გრიგოლ (გრიშა)
მეუნარგია დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში 1885 წელს, გლეხი ოქრომჭედლის, პავლე
მეუნარგიას ოჯახში. დაამთავრა ხეთის ორკლასიანი სასწავლებლი და ზუგდიდის 6-კლასიანი
სამოქალაქო სასწავლებელი 1904 წელს. აქ გახდა რსდმპ პარტიის პოლიტიკური წრის წევრი,
ეს წრე ჩამოაყალიბა ქუთაისის რეალურ სასწავლებლის მოწაფემ, ბოლშევიკმა იასონ ჩიჩუამ.
1905-1906
წლებში ამის გამო ზუგდიდის სამაზრო ციხეში რამდენიმე თვე გაატარა. 1910 წლიდან
მუშაობდა ფოთის თვითმმართველობაში, როგორც ეპიდემიური ფერშალი, შემდეგ კი როგორც ექიმის
თანაშემწე სანიტარულ დარგში. გრიგოლ მეუნარგია უშუალოდ მონაწილეობდა ფოთში ეპიდემიების
წინააღმდეგ ბრძოლაში (ხოლერა, პარტახტიანი ტიფი და ყივანახველა).
1914 წლიდან მონაწილეობდა
პირველ მსოფლიო ომში, ფრონტიდან 1917 წელს დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ფოთის პარტიულ
ორგანიზაციაში, ხელმძღვანელობდა საინიციატივო ჯგუფს. 1919 წელს იყო არალეგალური პარტიული
კომიტეტის წევრი და მდივანი, 1920 წელს კომიტეტის წევრი და ხაზინადარი. მენშევიკების
რეპრესიების გამო იმალებოდა 3 თვე.
1918-1919 და
1920 წლებში სენაკს, ზუგდიდს და სხვ. ამარაგებდა საბრძოლო მასალით და იარაღით, პოლიტიკური
შინაარსის ლიტერატურით და ფულადი სახსრებით. 1920 წელს იყო საგუბერნიო კომიტეტის რწმუნებული
სამეგრელოში აჯანყების მოსაწყობად. გასაბჭოების პირველი თვიდან, 1921-1922 წლებში გრიგოლ
მეუნარგია იყო ფოთის სამაზრო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი, 1925 წელს დროებით
კომპარტიის სამაზრო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი, 1923 წლიდან ფოთის რევოლუციური
კომიტეტის და აღმასკომის პასუხისმგებელი მდივანი და შინამმართველობის განყოფილების
გამგე, 1926-1930 წლებში ფოთის საბჭოს მდივანი, ჯამრთელობის განყოფილების გამგე და
აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე. ცაკის წევრ-კანდიდატი ორი მოწვევის პერიოდში. თანამშრომლობდა
სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში ("ზარია ვოსტოკა", "კომუნისტი",
"რევოლუციის მატიანე", "ფოთის მუშა" და "ფოთის ხმა"). პეტრე (მაქსიმე) მეუნარგიას ძმა.
წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი

Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.