11.02.2021

პროფესორი, ჯემალ რატიანი

 გენეტიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჯემალ რატიანი 1940 წელს ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში დაიბადა.

      

   ·   1958 წელს დაამთავრა პატარა ფოთის საშუალო სკოლა.

·    1963 წელს ჩაირიცხა და 1968 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი.

·    1969 წელს ჩაირიცხა საბჭოთა კავშირის ციმბირის განყოფილების მეცნიერებათა აკადემიის ციტოლოგიისა და გენეტიკის ინსტიტუტის (. ნოვოსიბირსკი) ასპირანტურაში, გენეტიკის განხრით.

·     1974 წელს დაიცვა დისერტაცია ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.

·    1976-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში ხერხემლიან ცხოველთა გენეტიკისა და ეკოლოგიის განყოფილების გამგედ.

·     2000 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია - სპეციალობით გენეტიკა.

·     2000 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.

·    ჯემალ რატიანის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ცხოველთა ბუნებრივ პოპულაციებში მიმდინარე გენეტიკური და ეკოლოგიური პროცესების ფუნდამენტალური საკითხების შესწავლა.

·  . რატიანმა შეიმუშავა ცხოველთა ჰიბრიდიზაციის გენეტიკური საფუძვლები, შეისწავლა ჰეტეროზისის გენეტიკური ბუნება და პრაქტიკული გამოყენების თავისებურებანი, სახეობის მიხედვით ცხოველთა იმუნოგენეტიკური პარამეტრები და ორგანიზმის დონეზე მათი შესაძლო კორელაცია ჯანმრთელობასა და პროდუქტულობაზე.

·  აღნიშნულ საკითხებზე მეცნიერს ადგილობრივ და საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 120-მდე ნაშრომი და მრავალი პოპულარული სტატია.

·     2006-2011 წლებში აკადემიური სტიპენდიანტი.

·   პროფესორი ჯემალ რატიანი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გენეტიკოსთა და სელექციონერთა საზოგადოების ცხოველთა გენეტიკის სექციის თავმჯდომარე.

· მიღებული აქვს სახელმწიფო მედალი მეცნიერების მიღწევების წარმოებაში დანერგვისათვის.

· 2010-2012 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის ინსტიტუტში მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად.

 ბატონი ჯემალი არის, ცნობილი ექიმის, ლევან რატიანის ბიძა (https://www.mshoblebi.ge/kaleidoskopi/17989-qmikharia-rom-levani-gahyva-babuis-mamachemis-kvalsq-vin-iyo-levan-ratianis-babua.html).

 

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.