15.03.2021

ღვინჯილიების საჯალაბო სახლის ისტორია

 ღია ცის ქვეშ მუზეუმმა ქართველ საზოგადოებას ბოლო წლებში არაერთი სიახლე შესთავაზა.

 სექტემბრის მიწურულს კი მეგრულ კარ-მიდამოში არა მარტო ოდასახლი და საჯალაბო სახლი განაახლა, არამედ ამ სახლების გაცოცხლებული ისტორია წარუდგინა სტუმრებსა და დამთვალიერებლებს. მეტიც - სტუმართა შორის იყვნენ ამ სახლების ყოფილი მფლობელები და შთამომავლები, რომლებიც აუღელვებლად ვერ უცქერდნენ ისტორიაში შესულ თავის ყოფილ საცხოვრისებს.

მეგ­რუ­ლი კარ-მი­და­მო გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში შე­იქ­მ­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გი­ორ­გი ჩი­ტა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში, რო­გორც საცხოვ­რე­ბე­ლი და სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბე­ბის კომ­პ­ლექ­სი. საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი აქ ორი ტი­პი­საა. ერ­თი შე­და­რე­ბით ძვე­ლია. იგი ღვინ­ჯი­ლი­ე­ბის სა­კუთ­რე­ბა ყო­ფი­ლა და XIX სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში (და­ახ­ლო­ე­ბით 1850 წელს) აუგი­ათ ხო­ბის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახალ ხი­ბუ­ლა­ში. სახ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ჯა­ლა­ბო ყო­ფი­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, რო­ცა ოჯა­ხი გამ­რავ­ლე­ბუ­ლა და ეკო­ნო­მი­კუ­რა­დაც მომ­ძ­ლავ­რე­ბუ­ლა, ოდა­სახ­ლი აუგი­ათ, ძველ საცხოვ­რისს კი სამ­ზა­დი სახ­ლის ფუნ­ქ­ცია დარ­ჩე­ნია. იგი მუ­ზე­უმ­მა 1972 წელს შე­ი­ძი­ნა ახალ ხი­ბუ­ლა­ში და თბი­ლის­ში გად­მო­ი­ტა­ნა, რო­გორც ძვე­ლი მეგ­რუ­ლი საცხოვ­რი­სის ტი­პობ­რი­ვი ნი­მუ­ში.

fb

ფოტო: ახალგაზრდა ეთნოლოგი სოფო სარიშვილი ახალი ხიბულის სამზად სახლში, დიასახლისის როლში

სა­ჯა­ლა­ბო სახ­ლი ახალი ხი­ბუ­ლიდან

სახ­ლი, რო­გორც ვთქვით, ად­რე სა­ჯა­ლა­ბო იყო, შემ­დეგ კი მის­თ­ვის სამ­ზა­დი სახ­ლის "ფუნ­ქ­ცი­ა" და­უ­კის­რე­ბი­ათ.

სტუმ­რებს ძვე­ლე­ბურ ჩი­თის კა­ბა­სა და ქა­ლამ­ნებ­ში გა­მოწყო­ბი­ლი დი­ა­სახ­ლი­სი (რომ­ლის "როლ­საც" ეთ­ნო­ლო­გი სო­ფო სა­რიშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს) ხვდე­ბა. შუ­ა­ცეცხ­ლ­ზე ღო­მი თუხ­თუ­ხებს, კე­დელ­ზე შე­ბო­ლი­ლი სულ­გუ­ნი ჩა­მო­უ­კი­დი­ათ. მომ­დევ­ნო ეპი­ზოდ­ში სო­ფო ლო­ბი­ოს არ­ჩევს, გო­გო­ნე­ბი კი ჩონ­გურ­ზე სევ­დი­ან მეგ­რულ ნა­ნას ამ­ღე­რე­ბენ.

მოწ­ვე­ულ სტუ­მარ­თა შო­რის აღ­მოჩ­ნ­და ბა­ტო­ნი ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია. იგი ახალ ხი­ბუ­ლის სახ­ლის ძველ ბი­ნა­დარ­თა შთა­მო­მა­ვა­ლია და სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვი იყო მი­სი მღელ­ვა­რე­ბა, ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ ბავ­შ­ვო­ბის წლებ­თან შეხ­ვედ­რას რომ ახ­ლ­და.

ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი:
"
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ დამ­დო პა­ტი­ვი, დავ­ს­წ­რე­ბო­დი ამ საცხოვ­რი­სის რეს­ტავ­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის აღ­სა­ნიშ­ნავ ღო­ნის­ძი­ე­ბას. მინ­და ყვე­ლას უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა მო­ვახ­სე­ნო ჩემ­თ­ვის ესო­დენ სა­სი­ა­მოვ­ნო წუ­თე­ბის მო­ნი­ჭე­ბი­სათ­ვის. იმ წელს, რო­ცა ეს სახ­ლი თბი­ლის­ში ჩა­მო­ი­ტა­ნეს, მე თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე და მას შემ­დეგ ამ მუ­ზე­უ­მის სტუ­მა­რი არა­ერ­თ­გ­ზის ვყო­ფილ­ვარ; სა­ა­მი­სო სა­ბა­ბიც მქონ­და.

