05.10.2023

უცნობი გმირი - სამშობლოსათვის თავდადებული იასონ ფილიპია (1891-1918)

 

„ჩვენი სამშობლოს აღდგენა და წელში გამაგრება ახალ-ახალ მსხვერპლს ითხოვს. ეს მსხვერპლნი არიან სახელოვანი და უკვდავნი თვის ერის ხსოვნაში.

ერთი ამგვართაგანია პოდპოლკოვნიკი იასონ ნიკოლოზის ძე ფილიპია.

სოფელ ხეთის მცხოვრები იასონ ნიკოლოზის ძე ფილიპია, ხეთის ორკლასიან სკოლაში სწავლადამთავრებული და თვითგანვითარებული, გაიწვიეს სამხედრო სამსახურში 1915 წლის აპრილში, 21 წლისა, ჩარიცხეს უბრალო ჯარის კაცად ერთერთ ჯარის ნაწილში და გააგზავნეს შორეულ რუსეთში, ორენბურგში. სამსახურში მან მყისვე მიიქცია უფროსების ყურადღება, დანიშნეს „უჩებნი კამანდაში“, მერე ორენბურგის საპრაპორშჩიკო სკოლაში რაც იმავე წელს გაათავა.

1916 წლის იანვარს სათადარიგო პოლკში დანიშნეს რუსეთში, 6 თვის მერე გაგზავნეს დასავლეთის ფრონტზე მე-765-ე ქვეითთა ზიმნიცის პოლკის მეათე როტის უფროსად, ფრონტზე დარჩა წელიწადნახევარს და მუდამ ბრძოლაში მონაწილეობდა.

შორეულ რუსეთიდან თვის ხშირ ხშირ ბარათებში მუდამ იმას იწერებოდა „როდის ვეღირსებით იმ ნეტარს დროს როცა ჩვენს სამშობლოში აილაგმება ავაზაკ-ნაძირალთა თარეში და სწავლა-განათლებას აქცევდეს ყველა ყურადღებასო“.

1917 წლის დეკემბერს 20-ს ჩამოვიდა დროებით მაგრამ არეულობის გამო აქ დარჩა და 22-ს იანვარშივე მესამე ქართულ პოლკში ჩაეწერა. მონაწილეობდა ბოლშევიკებთან წინააღმდეგ ბრძოლაში ოფიცერთა რაზმში ქალაქ ზუგდიდში, ბოლო დროს 18 ივნის კი სხვა რაზმთან ერთად გაიგზავნა სოხუმის არეულობის ჩასაქრობლად, სადაც სოფ. ხოსტაში ქ. სოჩის ახლოს 5 ივლისს ბოლშევიკებთან ბრძოლაში გმირულად მოკლულ იქმნა.

როგორც მტრებთან მებრძოლი, იგი იყო ყოვლად უშიშარი, გულადი; იგი მუდამ ბრძოლისკენ მიისწრაფოდა, ამხანაგობაში ბევრჯერ უთქვამს „ჩემზე გასროლილ ტყვიას კბილით დავიჭირამო“.

რუსეთიდან რომ ჩამოვიდა მან არ მოისურვა სახლში გაჩერება, მყისვე ჯარში ჩაეწერა, მას სწყუროდა სამშობლოს სამსახური. უშიშარობამ და სამშობლოსათვის თავდადებულობამ მოუსპო მას ჯანსაღი ახალგაზრდა სიცოცხლე.

დიახ! იასონი იყო სულით და გულით ერთგული ჩვენი საქართველოს ნორჩი დემოკრატიული რესპუბლიკისა. მას უნდოდა ესახელებინა თავი საქართველოს მტრებთან ბრძოლაში და კიდევაც შეასრულა ნატვრა; გმირულად შესწირა თავი.

სახლში კი დარჩნენ შავებში ჩამსხდარნი მოხუცი დედმამანი, დები და ძმები, რომელთა ცრემლის ნაკადული დღესაც იღვრება: რად ღირს მათი ცხოვრება უიასონოდ, მაგრამ იმ იმედით ინუგეშებენ თავს, რომ რესპუბლიკას ესაჭიროებოდაერთგული მებრძოლი, ბევრმა უკვე შესწირეს თავი და კიდევ საჭიროა შეეწეიროს და აი მხოლოდ ესღა ანუგეშებს იასონის შავებშიცამსხდარ დედმამას.

