30.01.2020

ხობელი ექიმები


ბლოგში გაეცნობით ცნობებს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარსა და მეოცე საუკუნის 10-20-იან წლებში ხობის რაიონში დაბადებული ცნობილი ექიმების შესახებ.
გიორგი ივანეს ძე ჯორჯიკია
გიორგი ივანეს ძე ჯორჯიკია დაიბადა 1870 წელს დაბა ხობში. 1898 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი თერაპევტი. პროფესორ ობრაზცოვის მოწაფე. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ ხობში, ჩოხატაურში უბნის ექიმად და სოფლის საავადმყოფოს გამგედ, აბაშაში, რაიონი საავადმყოფოს გამგედ, ტროპიკული სადგურის გამგედ. მისი ინიციატივით სოფელ აბაშაში გაიხსნა პირველი ამბულატორია, საავადმყოფო და აფთიაქი. მისი შრომები ეხება ათაშანგის მკურნალობას, მალარიის გავრცელებას სენაკის მაზრაში.
გარდაიცვალა 1948 წელს.

სამხედრო ექიმი სამსონ ჩიქოვანი

კალე გრიგოლის ძე საჯაია
კალე გრიგოლის ძე საჯაია დაიბადა 1896 წელს დაბა ხობში. ნოვოროსიის (ოდესის) და თბილისის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის აღზრდილი (დაამთავრა 1924 წელს). პროფესორ . ღოღობერიძის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "საშვილოსნოს სეკრეტორული ფუნქციის საკითხისათვის" (1936). წითელი ჯვრის საზოგადოების საავადმყოფოს მთავარი ექიმი და მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილების გამგე.
დახვრიტეს 1937 წელს.
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: სკკპ() წევრი 1931 წლიდან; 1937 წელს პარტიიდან გარიცხეს / საქმიანობისთვის.
სამუშაო ადგილი: ქალაქის მე-2 საავადმყოფოს დირექტორი
ნასამართლობა:
განყოფილება:
გაასამართლა: შინსახკომის სამეული 1937 .
მომხსენებელი: კოვალჩუკი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენე / ორგანიზაციის წევრი, კავშირი ჰქონდა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ გამოჩენილ ადამიანთან შამშე კონსტანტინეს ძე ლეჟავასთან, იბირებდა ხალხს ორგანიზაციაში და ეწეოდა მავნებლურ სამუშაოებს წითელ ჯვარში.
მუხლი:
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 12/04/1937
დახვრეტის თარიღი: 12/11/1937

სამსონ ჩიქოვანი
სამსონ ჩიქოვანი დაიბადა 1915 წლის 10 აგვისტოს, ხობის რაიონის სოფელ ხეთაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს 1941-1945 წლებში მოქმედ არმიაში იყო, მსახურობდა სამედიცინო ბატალიონის უფროს ორდინატორად, ქირურგიის განყოფილების უფროსად, სამედიცინო ბატალიონის მეთაურად. ომის შემდეგ სამხედრო ჰოსპიტლების უფროსი იყო. 1959 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა მოსკოვის სამხედრო ოლქის სოხუმის სანატორიუმის უფროსად. სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
·         1966 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
·         1964 - აფხაზეთის ასსრ დამსახურებული ექიმი
·         შრომის წითელი დროშის ორდენი
·         წითელი ვარსკვლავის ორდენი (3 ორდენი)

 თინათინ კიტია
თინათინ კიტია დაიბადა 1921 წლის 25 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხეთაში.  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1943 წელს. 1943–1945წწ. იყო ბორჯომში 1457–ე ევაკო ჰოსპიტალის ექიმი–ორდინატორი; 1946–1950წწ. თბილისის ტუპერკულოზის საწინააღმდეგო I საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1950–1953წწ. ტუპრტკულოზის რესპუბლიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1953–1956წწ. თბილიუსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასპირანტი ფტიზიატრიის სპეციალობით; 1956–1963წწ. რესპუბლიკური ტუბერკულოზის დისპანსერული განყოფილების გამგე; 1963 წლიდან ხელმძღვანელობს ტუბერკულოზის სამედიცინო სამეცნიერო ინსტიტუტის დისპანსერულ განყოფილებას. ავტორია 34 სამეცნიერო ნაშრომის და 4 მეთოდური წერილის. ხელმძღვანელობს რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონიდან საკონსულტაციოდ გამოგზავნილ ავადმყოფთა გამოკვლევა–კონსულტაციებს. ფტიზიოპულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თმა - "მასალები ფილტვების ტუპერკულოზის მკურნალობის კლინიკო–ბიოქიმიური დახასიათებისათვის", დაიცვა 1962 წელს

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

·         რესპუბლიკის პულმონოლოგთა ასოციაცია, წევრი
·         რესპუბლიკის ფტიზიატრთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

·         1989 - შრომის ვეტერანი
·         1987 - რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი
·         1987 - უმაღლესი კატეგორიის ფტიზიატრი
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი - საქართველოს ექიმები.



Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.