1976 წელს მუ­ზე­უ­მის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად წა­ვე­დით მე და 80-ს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ბე­ბი­ა­ჩე­მი, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად თბი­ლის­ში მყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი და პირ­ვე­ლი შვი­ლის - უჩას გაზ­რ­და­ში გვეხ­მა­რე­ბო­და მე და თა­მარს, ჩემს მე­უღ­ლეს. ბე­ბი­ამ არ იცო­და, სად მიმ­ყავ­და. რო­ცა ეზო­ში შე­ვე­დით, მკითხა, მას­პინ­ძე­ლი არ ჩანს და ეს სად მო­მიყ­ვა­ნე, ვის სახ­ლ­ში ვარ­თო. მე სიტყ­ვა ბან­ზე ავუგ­დე და ამა­სო­ბა­ში სამ­ზა­დის წინ მდგარ ოდა­სახლს გვერ­დი ავუ­ა­რეთ.

ბე­ბია უცებ გა­შეშ­და... რა­ღაც გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი სიტყ­ვე­ბი წა­მო­ი­ძა­ხა, მე­რე გა­ო­ცე­ბი­სა­გან ჯერ - დი­დუუ, ეს სად მო­მიყ­ვა­ნე, შენ შე­მო­გევ­ლოს ბე­ბი­ა­შე­ნი, რას ვი­ფიქ­რებ­დი, თუ მე ამას კი­დევ ვნა­ხავ­დიო და მი­სი ბა­გე­ე­ბი­დან ერ­თად გად­მო­იღ­ვა­რა შეცხა­დე­ბი­სა და სი­ხა­რუ­ლის ერ­თ­მა­ნეთ­ში აბურ­დუ­ლი ლოც­ვა-და­ტი­რე­ბა-მოთ­ქ­მა. მე­რე სახლს მი­უ­ახ­ლოვ­და და მის კედ­ლებს ხე­ლის­გუ­ლე­ბით ეფე­რე­ბო­და და ლა­მის ადა­მი­ა­ნი­ვით კოც­ნი­და...

დი­ახ! ეს ის სახ­ლი იყო, სა­დაც (1914 წელს) ფა­შუ ბე­ბია - ჭან­ტუ­რი­ას ქა­ლი, პა­ტარ­ძ­ლის სტა­ტუ­სით მი­იყ­ვა­ნეს და მას მე­რე მთელ­მა მის­მა ცხოვ­რე­ბამ (ლუ­კა ბა­ბუ­ას­თან ერ­თად) ამ სახ­ლ­ში გა­ი­ა­რა. აქ გა­ა­ჩი­ნეს და გა­ზარ­დეს შვი­დი შვი­ლი - მა­მა­ჩე­მი და 6 ბი­ძა-მა­მი­და, რო­მელ­თა­გან ამ­ჟა­მად მხო­ლოდ ერ­თი­ღაა ცოცხა­ლი - ცი­ა­ლა მა­მი­და. ამ სახ­ლ­ში გა­ირ­ბი­ნა მთელ­მა ჩემ­მა ბავ­შ­ვო­ბამ სო­ფელ ახალ ხი­ბუ­ლა­ში (ხო­ბის რა­ი­ო­ნი). დღეს კი ჩე­მი წი­ნაპ­რე­ბის სა­ჯა­ლა­ბო სახ­ლი, ჩი­ნე­ბუ­ლად აღ­დ­გე­ნილ-გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, სტუმ­რებს იღებ­და.

                                             ფოტო: ახალი ხიბულის სახლში ფარდაგიც მოქსოვეს…

შუ­ა­ცეცხ­ლ­ზე ახ­ლად ჩა­ზე­ლი­ლი ღო­მი ფშვი­ნავ­და და იქ­ვე მაღ­ლა ჩა­მო­კონ­წი­ა­ლე­ბუ­ლი და­საჭ­რე­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი შე­ბო­ლი­ლი მეგ­რუ­ლი სუ­ლუ­გუ­ნი თით­ქოს ცხელ ღომ­ზე მე­პა­ტი­ჟე­ბო­და.

არ ვი­ცი, სხვებს რა გან­ც­და ჰქონ­დათ, მაგ­რამ მე კი გულ­მ­კერ­დი მით­რ­თო­და და ყელ­ში ბურ­თად მობ­ჯე­ნილ ზლუ­ქუნს ძლივს ვი­კა­ვებ­დი. ეტყო­ბა, ამა­სო­ბა­ში მეც წლე­ბი მო­მე­ძალ­ნენ და სიყ­მაწ­ვი­ლეს­თან პი­რის­პირ შეყ­რამ ცო­ტა არ იყოს, წა­მახ­დი­ნა... "ვაჰ დრო­ნი, დრო­ნი, ნა­გემ­ნი მტკბა­რად, წა­რილ­ტ­ვ­ნენ, გან­ჰ­ქ­რ­ნენ სიზ­მ­რებ­რივ ჩქა­რად"... (მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი სენ­ტი­მენ­ტე­ბის გა­მო მკითხ­ველს ბო­დიშს ვუხ­დი)".

 ჟურნალი "ისტორიანი", N47, 2011 წელი

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.