„თეატრი და ცხოვრება“ N12, 1918 წ.

იასონ ფილიპია

ხოსტაში მტრებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული, მესამე ქართული პოლკის პორუჩიკი, იასონ ნიკოლოზის ძე ფილიპია.

გაზეთი "სახალხო საქმე" N288, 1918 .


29 ივნისს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა გადალახეს მზიმთა და დაიკავეს ადლერი. ქართველებმა მოწინააღმდეგეს მოუკლეს 200, დაატყვევეს 100, ხელთ იგდეს თოფები და ტყვია-წამალი. 2 ივლისს ქართულმა ჯარმა რუსეთის ჯარის არიერგარდს გაუმართა ბრძოლა სოჭის მისადგომებთან. რუსებმა უკან დაიხიეს ქალაქში. ქართული ჯარი დაბანაკდა სოჭიდან 10 კმ.-ზე. 5 ივლისს საქართველოს ჯარებმა დაიკავეს ხოსტა. ხოსტასთან ბრძოლის შემდეგ ქართველებმა ხელთ იგდეს 6 ზარბაზანი, 8 ტყვიამფრქვევი, 200-მდე ტყვე. დაკარგეს 9 კაცი, მათ შორის ბატალიონის მეთაური პორუჩიკი ფირცხალავა და პოდპურჩიკი იასონ ფილიპია. ხოსტის გათავისუფლებას დიდი სიხარულით შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა.

 

14.09.2023

ხატია ანთია - წარმატებული ხობელი მკვლევარი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორანტი

ხატია ანთია - ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის დოქტორანტი, DAAD-ის სტიპენდიანტი.

ხატია ანთია 2019 წლიდან არის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის, გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის დოქტორანტური, გლობალური ჯანმრთელობის მკვლევარი.

სადოქტორო კვლევა: „დასაქმების მიზნით მშობელთა დროებითი მიგრაციის გავლენა მარტოდ დარჩენილ ბავშვებზე საქართველოს რეგიონებში“. სადოქტორო სწავლისთვის

მიღებული აქვს გერმანიის გაცვლითი სამსახურის DAAD სტიპენდია დასახელებით სადოქტორო პროგრამები გერმანიაში”.

ხატია ანთიამ 2013 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. შემდეგ პროფესიული ცხოვრება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ადმინისტრირების მიმართულებას დაუკავშირა. ხატიას მიღებული აქვს არაერთი სტიპენდიასაერთაშორისო კურსებისთვის ინგლისში, ნორვეგიაში, ისრაელში და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტებში.

ბმულზე: https://www.researchgate.net/profile/Khatia-Antia

 



20.06.2023

არხის ისტორია, რომელიც ხობისწყალსა და რიონს აკავშირებდა ერთმანეთთან

 რედუტ-კალედან მდინარე რიონამდე ტვირთის გადმოტანა დიდ უხერხულობას ქმნიდა და ზედმეტ ხარჯებსაც მოითხოვდა. ამავე დროს მდ. ხობისა და რიონის აუზები სოფ. ჭალადიდთან ძალიან მცირე მანძილით არის დაშორებული ერთმანეთისგან. ჭალადიდში, რიონთან ახლოს მიედინებოდა ვიწრო, მაგრამ ღრმა მდინარე ყორათი, რომელიც ხობის შენაკადს - სანაოსნოდ გამოსადეგ ცივს უერთდებოდა.

არხის გადაყვანის იდეა 1804 წელს ჩაისახა. 1822 წელს რიონისა და ცივის დამაკავშირებელი არხი ახალი დასრულებული იყო. ამ არხით ხობისწყალი დაუკავშირდა რიონს.

