13.04.2023

ალექსი ადამია

 ალექსი ადამია დაიბადა ახალ ხიბულაში (18.. წ.). სწავლობდა სასულიერო სასწავლებელში. მსახურობდა ილორის ეკლესიაში.

ფოტოზე მარცხნიდან პირველი ალექსი ადამია, ჯუგუ ადამია, მინადორა ხულორდავა.

ალექსი ადამია იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

ალექსის ჰყავდა მეუღლე - ხულორდავა მინადორა და ხუთი შვილი: დიმიტრი, შალვა, ზინაიდა, თომა და ჯუგუ (ესტატე). 1941-1945 წლებში ომში გაიწვიეს ოთხივე ძმა, აქიდან თომა, რომელიც იყო ძველი ხიბულის სკოლის დირექტორი და მასწავლებელი და ჯუგუ (ესტატე) საჯიჯაოს ჩაის ფაბრიკის ტექნოლოგი უგზოუკვლოდ დაიკარგნენ.

მაია დადიანის პირადი მკერავი - ქრისტინე ბარძემიშვილი

 ქრისტინე კიტია-ბარძემიშვილი (დაიბადა ახალ ხიბულაში 1886 წელს; გარდაიცვალა 1971 წ.)

მაია დადიანის პირადი მკერავი.
პაატა ქურდოვანიძის კომენტარი: "ქალბატონი ქრისტინა კიტია პატარაობიდანვე მაია დადიანის მეთვალყურეობით იზრდებოდა. შემდგომში მაიამ ის, მისსავე ოჯახში, აღზრდილ გიგიშა ბარძემიშვილზე დააქორწინა. თქმა არ უნდა არც მზითევი დაუკლია და ახალგაზრდები სასახლის ახლოსაც დაასახლა. როგორც უფროსი თაობისგან მსმენია გიგიშასა და ქრისტინეს ნებადაურთველათ დადიანების ხიბულის სასახლეში არაფერი გადაწყდებოდა. 1971 წელს მე პირადად მოვინახულე უკვე ასაკში მყოფი ქნი ქრისტინე, ვესაუბრე კიდეც, მაგრამ მას უკვე მახსოვრობის პრობლემები ჰქონდა... ასე რომ ქნი ქრისტინე მაია დადიანს შვილივით ჰყავდა აღზრდილი და მანაც სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა აღმზრდელ ოჯახს. რაც შეეხება ,,მკერავის,, სტატუსს _ ასე მსმენია რომ მაია დადიანი არაფერს გაიკარებდა საკერავი მანქანით შექმნილსო. მხოლოდ ხელით ნაკერს თუ ჩაიცვამდაო. ეტყობა ქრისტინეს მარჯვედ ეხერხებოდა ხელსაქმე და რა გასაკვირია რომ აღმზრდელი ქალბატონისთვის შეეკერა ესა თუ ის ნივთი. იმ წლებში მოსახლეობა ხომ, ძირითადად, ოჯახში შეკერილი ტანსაცმლით იმოსებოდა".

ვალიდა ნანეიშვილი - 50 წელი მკითხველის სამსახურში

 რესპუბლიკის დამსახურებული ბიბლიოთეკარი ვალიდა იონას ასული ნანეიშვილი (1925 წლის 25 ივლისი - 2002 18 ოქტომბერი) დაიბადა 1925 წელს სოფელ საჯიჯაოში. მშობლები ადრე გარდაეცვალა და ზრდიდა ბებია. 1932 წელს  შეიყვანეს საჯიჯაოს რვაწლიანი სკოლაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1943 წელს.. სწავლის გაგრძელების მიზნით ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ ოჯახური პირობების გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო.

1947 წელს მუშაობა დაიწყო სოფელ საჯიჯაოს ბიბლიოთეკაში, სადაც ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობდა 1997 წლამდე. ქალბატონმა ვალიდამ საბიბლიოთეკო სფეროში იმუშავა 50 წელი.

ვალიდა ნანეიშვილი დაჯილდოებული იყო არაერთი ჯილდოთი, მათ შორის: 1989 წელს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული ბიბლიოთეკარის წოდება.

12.04.2023

კოლხეთის ათვისების მუზეუმი

ხობის (კოლხიდის) ეთნოგრაფიული მუზეუმი (1971 წელი).



პლაკატი - კოლხეთის მუზეუმი

 პლაკატი სიმბოლურია - კოლხეთის დაბლობის ამოშრობისა და ათვისების ისტორიის მუზეუმი.


1983 წელი.

"ნამარანუ" ხიბულაში

 "ნამარანუ" ხიბულაში

1933 წლის გაზეთ "კომუნისტში" ვკითხულობთ: ხობის რაიონის სოფელ ხიბულის კოლმეურნეობის - "ნამარანუ" თავმჯდომარე აღმოჩნდა ინდივიდუალური მეურნე გლეხი ბასილაია.
პაატა ცხადაიას "სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანის" მიხედვით სოფელ გაშფერდის ( ხობის რაიონი) საბასილაიოს უბანში მდებარეობდა სახნავი, რომელსაც ერქვა "ნამარანი".
საინტერესოა ამ ადგილს რატომ ეწოდა "ნამარანი"? მარანი ქონდათ თუ ვენახი იყო გაშენებული?!


მარინა გოლავას სტატია - ქორწილი სამეგრელოში

 ზუბის საშუალო სკოლის (ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა) ისტორიის მასწავლებლის მარინა გოლავას წერილი მეგრული ქორწილის ტრადიციაზე.

ზუბის საშუალო სკოლის მოსწავლეები ყოველთვის გამოირჩეოდნენ საქართველოს ისტორიის სიყვარულით, რაც სწორედ მარინა მასწავლებლის დიდი დამსახურებაა.

გაზეთი "სამეგრელო", 2001 წელი.