ცოტნე მამიას, შერგილ დადიანის უშუალო ინიციატივით აშენებულა რაიონის მშრომელთა ეს ეროვნული სიამაყე. იგი მოწმეა ცოტნეს სტუმრობისა, მონასტრის გაუუქმებელ ტრადიციად დაიმკვიდრა ახალი, ჯანსაღი, სასარგებლო მოვლენების, სახალხო დღესასწაულების ჩატარება, რომელიც ერის სახელოვან შვილების სახელებთან არის დაკავშირებული. ასეთი სახალხო დღესასწაულია „ცოტნეობა“, რომელსაც მეექვსე წელია ზეიმობენ ხობელები. კოსტავასთან შეხებულთა გადარჩენა, რომლებიც ერთიანი საქართველოსთვის იბრძოდნენ, ცოტნე დადიანის სახელთან არის დაკავშირებული, რომლის თავდადება კეთილშობილების, რაინდობის, თავგანწირვისა და გმირობის მაგალითს იძლევა, რომლის გაკვეთილი უდიდესია დღეს მათთვის, ვინც წარსულის მემკვიდრეობას უნდა მოუაროს, ვინც დღევანდელი საქართველოს ძლიერებასა და დამოუკიდებლობას უნდა ჩაუყაროს საფუძველი.მდინარე ხობისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ლამაზ ბორცვზე ამაყად წამომართულა ფეოდალური საქართველოს ძლიერების ხანის მნიშვნელოვანი ხუროთმოძღვრული ძეგლი — ხობის მონასტერი, რომელსაც დიდი როლის შესრულება მოუხდა ქართული კულტურის ისტორიაში. თუ ისტორიის ყურს მიუგდებთ, აქ დამარხულან დადიანთა დინასტიის ბრწყინვალე წარმომადგენლები: გიორგი, ვამეყ, შერგილ... ხობის მონასტერი ერთ-ერთი უმდიდრესი ყოფილა წიგნებითა და ბუნების უძვირფასესი ნიმუშებით. აქ ინახებოდა თამარ მეფის სამკაული, ოქროს გულსაკიდი ჯვარი, რომელმაც სხვა განძეულთან ერთად „იმოგზაურა“ საფრანგეთში, „ტანვინიას“ და „წყალების“ შემდეგ კვლავ დაუბრუნდა საქართველოს და ამჟამად თბილისში ხელოვნების მუზეუმში ინახება. ხობის მონასტრის კედლებს ახსოვს ომარ-ფაშას ჯარისკაცთა ღრიანცელი, უტუ მიქავას აქ უდო ბინა კარგა ხანს...
კვირას, სექტემბრის
წვიმების შემდეგ მზიანი დილა გათენდა 10 ოქტომბერს. ათასობით ხალხმა მოიყარა თავი ხობის
მონასტერში. აქ, ამ უძველესი ტაძრის ეზოსა და მის შემოგარენში, იგრძნობოდა წარსულის
მემკვიდრეობითობა. ძველი და ახალი ორიგინალურად შეერწყმოდა ერთმანეთს, სადაც მარტო
ეგზოტიკა როდი მიიქცევდა ადამიანის ყურადღებას. ყველაფერი აქ ისე იყო მოწყობილი, როგორც
ეს ნიშანდობლივია კოლხი კაცისთვის. დღესასწაულზე მოსულებს მასპინძლობას უწევდა მეგრული
ფაცხა და ჭიხური. გულუხვად გამოტანილი ძველი კოლხური კერძებით, საუკეთესო ნიმუშების
სუვენირებით. ეს რაიონის სხვადასხვა სოფლებმა წარმოადგინეს ამ კუთხისთვის, თითოეული
სოფლისათვის დამახასიათებელი ძველი ყოფის ნიმუშები. ტარდებოდა უძველესი ტრადიციული
რიტუალები, სპორტული სანახაობები. ისმოდა მეგრული სიმღერა: „ჩელა“, „ოდოია“, „დიდოუ
ნანა“ და „სისა ტურა“.
დადგა დრო მონასტრის
კედლების ახმიანების. ხალხი მღელვარებით და ინტერესით მოელოდა უწმინდესის და უნეტარესის,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ილია
II-ის საგანგებოდ ჩამობრძანებას ხობის მონასტრის საკურთხევლად.
და დადგა ეს წამიც...