საკუთრივ ცივის არხი ანუ „რუსული არხი“ 600 მეტრის სიგრძის იყო. იგი იწყებოდა ჭალადიდის უბან საბაჟოში და უერთდებოდა ყორათს. ცივის არხმა თავისი მნიშვნელობა 1860 წელს დაკარგა, როდესაც ფოთში ნავსადგური გაიხსნა. 1872 წელს ეს არხი რკინიგზამ გადაკვეთა და ნაოსნობაც შეწყდა.
მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ჭალადიდში არხი მიწით ამოავსეს, ხოლო მდ. ყორათი 1927 წელს ხობიდან ცივისწყლამდე ახალგაყვანილმა დიდმა არხმა შეიერთა და ამ მდინარემ არსებობა შეწყვიტა.
თამაზ ბერაძე - ზღვაოსნობა ძველ საქართველოში

ჭალადიდში წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის აშენების ისტორია

 ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი გაიხსნა. ამ სოფელში ტაძარი ათეული წლების მანძილზე არ ყოფილა.როგორც ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი, ადრე სოფელში სამი ეკლესია მოქმედებდა, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაინგრა და ნანგრევებზე სოფლის დაწყებითი სკოლა ააგეს.2003 წლის 1 ივნისს ნინოობის დღესასწაულზე ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსის მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევით, სოფელ ჭალადიდის ცენტრში წმინდა ნინოს ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. მშენებლობას, ასევე სათავეში ჩაუდგნენ მღვდლები თევდორე ბასილაია და გიორგი გენძეხაძე. ორ წელიწადში საეკლესიო კომპლექსმა დასრულებული სახე მიიღო, რაც ამ სოფლის მკვიდრი და-ძმის ბარბარე და ზოსიმე ხუაძეების ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი...

„საქართველოს რესპუბლიკა“ 2005 წ.

06.06.2023

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი როზა ბუკია

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი როზა ბუკია.

ქალბატონი როზა დაიბადა სოფელ ქარიატაში. ქარიატის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2008 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ხმელეთის ლოკოკინას სტატოცისტის სტრუქტურული ორგანიზაცია ნორმაში და ცვალებადი წონადობის პირობებში (უწონადობა და ზეწონადობა)“.

არის სამეცნიერო ნაშრომების, პუბლიკაციების ავტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი.

 რუსთაველის ფონდის საგრანტო პროექტის „საქართველოში გავრცელებული რამდენიმე სახეობის ხმელეთის მუცელფეხიანი მოლუსკების სტატოცისტის ინერციული მასის კვლევა ცხოველის ზრდის და განვითარების პროცესში“ - სამეცნიერო ხელმძღვანელი.

სამეცნიერო პუბლიკაციები

Morphological Peculiarities Statoconia in Statocysts of Terrestrial Pulmonary Snail Helix Lucorum
GI Gorgiladze, RD Bukia, MT Davitashvili, AD Taktakishvili, NS Gelashvili, ...
Bulletin of experimental biology and medicine 149, 269-272  
Light microscopy of statocyst cell elements from Helix lucorum (space experiment aboard the orbital station" MIR")
GI Gorgiladze, RD Bukiia, EL Kalandarishvili, AD Taktakishvili, ...
Aviakosmicheskaia i Ekologicheskaia Meditsina= Aerospace and Environmental …  
Postnatal neurogenesis and regenerative capabilities of the central nervous system (review)
EL Kalandarishvili, RD Bukiia, AD Taktakishvili, GV Chichinadze, ...
Georgian Medical News, 67-72  
Plasticity of stastocyst inertial mass in terraneous gastropods helix lucorum and pomatias rivulare in altering gravitational field (microgravity, hypergravity)
GI Gorgiladze, RD Bukiia, ÉL Kalandarishvili, EV Korotkova, ...
Aviakosmicheskaia i Ekologicheskaia Meditsina= Aerospace and Environmental …  
ULTRASTRUCTURAL ORGANIZATION OF CELLULAR ELEMENTS AND INTERCELLULAR CONNECTIONS IN STATOCYSTS OF TERRESTRIAL PULMONARY SNAIL H. LUCORUM
G Gorgiladze, R Bukia, E Kalandarishvili, A Taktakishvili, N Gelashvili, ...
Georgian Medical News, 95-101  
LIGHT AND ELECTRON MICROSCOPY OF CELLULAR ELEMENTS IN STATOCYSTS OF TERRESTRIAL PULMONARY SNAIL HELIX LUCORUM
G Gorgiladze, R Bukia, A Taktakishvili, E Kalandarishvili, N Gelashvili, ...
Georgian Medical News, 70-77  
Administration of Saperavi flavonoids (SF) to the rats reduces the number and duration of behavioral seizures: involvement of the brain NO system in antyseizure effects of SF
N Doreulee, M Qurasbediani, B Chkhartishvili, M Chikovani, R Bukia, ...  
Study of the inertial Mass in the Statocysts of the terrestrial Gastropods distributed in Georgia
M Qurasbediani, G Gorgiladze, E Kalandarishvili, A Taktakishvili, ...  
A comparison of the effects of Saperavi flavonoids, Quercetin and NOS-blockers on kainite rat-model of epilepsy
B Chkhartishvili, M Kurasbediani, R Bukia, M Alania, E Mitaishvili, ...  
 

ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, პროფესორი ლაშა-გიორგი კუტალია

 ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, პროფესორი ლაშა-გიორგი კუტალია

1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1999 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე "ბრალის ნორმატივისტული მოდელი (დოგმატურ-სისტემატიკური თავისებურებანი)"
სამეცნიერო პედაგოგიურ საქმიანობას იწყებს 1999 წლიდან. 2007 წლის ჩათვლით სამეცნიერო კვლევას აწარმოებს ავსტრიაში, ვენის და გფრ-ის ბერლინის ჰულმბოლდტის , იულიუს მაქსიმილიანის სახელობის და რაინის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის ბონის უნივერსიტეტებში.
გამოქვეყნებული აქვს შრომები ძირითადად გერმანულ ენაზე: 2 მონოგრაფია, მათ შორის ელექტრონული წიგნი და სამეცნიერო სტატიები. ამჟამად აწარმოებს სამეცნიერო კვლევით მუშაობას სისხლის სამართლისა და სამედიცინო სამართლის ურთიერთმიმართებით.
არის ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული იურიდიული ლექსიკონების რეცენზენტი.
მშობლიური ენის გარდა ფლობს რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, რუმინულ, ფრანგულ, ესპანურ ენებს.

05.06.2023

თინათინ ბუკია - ქიმიის დოქტორი

 თინათინ ბუკია დაიბადა ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში. სწავლობდა პირველი მაისის საშუალო სკოლაში. 2016 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

თინათინი ლექციებს კითხულობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კიბერნეტიკის ინსტიტუტში.

თინათინი სასწავლო სტაჟირებით იმყოფებოდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა (ამერიკა) და საარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია).

„ვარ ქიმიის დოქტორი. 2015 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე ვმუშაობ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში ლაბორატორიის ინსტრუქტორ-მენეჯერად. 2011 წლიდან დღემდე ვარ თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებულ ალიციკლურ ნაერთა სინთეზისა და კვლევის განყოფილების მეცნიერთანამშომელი.  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ორჯერ ვიმყოფებოდი გერმანიაში, კერძოდ, სააბრუკენში, ზაარლანდის უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობა მივიღე და დავეუფლე მულტიკომპონენტური რეაქციით დიპეპტიდების სინთეზსა და კვლევას. მოპოვებული მაქვს ერთი სადოქტორო და ერთი ახალგაზრდა მეცნიერის გრანტი საქართველოში.  ორ მიმდინარე ფუნდამენტურ გრანტში ვარ კოორდინატორის და ძრითადი შემსრულებლის პოზიციაზე. 2015 წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) ფინანსური მხარდაჭერით ვიმყოფებოდი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში  სტაჟირებაზე.

ჩემს სამეცნიერო ინტერესს წარმოადგენს  ორგანულ ნაერთთა, კერძოდ, დიპეპტიდების, ადამანტანის შემცველი ამიდების, იმინების, ბენზიმიდაზოლების და ინდოლშემცველი ნაერთების სინთეზი და კვლევა“. 

  პროექტები და გრანტები

ბიოლოგიურად აქტიური N-ადამანტილ-, Nადამანტოილ-ამინობენზოლისა და 2-, 5(6)- ადამანტილბენზიმიდაზოლის ახალი წარმოებულები: სინთეზი, გარდაქმნები და კვლევა.

