ხეთის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის 1959-1960 წლების გამოშვება. ფოტოზე ასევე ასახულია ტექნიკუმის ძველი შენობა.
ფოტოზე დგანან:16.12.2021
ხეთის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის 1959-1960 წლების გამოშვება
ხობის რაიონის სოფელ თორსის საშუალო სკოლის პირველი და მეოთხე გამოშვების ფოტოები
თორსის საშუალო სკოლის პირველი გამოშვება,1968-1969 წლები. დირექტორი ნორა კუკავა. ზედა რიგში მარცხნიდან მეოთხე-მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი და გეოგრაფიის მასწავლებელი, ნიკოლოზ ბუკია.
ნორა კუკავა დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე თედორე კაცია, გეოგრაფიის მასწავლებელი ნიკოლოზ ბუკია, ქართულის მასწავლებელი მაქსიმე გულუა, ნაზი შელია ქიმიის მასწავლებელი, ომიანე შელია შრომის მასწავლებელი, ბოტანიკის მასწავლებელი ემელიანე კუჭავა, გერმანულის მასწავლებელი ვანო დგებუაძე, ისტორიის მასწავლებელი კოლია ბაძაღუა.
თორსის საშუალო სკოლის მეოთხე გამოშვება,1971-1972 წლები.
ხობის (ხეთის) მომღერალთა ანსამბლი
ხობის (ხეთის) მომღერალთა ანსამბლი. (ფოტო მოგვაწოდა მარინე ლაგვილავამ). ფოტო გადაღებულია მეოცე საუკუნის 50-იან წლებში.
იდენტიფიცირებული პირები: იროდი ალანია, რადიკო ალანია, ლიანა ლაგვილავა, ანრი ბერაია, ლუდუკი ჯგერენაია, შალიკო ბუკია.14.12.2021
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალენტინა ლატარია
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალენტინა ლატარია დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში, პედაგოგების ოჯახში. ვ. ლატარიამ 1932 წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტი.
ვ. ლატარია 55 წლის განმავლობაში მუშაობდა სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. ვ. ლატარია პირველი ქართველი ქალია, რომელსაც ნიადაგმცოდნეობის სფეროში მიენიჭა დოქტორის ხარისხი. მის კალამს ეკუთვნის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ნიადაგმცოდნეობის განვითარებაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით შესრულებულია ათეულობით საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.მარცხნიდან პირველი ვალენტინა ლატარია
ვ.
ლატარია წარმატებით მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. 1968
წელს გამოქვეყნდა მონოგრაფია მიკროელემენტები საქართველოს მდელოს ყავისფერ ნიადაგებში“ ხოლო, 1981 წელს - „მდელოს
ყავისფერი ნიადაგები და მათი ნაყოფიერების ამაღლება”.
ვალენტინა
ლატარია დაკრძალულია თბილისში. ღმერთმა აცხონოს მისი სული!
1.
„ხსოვნის წიგნი“, 1996 წელი.
2. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე
განთავსებული ფოტოები და კატალოგები.
10.12.2021
ქეთი ზარანდია - 100 %-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი ხიბულელი მაგისტრანტი
ქეთი ზარანდიამ 2017 წელს დაამთავრა ახალი ხიბულის N2 (ზუბის) საჯარო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა 2021 წელს. წელს ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების ადმინისტრირების პროგრამაზე და მოიპოვა 100% იანი სახელმწიფო გრანტი. 2021 წლის მარტში მეგობრებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენ განათლებისთვის • We 4 Education". ქეთი, ამჟამად თბილისის N133 საჯარო სკოლაში მუშაობს.
1.
"ხობის ახალგაზრდული იდეის" / Youth Bank - ის მიერ დაფინანსებული პროექტი
- ,,განვაახლოთ
ბიბლიოთეკა" (700 ლარი)
2. დაფინანსებული
პროექტი - "ბულინგი მოზარდებში, გამომწვევი მიზეზები და
აღმოფხვრის გზები",,,ტოლერანტობის,
სამოქალაქო ცნობიერებისა და
ინტეგრაციის მხარდაჭერის
პროგრამის [PITA] ფარგლებში გამოცხადებულ მცირე
გრანტების კონკურსში.
