„სახალხო
ფურცელი“ N754, 1916 წ.
სოფელ
ხორგაში ამ წინაზე ერთი ასეთი გულის ამღვრევი ამბავი მოახდინეს ავაზაკებმა: შურღაიამ,
დარასელიამ, ქაჯაიამ და სიჭინავამ. ამ ჟამად იმათი მსხვერპლი შეიქნა მოხუცი მღვდელი
მ. ანტონ ჟველია და იმისივე შრომით აგებული სკოლა. საქმე აი როგორ ყოფილა. 9 ოქტომბერს
ღამით ავაზაკებს ეს მოხუცი მღვდელი. გამოუყვანიათ სახლიდგან, წაუყვანიათ ეკლესიაში
და ძალით ჯვარი დაუწერინებიათ ვარლამ გვათუასათვის ლიფონავას ქალზე. შემდეგ მ. ანტონისათვის
გამოუცხადებიათ, ორასი მანეთით დაიჯარიმებული ხარ და ამა და ამ დროს დაგვახვედრეო.
რაკი თავის დროზედ მღვდელს ჟველიას ფული არ გადაუხდია, ავაზაკებს გადაუბუგავთ ღამით
მთელი კარ-მიდამო მ. ანტონისა და აგრეთვე მის მიერ სანახევროდ იმისი ხარჯით აგებული
სამრევლო სკოლა. მღვდელსა და მისს ცოლს გაქცევით უშველიათ თავისთვის და მით სიცოცხლე
შერჩენიათ.
ავაზაკებს დაუწვავთ იმავე ღამეს ორი სხვა კიდევ მღვდლის
მეზობლების სახლკარი: პლატონ ლოლუასი და აკაკი ეხვაიასი. მ. ანტონ ჟველიას დასწვია,
ყველაფერი: მას ჯვარი და ანაფორაც არ მერჩენია. ყოველგვარი საეკლესიო თუ კერძოდ მისი
საკუთარი საბუთები, ფულისა თუ და მიწა-მანულის ქაღალდები, სკოლის მთელი ქონება და მოწყობილობა
ყველაფერი ცეცხლს ჩაუნთქავს. ყველა ამას ამოწმებს რედუთ-ყალეს ნაწილის ბოქაული, რომლის
ანგარიშით ზარ-ლი 15 ათას მანათს აღემატება (მო-წმობა 11 ნოემბრის 1916 წ. #
8050). ასე განადგურებულა მოხუცი მოძღვარის წვითა და დაგვით შეძენილი მისი საკუთარი
და საზოგადოების კუთვნილი ქონება. ღრმად მოხუცებულმა განადგურებულმა მღვდელმა ქ. ფოთს
შეაფარა თავი, სადაც ყოვლადსამღვდელო ლეონიდმა შემწეობა აღმოუჩინა და ნუგეშისცა ავაზაკთა
უდანა-შაულო მსხვერპლს.
სანამდე
გაგრძელდება ასე? ვეკითხებით ჩვენს თავს და პასუხი ვერ გვიპოვნია. ნუ თუ ამდენი მსხვერპლი არის საჭირო,
ნუ თუ აღარ კმარა, ნუ თუ დრო არ არის საერთო ძალით ვეცადოთ და საზიზღრობას ბოლო მოუღოთ!