უმრავლესი ხალხი მოაცილებდა უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
ილია მეორეს და მის მრევლს. იგი გზადაგზა სახავდა პირჯვარს მრევლს, ცოტნეს სანთლებით
ხელში მომღერალი გუნდი შემოიარა ხობის მონასტრის შემოგარენი, დაათვალიერა აქ გამოფენილი
ძველი ყოფის ნიმუშები. სულიერი მამა წუთით გაჩერდა ფაცხებთან, სადაც სრულდებოდა სხვადასხვა
კუთხური რიტუალები, ჟღერდა საეკლესიო ჰიმნი „ღმერთსას დიდება“.
ხობის მონასტრის
კარიბჭესთან კი გაიმართა დიდი თეატრალიზებული წარმოდგენა. აწონ-დაწონილი ზარია, ფრიალებდნენ
ეროვნული დროშები, ისმოდა ქართული საგალობელი. ახალგაზრდებს შემოაქციეს 9 აპრილს დაღუპულთა
სურათები. მათ შორის თრთოლვით ნათქვამი სიტყვები: „ღმერთო, შეგვიწყალე შენიცა შენიცა,
დაგვლოცე, მოგვეცი ძალა და სიმტკიცე, მოგვეცი ძალა და შემწეობა აღვადგინოთ და გადავარჩინოთ
საქართველოს მტრად ქცეული სული“...
თეატრალური სანახაობა
ასახავდა ცოტნეს, შერგილ დადიანის, კარის მოძღვრის და სხვა ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს.
ძველი ქრონიკის კადრებივით ერთხელ კიდევ გაიელვა გაყინულ და მამაცურმა განწყობილებამ,
რომლებსაც მათრახების შხუილით მიერეკებოდნენ აღმოსავლეთის ბაზარზე. თეატრალურ წარმოდგენაში
ჩაქსოვილი იყო ელემენტები სტენიდან კოსტავასთვის შეთქმულებაზე. ერთხელ კიდევ ზიარებით,
ღრმა პატრიოტიზმით აღავსო მაყურებლები ცოტნეს გმირობით აღფრთოვანებულმა მომსვლელის
სიტყვებმა — „უნაკლო და იშვიათი ხალხი ხართ ქართველები, კიდევ კარგი, რომ ცოტანი ხართ,
თორემ წაიღებდით ქვეყნიერებას, ღმერთი ვიყო, სასუფეველს ტახტს დაგიდგამდით უთუოდ“.
შემდეგ საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საკურთხეველზე საზეიმოდ დალოცა ხალხი. სიტყვებით მიმართა
მან ხალხს. უსურვა მშვიდობა, წარმატებები, ბედნიერებით სავსე დღეები უსურვა მათ. „ღმერთმა
დაგლოცოთ, ღმერთი არს ჩვენთან!“ — დაასრულა მოძღვარმა, რაზედაც პასუხად მოჰყვა ერთსულოვანი
„ამინ!“
გადაიყვანეს იქით
კი, ქალთა მონასტერი, მე-19 საუკუნის მნიშვნელოვანი ძეგლი. საუკუნეების დუმილის შემდეგ
ეხსნებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელმაც აკურთხა ეს წმინდა ადგილი და
გადაიხადა წირვა. ჯვარი დაწერა ახალდაქორწინებულებს.
ზეიმი დღესაც გრძელდებოდა
ხობში. დილის 10 საათზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კვლავ ეწვია მონასტერს...
საღამოს 6 საათზე კი ნათლობა იყო დანიშნული.
დაიდგა ემბაზი...
უწყვეტ ნაკადად მოდიოდნენ ადამიანები მოსანათლად. მოჰყავდათ თითო ბავშვები, ინათლებოდნენ
მოზარდები, მოზრდილები, მოდიოდნენ რაიონის სოფლებიდან, მეზობელი რაიონებიდან.
... და ასე ორი
დღე ღიმილიან დაბინდებამდე უსაზღვრო სიხარულით ხარობდა ხალხი, რწმენით და იმედად კვლავ
დაუბრუნდა სიცოცხლე ხობის მონასტერს, ზეიმობდნენ კოლხეთის ძირძველ მიწაზე. უწმინდესის
და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ჩამობრძანებას, რომელსაც
სასოებით და სიყვარულით შეეგებნენ კოლხები.
„ლიტერატურული საქართველო“
N39, 1989 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.