დონორი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

წამყვანი ორგანიზაცია: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

უგის რეაქციით ბიოლოგიურად აქტიური ინდოლის და ადამანტანის შემცველი ახალი დიპეპტიდების სინთეზი და კვლევა№YS-2016-71 პოზიცია: ხელმძღვანელი;

 დონორი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

 წამყვანი ორგანიზაცია: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

 

ახალი მიდგომები ლინალოოლის, ნეროლის და გერანიოლის სინთეზში (FG -211868/16);

 პოზიცია: კოორდინატორი დონორი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

 წამყვანი ორგანიზაცია: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

ადამანტანშემცველი ზოგიერთი ახალი ბენზიმიდაზოლების სინთეზი და კვლევა. DO/108/6-420/13;

პოზიცია: დოქტორანტის გრანტი დონორი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

 წამყვანი ორგანიზაცია: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

უგის რეაქციის საფუძველზე ბიოლოგიურად აქტიური ადამანტანშემცველი ახალი დიპეპტიდების სინთეზი და კვლევა YS/33/6-420/12;

 პოზიცია: ახალგაზრდა მეცნიერი,ახალგაზრდა მეცნიერის გრანტი უცხოეთში;

 დონორი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

 წამყვანი ორგანიზაცია: საარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია.

 

ბიოლოგიურად აქტიური ადამანტანის ფრაგმენტის შემცველი ახალი პეპტიდების სინთეზი Ugi-ის რეაქციის საფუძველზე, YS/60/6-420/11;

 პოზიცია: ახალგაზრდა მეცნიერი,ახალგაზრდა მეცნიერის გრანტი უცხოეთში;

 დონორი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

 წამყვანი ორგანიზაცია: საარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია.

 

ბიოლოგიურად აქტიური 2-, 5(6)-ადამანტილ- და 5(6)-ადამანტოქსიბენზიმიდაზოლის ახალი წარმოებულები: სინთეზი და კვლევა. GNSF/STO8/4-413;

 პოზიცია: დამხმარე დონორი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

 წამყვანი ორგანიზაცია: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

 

კონფერენციები, სიმპოზიუმები

 

Ø   2019-05-31 - Nikoloz Shurgaia, Davit Zurabishvili, Tinatin Bukia, Ana Goletiani, Medea Lomidze,  Shota Samsoniya, Synthesis and Some of Transformation 2(1-Adamantyl)-1HBenzimidazole, Acsgsc-2019, Tbilisi, 31-May, pp. 53

Ø   2019-05-31 - Veronica Coen, Davit Zurabishvili, Tinatin Bukia, Ana Goletiani, Marina Trapaidze, Medea Lomidze, Shota Samsoniya. Synthesis Some of 5(6)-Nitro-2-(1-Amadamntylmethyl)-1HBenzimidazole and its Derivatives, Acsgsc-2019, Tbilisi, 31-May, pp. 60

Ø   2014-08-18 - Zurabishvili D., Bukia T., lomidze M., Kazmaier U., Samsoniya S. ,, SYNTHESIS SOME OF BIOACTIVE ADAMANTANE FRAGMENT CONTAINING NEW DIPEPTIDES VIA UGI REACTION, 4th International Conference of Young Scientists “Chemistry Today – 2014” Yerevan, Armenia

Ø   2012-06-17 - D. Zurabishvili, T. Bukia, M. Lomidze, I. Gogolashvili, M. Trapaidze, Sh. Samsoniya ,,Synthesis of the Adamantylbenzimidazole Derivatives7th Eurasian Meeting on Heterocyclic Chemistry Chemistry, 17-21 June, Instanbul, 2012

Ø   2012-04-12 - U. Kazmaier*, T. J. Bukia, D. S. Zurabishvili1, Sh. A. Samsoniya, Synthesis some of dipeptydes on the base of isocyanides via ugi reaction Second international conference of young chemists ,,ICYC-2012’’12 April, 2012

Ø   2011-09-25 - D. S. Zurabishvili, T. J. Bukia, M.O.Lomidze, M. V.Trapaidze, E. Elizbarashvili, U. Kazmaier, Sh. A. Samsoniya .SYNTHESIS AND PROPERTIES OF NEW 5(6)-AMINO-2- (1- ADAMANTYL) BENZIMIDAZOLE DERIVATIVES . 2-nd International Conference on Organic Chemistry: "

