ჩვენი
მუნიციპალიტეტის მკვიდრი მეცნიერები წარმატებით მოღვაწეობდნენ (მოღვაწეობენ) საქართველოსა
და მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებში, მათზე იწერება წიგნები, ქვეყნდება მათი ნაშრომები,
ჩვენ კი რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ნაკლებად ვიცნობთ ამ ხალხს, მათ ღვაწლს.
2012
წელს, იტალიაში, კალაბრიის უნივერსიტეტში, ევროკავშირის მეშვიდე ჩარჩო პროგრამის ფარგლებში
ერთობლივი სამეცნიერო პროექტის შესრულებასთან დაკავშირებით ხანგრძლივ სამეცნიერო მივლინებაში
ყოფნისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია
ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი,
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათ დოქტორი, პროფესორი გიორგი (ხუტა) აბურჯანია.
გიორგი
აბურჯანია დაიბადა 1951 წლის 10 მაისს ქალაქ ხობში. სწავლობდა გურიფულის რვა კლასიან
სკოლაში, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო კომაროვის სკოლაში.
1973
წელს თსუ-ის წარმატებით დამთავრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თსუ ილია ვეკუას
სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე.
იყო არაორდინარულ მოვლენათა კვლევის ლაბორატორიის გამგე. მისი კვლევის ინტერესები მოიცავდა
ელექტრომაგნიტური სტრუქტურების გენერაციის და დინამიკის აღმწერი ფიზიკური და მათემატიკური
მოდელების აგებას, თეორიულ გამოკვლევას და პრაქტიულ გამოყენებას.
გ.
აბურჯანია იყო 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის საზღვარგარეთ გამოქვეყნებული
მონოგრაფიის ავტორი; მოპოვებული ჰქონდა არაერთი
საერთაშორისო სამეცნიერო გრანტი; იყო მრავალი სამეცნიერო კონფერენციის აქტიური მონაწილე,
არაერთი სამეცნიერო კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
როგორც,
კოლეგები იხსენებენ, გიორგი აბურჯანიას საქმიანობა ყოველთვის ხასიათდებოდა დიდი გატაცებით
და ამიტომაც იწვევდა დიდ ინტერესს, მისი გამოსვლები იმდენად ემოციური იყო, რომ ადვილად
იპყრობდა მსმენელთა ნებისმიერ აუდიტორიას.
გიორგი
აბურჯანიას ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ, 2015 წელს გამოიცა წიგნი
„ცხოვრება ფიზიკით“ (რედაქტორი: ლეილა ლაშხია-აბურჯანია).
მეცნიერთან,
მეტად საინტერესო ინტერვიუ დაიბეჭდა გაზეთ „რეზონანსის“ 2005 წლის N114-ში.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.