გურიფულის სამრევლო სკოლისთვის ხობის სკოლის ზედამხედველ მასწავლებელს ვლადიმერ გაგუას საკლასო დაფა შეუწირავს.
"ივერია" N60, 1900 წ.
გურიფულის სამრევლო სკოლისთვის ხობის სკოლის ზედამხედველ მასწავლებელს ვლადიმერ გაგუას საკლასო დაფა შეუწირავს.
"ივერია" N60, 1900 წ.
რამდენიმე წლის წინად აქ გაშლილი მინდორი ეგდო. აქა-იქ მხოლოდ ეკლის ბუჩქები მოსჩანდა და ამ ბუჩქებში ათასი მიმართულებით მიდიოდა საცალფეხო გზა. გზის გადაღმა ბალახ-ბულახსა და ბუჩქებში კურდღლები კვნეტდნენ კვირტებს და უშიშრად აცმაცუნებდენ ტუჩებს.
გამოხდა ხანი. აქამდე ამოატანა სენაკში _ დაგებულმა
რკინის გზის ლიანდაგმა. ლიანდაგს ჩამოჰყვა მაატრებელი, ხოლო მატარებელს კიპირველი მგზავრები.
ორთქლმავალმა პირველად დაიკივლა ამ ველზე. მისი ხმა
გაიშალა - ხეობას გაჰყვა, ბარს გადაეფინა და სადღაც მიწვა.
თითქოს ამ მატარებლისა და მგზავრების შესახვედრად გამოექანენ
ახლო მთის კალთაში, ან ბარის სოფლის სიმწვანეში მიმოფანტული სახლები.
კურდღლები დაფრთხენ, ისინი შორს, დაიკარგენ, სადღაც...
აქ აშენდა: აღმასკომი, სამანქანო-სატრაქტორო სადგური, ფოსტა, ადგილობრივი მეურნეობის
ტრესტი, კოოპერატივი, სასადილო, რკინისგზელთა საცხოვრებელი სახლები, აბანო, საპნის
ქარხანა .
ამისათვის იბრძოდა ორი დაუღალავი ენტუზიასტი: რაიკომის
მდივანი ამხ. გ. ფირცხალაიშვილი და რაიაღმასკომის თავმჯდომარე ამხ. ტ. აბრამია.
ამრიგად ამ ველზე გაჩნდა სადგური ნოჯიხევი. ის აშკარად
ეჯიბრება პირდაპირ, ხობიწყლის გაღმა ნაპირზე გაშენებულ ძველ დაბას—ხობს.
მომავალში განზრახულია ძველი დაბის გადმოტანა ნოჯიხევის
სადგურზე. მართლაც ნოჯიხევს დიდი უპირატესოა აქვს წაართვას პირველობა ხობს, ვინაიდან
სადგური მშვენიერ ადგილას მდებარეობს. აქედან ზღვამდე ორმოცი კილომეტრის მანძილზე.
ხელის გულზეა გაშლილი მთელი კოლხეთის დაბლობი.
სწორედ ამ რამდენიმე წლის წინად, პირველ მატარებელს
ჩამოჰყვა უცხო ხალხი.
ისი მოდიოდენ რაღაც უცნაური ხელსაწყოებით და ყუთებით
დატვირთულები. ბაკანიდან დაბლობისაკენ გადაუხვიეს და მაღალყელიანი ჩექმებით შესტოპეს
ჭაობში...
ესენი იყვნენ „კოლხიდმშენის" მიერ კოლხეთის ჭაობების
დასაშრობად გამოგზავნილი საბჭოთა ინჟენერები, მიწისმზომელები და ტექნიკოსები.
ეს უცხო სტუმრები აედევნენ ხობიწყლის მარცხენა ნაპირს.
ისინი სინჯავდნენ ნიადაგს ზღვის დონიდან, ზომავდენ ჭაობის სივრცეს, გზადაგზა ასობდენ
პალოებს რაღაც ციფრების წარწერით, წინ იშვერდენ ხელებს, მიარღვევდენ ტალახს, ლაქაშებით
დაფარულ ჭაობს, ღობეებს, სჭრიდენ კოლინდრით დაფარულ ლამაზ ეზოებს და მიემართებოდენ
შავი ზღვისაკენ, ძველის-ძველი ქალაქ ყულევისაკენ, სადაც მდინარე ხობიწყალი ერთვის შავ
ზღვას. სოფლელები გაოცებული შესცქეროდენ უცხო სტუმრებს. ინჟენერების განმარტებას, რომ
ერთი წლის შემდეგ აქედან მდინარის ნაპირას გასწვრივ უნდა გაწოლილიყო საჟენ ნახევრიანი,
ზოგან კიდევ უფრო მეტი სიმაღლის დამბა, რომელიც ხობისა და რიონის ნაპირებიდან გადმოხეთქილ
წყალს არ ააოხრებინებდა ნათესებსა და მოსახლეობას — ურწმუნოდ და ხელჩაქნევით ხვდებოდენ
ზოგიერთები, არ სჯეროდათ ეს სასწაული.
სად გაგონილა ბ-ნო ამხელა სივრცეზე დამბის გაყვანა,
ვინ ამთხრის ამდენ მიწას?!. ამას მთელი დუნიაც რომ ჩამორეკონ აქ, ისიც არ ეყოფა, —
გაიძახოდენ ზოგიერთები.
არაფერი სჯეროდათ ამ „ზღაპრის“... მხოლოდ იმაზე სწუხდენ,
რომ ღობე-გაურღვიეს და კოლინდარი გადაუჯეკნეს ფეხთ...
ერთ დღეს ნოჯიხევის სადგურზე გადმოტვირთეს მანქანის
ნაწილები, ავტოები, რკინის ნიჩბები, წერაქვები და ხე-ტყის სააღმშენებლო მასალა...
გაზეთი "დროშა" 1933 წ.
ფოთი. ს. ჭალადიდში (საქორქიო) 2 მარტს, ღამით, ვიღაც ბოროტ-მომქმედები თავს დასხმიან მედუქნე არჩილ წულაიას, ხანჯლით თავი მოუჭრიათ და მუცელი გაუჭრიათ. ეს საზიზღარი მკვლელობა ხალხმა 3 მარტს დილით გაიგო.
დილითვე ჩამოვიდა სენაკიდან ამ საქმის გამო ბოქაული. მან შეკრიბა ხალხი და დილიდან-საღამომდის დატუსაღებული ყავდა. ის სთხოვდა ხალხს ბოროტ-მომქმედთა გაცემას. ამ საქმის გამო ეჭვით დააპატიმრეს ოთხი კაცი. როგორც ამბობენ ეს მხეცური მკვლელობა კერძო ნიადაგზე მომხდარა. ბოროტ მომქმედთ მოკლულ წულაიას დუქნიდან არა წაუღიათრა. მესამე დღეა, რაც სახადმა ხელახლა იჩინა თავი.
"ახალი სხივი" N32, 1910 წ.
ხობი (სამეგრელო), გასულ წელს, აქაურ ორკლასიან სკოლის ზედამხედველმა ბ-ნმა გაგუამ შეიტანა თხოვნა კავკასიის ფრინველთ მომშენებელ საზოგადოებაში და ითხოვა ხობში დაეარსებინათ ამ საზოგადოების განყოფილება. შეჰყარეს ხობში საზოგადოება, შეიქმნა რჩევა-ლაპარაკი და ბ-ნ ნ. მკურნალის დასწრებით საზოგადოებამ თანხმობა გამოაცხადა: ყოველ ღონისძიებას მივიღებთ ამ საქმის განსახორციელებლადო. იქვე ამოირჩიეს თავმჯდომარე, მისი ამხანაგი, მდივანი და წევრები. ამით საქმე გათავდა.
1928 წლიდან ხობის რაიონის სოფლებში ხარ-კამეჩების ტრაქტორებით ჩანაცვლების პროცესი დაიწყო. „რკინის ხარი“ ანუ „რკინაშ ხოჯი“ ასე უწოდებდნენ სამეგრელოში ‘ფორდზონის“ მარკის პირველ ტრაქტორებს. ამ თემას ეხმიანება ცნობილი მეგრული სიმღერის ტექსტი - „რკინაშ ხოჯი სი ვაგოკო ჭა დო ფურჩა, სკან რკინაშ ბარბალეფს ჯიმალობას ელუოფუჩა...“.
პირველი ტრაქტორი სოფელ ბიაში ვლადიმერ იოსავას და იპოლიტე შონიას შემოუგრუხუნებიათ. ახალგაზრდა ტრაქტორისტები სიამაყით გასცქეროდნენ ტრაქტორის კაბინიდან თანასოფლელებს.ხობის (ზუგდ. მაზრა) მონასტრის დახურვა რამდენიმეჯერ სცადეს, მაგრამ ამაოდ. ამან მთელი ხალხი წინააღმდეგობა გამოიწვია. ბოლოს, 19 აპრილს, ხობში ჩამოვიდა: მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე როგავა ორმოცდაათი მილიციონერით. მთელი საზოგადოება მონასტრის გალავანში შეიკრიბა იმ გადაწყვეტილებით, რომ მონასტერი ნებით არ დაენებებია. წინმძღვარს ხალხმა გასღები ჩამოართვა და კეძო პირს მიაბარა.
ქარიატა, ქარიატა,
ღამეა და ქარია და...
ეს სათუთი თუთარჩელა
დარჩეს ჩვენთან, თუ დარჩება
ქარიატა, ქარია და
ფიცრულ სახლში ქარი ატანს,
მიწა ზეცის ოდენაა,
ზედ მეგრული ოდებია,
ზეცა მიწის ოდენია,
ზედ ვარსკვლავებს მოდენიან,
და ეზოებს გოგონები
ნიავივით მოსდებიან.
ქარიატა, ქარიატა,
ღამეა და ქარია და
გასათხოვარს გაულაღდი,
ფრთხილად იყავ ქმარიანთან.
ჟურნალი „ჭოროხი“
1972 წ.