Ø   2018-04-15 - V. Tsitsishvili, I. Ivanova*, Ts. Ramishvili, T. Bukia, G. Kurtsikidze ,, GC-MS STUDY OF CATALYTIC CONVERSION OF TERPENE ALCOHOLS ON MICRO-MESOPOROUS ZEOLITES’’ XI International Mass Spectrometry Conference on Petrochemistry, Environmental and Food chemis

Ø   2018-11-16 - Tekla Tevzadze, Tinatin Bukia, Shota Samsoniya ,, Synthesis of new adamantane and indole containing dipeptides via UGI reaction’’International Conference of Students and Young Scientists “CHEMISTRY TODAY AND IN FUTURE” ICSYS-2018

Ø   2018-05-18 - D. Zurabishvili, T. Bukia, M. Lomidze, I. Gogolashvili, T. Tabatadze, A. Vanishvili, Sh. Samsoniya ,, Synthesis and Some Transformation of 5(6)-Nitro-[2-(3-Acetylaminoadamantyl-1)]- 1hBenzimidazole’’International Mini-Symposium “BIOACTIVE COMPOUNDS, A

Ø   2019-05-31 - Nino Mamasakhlisi, Tinatin Bukia, Synthesis and Some Transformations of Adamantane-1-Carboxylic Acid Derivatives, Acsgsc-2019

Ø   2019-05-31 - Ani Chakhrakia, Tinatin Bukia, Shota Samsoniya, Synthesis and Application of Amino-1-Adamantane Containing Dipeptides via Multicomponent Reaction. Acsgsc-2019, Tbilisi

Ø   2019-05-31 - Giorgi Meshvildishvili, Davit Zurabishvili, Tinatin Bukia, Ana Goletian, Iveri Gogolashvili, Shota Samsoniya. Synthesis of 5(6)-Nitro-[2-(3-Acetamido-Adamantyl-1)]-1HBenzimidazole Derivatives. Acsgsc-2019

Ø   2012-08-06 - T. Bukia. ,,Synthesis some of bioactive adamantane fragment containing new peptides via Ugi-reaction’’Georgian-German School and Workshop in basec Science. Tbilisi Workshop

Ø   2014-09-25 - Sh. Samsoniya, D. Zurabishvili, T. Bukia, M. Lomidze, I. Gogolashvili, G.Buzaladze, E. Elizbarashvili, U. Kazmaier. SYNTHESIS AND STUDIES OF SOME ADAMANTANE CONTAINING BENZYLIDENES, BENZIMIDAZOLES AND DIPEPTIDES, 3-rd International Conference on Organic C

Ø   2014-09-20 - Sh. Samsoniya, D. Zurabishvili, T. Bukia, M. Lomidze, M. Trapaidze, E. Elizbarashvili, U. Kazmaier. ,,Benzimidazoles: synthesis, biological activity and perspectives of their application’’ 8-th EURASIAN MEETING ON HETEROCYCLIC CHEMISTRY (EAMHC-2014)

Ø   2012-04-23 - U. Kazmaier*, T. J. Bukia, D. S. Zurabishvili1, Sh. A. SamsoniyaSynthesis some of bioactive adamantine fragment containing new peptides via ugi reactionII Всероссийская научная конференция с международным участием «Успехи синтеза и комплексообраз

Ø   2012-04-08 - T. J.Bukia, M. O. Lomidze, G. Buzaladze, D. S. Zurabishvili, E.N. Elizbarashvili,Sh. A. Samsoniya. The NMR research some of 2-(1-adamantyl)benzimidazoles. Second international conference of young chemists ,,ICYC-2012

Ø   2011-02-26 - Т.Дж.Букия, Д.С. Зурабишвили, Э.Н.Элизбарашвили, Ш.А. Самсония syntheses and bio-skreening some of 2(1-adamantyi)benzimidazoles Republic Conference of Young Scientist ”Chemistry Today-2011

Ø   2009-10-16 - Bukia T., Lomidze M., Gogolashvili I., Zurabishvili D., Samsonia Sh. Benzimidazoles: Synthesis,properties. ”Symposium On Organic Chemistry”. Technical University of Georgia.Sighnaghi. 16 October, 2009

Ø   2011-09-25 - T. Bukia, S. Tkemaladze, N. Samsonia, M. Trapaidze, D. Zurabishvili. THE AROMATIC ALDEHYDES CONDENSATION WITH N-(1-ADAMANTOYL-AMINO)-2-AMINOBENZENES AND THEIR SOME TRANSFORMATION. 2-nd International Conference on Organic Chemistry: "Advances in Heterocyc

