებულს.

წყარო: ფარმაკოლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი