გაბრიელ გეგენავას, ფედოტ ელჩინისა და პავლე ზახარიევის ელჩობათა მასალები წარმოადგენს სამეგრელოს სამთავროსა და რუსეთს შორის განხორციელებულ ელჩობათა მასალების ქართულ - რუსულ ენებზე გამოცემას თანდართული გამოკვლევით, რომელიც შესრულებულია აგრეთვე ინგლისურ ენაზეც. მასში განხილულია წარმოდგენილი მასალების წყაროთმცოდნეობითი მნიშვნელობა რუსეთის, საქართველოს, მათ შორის განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონის და იმ პერიოდში მისი ორგანული ნაწილის - აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიის ისტორიის შესწავლისთვის.
აღნიშნული წიგნიდან
გთავაზობთ, ორ ნაწყვეტს ხობის მონასტრის შესახებ.
30 აპრილს ხონის (ხობის-ჯ.გ.)
მონასტერში არქიმანდრიტ ნიკოლოზთან (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, ხობის მონასტერში მოღვაწეობდა
1640-1643 წლებში) ჩავედით და მონასტერში მივედით. არქიმანდრიტი საღმრთისმსახურო სამოსელში
საძმოსთან ერთად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატით, ჯვრითა და სახარებით შემოგვხვდა.
ჩვენ ხატს თაყვანი ვეცით, სახარებასა და ჯვარსაც ვემთხვიეთ. შემდეგ ტაძარში შევედით
და წირვა მოვისმინეთ. წირვის შემდეგ არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის
კვართი და მოწამე კვირიკეს მარცხენა ხელი მაჯამდე, აგრეთვე ქრისტეს მოწამის მარინეს
მარინეს მარჯვენა ხელი გვიჩვენა. მისი ძვალი ხელისგულიდან იდაყვამდე გაპობილია. ყოვლადწმიდა
ღმრთისმშობლის კვართის საყელო კი პატარაა - სამი გოჯის ოდენა და ამის შესახებ ვიკითხეთ:
რატომაა საყელო პატარა? არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა გვიპასუხა: ღმრთის ნებით, საყელო წლიდან
წლამდე ვიწროვდებაო. კვართი კი ფართეა, ხოლო სახელოები მოკლე და ფართე. ის დაჩითულია
და მეწამული ფერისაა. ჩვენ ვიკითხეთ კვართისა და წმინდა ნაწილების შესახებ: საიდან
და ვის მიერ არის ჩამობრძანებული? არქიმანდრიტმა გვიპასუხა: მე აქ დიდი ხანი არ არის
რაც ვარ; არ ვიცი, საიდან და ვის მიერ არის ჩამობრძანებული. მატიანე კი ამის შესახებ
არ მინახავსო. წირვის შემდეგ არქიმანდრიტმა სატრაპეზოდ მიგვიწვია და ჩვენმასთან მივედით
და მაგიდასთან საუბარი გაიმართა. არქიმანდრიტმა გვკითხა: დიდი ხანია რუსეთი მოინათლა?
ჩენ ვუთხარით: რუსეთის ქვეყანა მეშვიდე ათასწლეულის დამთავრებამდე 504 წლით ადრე მოინათლა
და რუსეთის ქვეყნის მონათვლიდან დღემდე 652 წელი გავიდა.
---- ----
---- ----
3 მაისს ხობში ყოვლადწმიდათას
მონასტერში ეპისკოპოს ნიკოლოზთან მივედით. იმ მონასტერში ეპისკოპოს ნიკოლოზთან მივედით.
იმ მონასტერში ქვის ტაძარია, საკურთხეველი გამოყოფილია; ტაძარში დეისუსი და ადგილობრივი
ხატები წესისამებრ არის. იმ ეკლესიაში ჩვენი თანდასწრებით წირვის შემდეგ ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის
პერანგი გვჩვენა. ის პერანგი დაჩითული ქსოვილისგანაა შეკერილი; ხოლო არც ისე თხელი
დაჩითული ქსოვილი მეწამული ფერისაა. პერანგი ზომით გრძელია და ფართო, სახელოებიც ფართო
აქვს, - როგორც მამაკაცისას, საყელო კი საკმაოდ პატარა - სამი გოჯის ოდენა. პავლე მღვდელმა
ეპისკოპოსს ნიკოლოზს ჰკითხა: რატომ აქვს ამ პერანგს ასეთი პატარა საყელო? ეპისკოპოსმა
ნიკოლოზმა თქვა: ღმრთის განგებით პერანგის საყელო ყოველ წელიწადს კლებულობს. წმიდა
ნაწილები კი გვაჩვენა - მოწამე კვირიკეს მარცხენა ხელი მაჯამდე და მოწამე მარინეს მარჯვენა
ხელი იდაყვამდე. პავლე მღვდელმა თქვა: დრანდაში ორი ხელის ძვალი გვიჩვენეს მაჯიდან
იდაყვამდე და ეპისკოპოსმა ანდრიამ გვითხრა, წმიდა მარინესიაო, ახალ კი მესამე ხელი
აღმოჩნდა - მოწამე მარინეს სამი ხელი ჰქონდა? ნიკოლოზ ეპისკოპოსმა თქვა: ეპისკოპოს
ანდრიას უცოდინარობით უთქვამს, რომ ის ხელის ძვლები წმინდა მარინესია; ის ხელის სწორი
ძვლები კი მოწამე ბარბარესიაო. ამის შემდეგ ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ფედოტი და პავლე
მღვდელი სატრაპეზოდ მიიწვია.
ის ეპისკოპოსი ნიკოლოზი
კი წარმომავლობით საქართველოდან, თეიმურაზის ქვეყნიდანაა. ნიკოლოზი 30 წელიწადი იერუსალიმში
მოღვაწეობდა, იქიდან კი ევროპის ქვეყნებში და მერე ლიტვაში მოხვდა. ლიტვიდან ნიკოლოზი
მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მას ნეტარხსენებული მოსკოვისა და რუსეთის დიდი ხელმწიფისა
და პატრიარქის ფილარეტ ნიკიტას -ძისა და სრულიად რუსეთის დიდი წმინდა ხელმწიფე მეფისა
და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის წყალობა ჰქონია; ნიკოლოზს ბერძნული და ლათინური
განათლება აქვს მიღებული.
4 მაისს ხობიდან და
ეპისკოპოს ნიკოლოზისგან წამოვედით და 6 მაისს ცაიშის მონასტერში ეპისკოპოს ანდრიასთან
მივედით.
წყარო: გაბრიელ გეგენავას,
ფედოტ ელჩინისა
და პავლე
ზახარიევის ელჩობათა
მასალები 1636–1640 წლები. (გამოსაცემად
მოამზადა და კომენტარები დაურთო ჯემალ გამახარიამ).
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.