Ø   2016-01-26 - D. Zurabishvili , M. Lomidze, I. Gogolashvili , M. Trapaidze, T. Bukia , M. Soselia , Sh. Samsoniya ,,Synthesis of new derivatives of 5(6)-acyl-2-(1-adamantyl)benzimidazoles and 5(6)-(1- adamantyl)-2-aminophenylbenzimidazoles’’ ENS-2016

Ø   2015-02-02 - Davit Zurabishvili, Medea Lomidze, Ivane Gogolashvili, Tinatin Bukia, Marina Soselia, Marina Trapaidze, Shota Samsoniya,, Synthesis some of 5(6)-(1-adamantyl)-2- amino(aminomethyl)benzimidazoles, 5(6)-amino-, alk(aryl)oxy-2-(1-adamantyl)benzimidazoles’’Thi.

 

                               

 

გამოქვეყნებული ნაშრომები

1. Tinatin Bukia, Tekle Tevzadze, Jimsher Maisuradze, Shota Samsoniya ,,Synthesis Of N-Methyl1h-Indole And Adamantane Fragment Containing Derivatives Via UGI-4CR’’ RJPBCS, 2019 10(1) Page No. 1032 Impact Factor 0.35

2. Tinatini Bukia, Tekla Tevzadze, Ana Chakhrakia, Nino Mamasakhlisi, Shota Samsoniya. ,, Synthesis of Indole and Adamantane Containing some Dipeptides via Isocyanide Based Multicomponent Reaction (IMCR). Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, vol. 13, no. 2, 2019

3. Ts. Ramishvili, V.Tsirsishvili, I. Ivanova, N.Kokiashvili, T. Bukia, G. Kurtaikidze ,,Synergic Actions of BEA-Type Zeolites and Ultrasonic Irradiation in Conversion of Geraniol’’ Asian Journal of Chemistry, 2019, 31(2):438-444, DOI: 10.14233/ajchem.2019.21670 Impact factor: 3.698

 4. Ts. Ramishvili*, V. Tsitsishvili1 , I. Ivanova 2 , T. Bukia3 , G. Kurtsikidze4 and N. Kokiashvili5 ,,Catalytic conversion of geraniol on micro- and micro-mesoporous beta-type zeolite’’ Recent Scientific Research. 2018. v.9, issue 3 (K), pp. 25454-25460; Impact Factor 7.383

5. V. Tsitsishvili*, Ts. Ramishvili**, I. Ivanova§ , I. Dobryakova§ , T. Bukia# , N. Kokiashviliө , Formation of long-chain and macrocyclic compounds during catalytic conversion of geraniol on micro-and micro-mesoporous BEA-type zeolite, Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 2018, 12(3):62-69

6. V. Tsitsishvili*,I. Ivanova**, Ts. Ramishvili* , N. Kokiashvili§ , T. Bukia# , I. Dobryakova** , G. Kurtsikidzeq ,,Catalytic conversion of linalool on micro-mesoporous BEA-type zeolite’’, 2017, Bulletin of the Georgian National Academy of Sciences 11(3):80-87

7. D. Zurabishvili, T. Bukia, M. Lomidze, M. Trapaidze, E. Elizbarashvili, Sh. Samsoniya, T. Doroshenko, U. Kazmaier ,,Preparation of 2-(1-adamantyl)-1H-benzimidazole and novel derivatives thereof’’ Chem. Heterocyclic. Compd. 2015,51(2), 139-145 Impact Factor: 1.492

 8. Shota Samsoniya, Davit Zurabishvili, Tinatin Bukia, Giorgi Buzaladze, Medea Lomidze, Elizbar Elizbarashvili, Uli Kazmaier ,, Synthesis of some Derivatives of N-(1-Adamantyl)- CarbonylN’-Benzyliden-o-Phenylendiamine’’ Bull. Georg. Natl. Acad. Sci., vol. 8, no. 1, 2014, p. 78-84

9. Sh. Samsoniya, U. Kazmaier, T. Bukia, D. Zurabishvili, M. Lomidze, Synthesis of Some Adamantane Fragment Containing New Dipeptides Via Ugi Reacti.