ფეხბურთის მატჩის რეცენზია გაზეთში სხვადასხვაგვარია. არის ინფორმაციული ხასიათის მოკლე რეცენზია, დაახლოებით ასეთი — ა. წ. 5 ივნისს ხობში გაიმართა მატჩი ადგილობრივ და საჩხერის ნაკრებ გუნდებს შორის საქართველოს პირველობაზე მეორე ჯგუფის დასავლეთ ზონაში. შემდეგ იწერება ანგარიში, ვთქვათ, 1:0.
არის
რეცენზია
მატჩის
დაწვრილებითი
ანალიზით,
სადაც
ავტორი
— ფეხბურთის
სპეციალისტი
გაარჩევს
თამაშს,
ცალკეულ
მოთამაშეების
ტაქტიკას,
ტექნიკას,
ცალკეულ
მომენტებს,
გატანილ
გოლებს.
აღწერს
პირველ
ტაიმს
ცალკე,
მეორეს
ცალკე.
მაგალითად
— შესვენების
შემდეგ,
ხობელებმა
(ან
საჩხერლებმა)
შეცვალეს
თამაშის
ტაქტიკა,
ნახევარდაცვა
ჩაება
თავდასხმაში,
ამოქმედდა
ფლანგები
და
ა.
შ.
ჩვენ
მოკლებული
ვართ
საშუალებას
აღვწეროთ
თამაშის
მსვლელობა.
ეს
იყო
ერთ-ერთი
უმოკლესი
მატჩი
ფეხბურთის
ისტორიაში.
არც
მეტი,
არც
ნაკლები
— იგი
გაგრძელდა
10 წუთს.
მაგრამ
მიუხედავად
იმისა,
რომ
გუნდებს
დროის
რვა
მეცხრედი
არ
უთამაშიათ,
მატჩი
მაინც
მეტად
საყურადღებო
და
საინტერესოა.
სწორედ
ის
10 წუთია აღწერის ღირსი.
თამაში
დაიწყო
ისე,
როგორც
საერთოდ
იწყება
თამაშები
არა
მარტო
მეორე
ჯგუფის
დასავლეთ
ზონაში,
ხობში,
არამედ,
თბილისში,
მოსკოვში,
ბუდაპეშტში,
ლონდონში
და
ასე
გასინჯეთ,
რიო-დე
ჟანეიროშიც.
მსაჯმა
მისცა
სასტვენი,
ცენტრალურმა
თავდამსხმელმა ბურთი წინ გაუგორა შუამარბს და 22 ფეხბურთელი მოძრაობაში
მოვიდა.
ასე
მოძრაობდნენ
მოთამაშეები
მე-10
წუთამდე,
სანამ
საჩხერის
გუნდის
რომელიღაც
მოთამაშემ
ბურთი
საკუთარი
კარის
ხაზს
იქით
არ
გადააგდო.
პირველი
კატეგორიის
მსაჯმა
გ.
მგალობლიშვილმა დანიშნა კუთხური. დანიშნა ისე, როგორც ამას დანიშნავდნენ თბილისში, მოსკოვში, ბუდაპეშტში, ლონდონში და, თქვენ წარმოიდგინეთ რიო-დე ჟანეიროშიც კი.
ხობელებმა
მოაწოდეს
საჯარიმო.
კარის
წინ
ბურთისათვის
ერთმანეთს
შეებრძოლნენ
საჩხერის
გუნდის
კაპიტანი
დუმბაძე
და
სტუმრების
ცენტრალური
თავდამსხმელი.
ვერც
ერთმა
მათგანმა
ვერ
მიიღო
ბურთი,
მაგრამ
მათ
ზურგს
უკან
აღმოჩნდა
ხობელთა
მარცხენა
გარემარბი
ბუკია,
რომელმაც
მიიღო
ბურთი
და
გაიტანა
კიდეც
იგი
კარში
— 1:0.
ეს
იყო
და
ეს,
მთელი
ფეხბურთი.
როგორ,
გოლი
გავიდა
ჩვენს
კარშიო?
საჩხერელი
ნ.
ბართიანცი
მიეჭრა
მსაჯს
— შენი
ოხერი...
(ბოდიშს
ვიხდით
მსაჯის
წინაშე
ბართიანცის
უშვერი
ლანძღვა-გინების
თუნდაც
ამ
დასაწყისის
აქ
მოყვანისათვის), შე ასეთო, შე ისეთო. შემდეგ მოუბრუნდა თავისი გუნდის წევრებს: ჰაიდა, ბიჭებო, წავიდეთ მინდვრიდანო.
მატჩი
იშლებოდა.
მსაჯმა
გამოუძახა
საჩხერის
გუნდის
წარმომადგენელს კ. თურმანიძეს და ახლა მას მისცა წინადადება, გუნდი დაებრუნებინა მოედანზე. თურმანიძემ ვაჭრობა დაუწყო: თუ დაუშვებ გაგდებულ მოთამაშეს (იმას, რომელმაც მსაჯს რჯული და მასაფხი აგინა), გუნდს გამოვიყვან
თამაშზე,
თუ
არა
და
არაო.
15 წუთი უცადა
მსაჯმა
საჩხერლებს,
რამდენჯერ
სთხოვა
თურმანიძეს,
მაგრამ
თურმანიძე
მტკიცედ
იდგა
თავის
კატეგორიულ
უარზე
და
ფეხს
არ
იცვლიდა.
მატჩი
ჩაიშალა.
მაყურებლები
გაწბილებულნი,
უკმაყოფილონი
დაიშალნენ.
საჩხერლები
დაბრუნდნენ
სახლში.
შეიძლება
აქ
შეეგრძნოთ
მათ
თავისი
დანაშაული,
მოეწვიათ
საერთო
კრება,
დაესაჯათ
დამნაშავენი,
მოენანიებინათ დანაშაული. არაფერი ამგვარი მათ არ გაუკეთებიათ. მხოლოდ მაშინ, როცა ზოგიერთი მათგანი დაიბარეს ფიზკულტურისა და სპორტის რესპუბლიკურ კომიტეტში, მათ აქ დაწერეს მოგვიანებული მონანიება (ზ. მღებროვის, კ. თურმანიძის, ნ. ბართიანცის, ვ. ონანოვესა და გ. ანასაშვილის ხელმოწერით). მაგრამ აქაც,
ამ
„მონანიებაშიც“
მსაჯის
მიმართ
ყოვლად
დაუსაბუთებელი, უსამართლო საჩივარი ჩაწერეს საჩხერლებმა. „თამაშს სჯიდა
პირველი
კატეგორიის
მსაჯი
მგალობლიშვილი, რომელმაც დასაწყისიდანვე გამოიჩინა აშკარა ტენდენციურობა და თამაშს მისცა უფერული ხასიათი, რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა მოთამაშეებზე...“
საინტერესოა,
რა
გააკეთა
მსაჯმა
ასეთ
10 წუთში, რომ აშკარა ტენდენციურობაც გამოიჩინა, თამაშსაც უფერული ხასიათი მისცა და დიდი ზეგავლენა მოახდინა მოთამაშეებზე? რა თქმა უნდა, ეს ცილისწამებაა!
საჩხერლებმა
მოგვიანებით
მოინანიეს
თავისი
დანაშაული
და
ისიც
მთლიანად
არა.
პ.
ხუცურიანი
„ლელო“ N48, 1955 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.