(430 ლარი), 2019
3. დაფინანსებული
პროექტი - "მე ვარ მედიაწიგნიერი",,,ტოლერანტობის,
სამოქალაქო ცნობიერებისა
და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის [PITA]
ფარგლებში გამოცხადებულ
მცირე გრანტების კონკურსში. (600 ლარი) 2020
უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ საინფორმაციო
კამპანია“ -
ტრენერი.
2. მონაწილეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის ცენტრალური განათლებისა და მეცნიერების
დეპარტამენტის
მიერ ორგანიზებულ პროექტებში: ,,თვითგანვითარების ტრენინგი“
,,თვითმენეჯმენტი”.
,,ინკლუზიური განათლება და პრობლემური ქცევის მართვის
სტრატეგიები”
3. პროექტი: საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა
ნაციონალური საბჭოს
პროექტი “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია” რომელიც სსიპ
ახალგაზრდობის
სააგენტოს მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ll
თემატური
მიმართულების გამარჯვებულია.
4. "მონაწილეობა მნიშვნელოვანია" - საქართველოს
ახალგაზრდულ
ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს პროექტი “Participation
Matters”,
რომელიც ხორციელდება ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების
პროგრამის ფარგლებში და დაფინანსებულია ევროპის კავშირის
მიერ, რათა
შემსუბუქდეს “COVID-19”ის
გავლენა რეგიონში.
კონფერენციები
სამოქალაქო ჩართულობა და ახალგაზრდები საქართველოში“/თსუ,
Helping
Hand/15.03.2019
2. მონაწილეობა იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ სტუდენტთა
I სამეცნიერო
კონფერენციაში/თსუ/ 29.10.2019
3. მონაწილეობა მასწავლებელთა VIII საუნივერსიტეტო კონფერენცია
,,უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“
30.11.2019
4. Tbilisi Regional Conference 2019
5. განათლების ფორუმი - "დისტანციურ სწავლებასთან
დაკავშირებული
გამოწვევები, ბულინგი და ბრძოლა ბულინგის წინააღმდეგ"
KEY CONSULTING -
26.07.2020
6. იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა II სამეცნიერო
კონფერენცია
„იაკობ გოგებაშვილი
– 180“.
თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი - სტაჟიორი
არასამთავრობო ორგანიზაცია "Helping
Hand" - კოორდინატორი
თსუ დესპანი - 2019-2020 წ.წ.
თსუ ახალგაზრდული ცენტრი - მოხალისე ტუტორი
ონლაინ რადიო "ჩემი ხმა" - პროდიუსერი
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელის
ესმა გუმბერიძის
საავტორო გადაცემა " ჰორიზონტს მიღმა"
08.12.2021
ახალი ხიბულა (1977 წელი)
ძალიან ლამაზი ახალი ხიბულა. ხედი ხიბულის ცენტრიდან (1977 წელი)
ჩაის საკრეფი ტრაქტორი (ახალი ხიბულა) - კლიმენტი ლაშხია
ნიკოლოზ დიმიტრის ძე მებონია
ნიკოლოზ (კოლია) მებონია დაიბადა 1918 წლის 3 იანვარს წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში. 7 წლისა შეიყვანეს წალენჯიხის საშუალო სკოლის პირველ კლასში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1939 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, სადაც მეორე მსოფლიო ომმა მოუსწრო. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს დემობილიზებულ იქნა არმიის რიგებიდან. სამამულო ომის პერიოდში მიღებული აქვს ჯილდოები და მადლობები.
1947 წელს მუშაობა დაიწყო წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუს საშუალო სკოლაში სამხედრო-ფიზკულტურის მასწავლებლად. 1949 წელს დაამთავრა ქალაქ ზუგდიდის პედაგოგიური ინსტიტუტი. ინსტიტუტში სწავლის დასრულების შემდეგ 1949 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში და მუშაობა დაიწყო ხობის რაიონის სოფელ ზუბის საშუალო სკოლაში სამხედრო-ფიზკულტურის პედაგოგად. ზუბის სკოლაში იმუშავა 1979 წლამდე.