1990 წელს საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მეორე ლიგის ბინადარი ხობის „კოლხეთიც“ მონაწილეობდა. „კოლხეთმა“ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება საკავშირო პირველობის მეორე ლიგაში (1989 წელს) შვიდ საუკეთესო გუნდს შორის ადგილის დაბევებით მოიპოვა.
ხობის „კოლხეთმა“ პირველ ეროვნულ ჩემპიონატზე 41 ქულით (11 მოგება, 8 ფრე და 15 წაგება) მეთერთმეტე ადგილი დაიკავა.
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ გრძელიშვილი
გუნდის უფროსი: პაატა თათარიშვილი
მწვრთნელი: ფრიდონ გოცირიძე
ადმინისტრატორი: იური ჭანტურია
მეკარეები: გიორგი ბაბუაძე, ივანე ბერაძე
მცველები: გიორგი ფარფალია, ემზარ მამფორია, დავით რუხაძე,
მერაბ კაციტაძე, გაიოზ ჯეჯელავა, ზურაბ ლატარია
ნახევარმცველები: გელა ხურცილავა, ზაზა ბაკურაძე, ელდარ
გვასალია
თავდამსხმელები: ირაკლი კალუჟა, ენუქი თევზაძე, თენგიზ
ჭიჭნაძე.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.