06.03.2019

გრიგოლ დადიანის ლექსი "ხოპის წყალი"


ლიტერატურულ ჟურნალ "ცისკრის" 1859 წლის მეთერთმეტე ნომერში გამოქვეუნდა ლექსი "ხოპის წყალი", რომლის ავტორის ფსევდონიმიც "კოლხიდელია".

"კოლხიდელი" გრიგოლ ლევანის ძე დადიანის ლიტერატურული ფსევდონიმია.
გრიგოლ დადიანი დაიბადა 1814 წლის 6 ოქტომბერს. 1828 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. 1834 წლიდან პეტერბურგში მსახურობდა ჯერ ლაიბგრენადერთა, შემდეგ პრეობრაჟენკოეს პოლკში. 1844 წელს პოლკოვნიკი გახდა. მამის გარდაცვალების შემდეგ (1845) სამეგრელოში დაბრუნდა. ყირიმის ომის (1853-1856) დროს ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ რაზმს მეთაურობდა კავკასიის ფრონტზე. 1854 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. ომის შემდეგ დაინიშნა გრენადერთა დივიზიის პირველი ბრიგადის მეთაურად. იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878) მონაწილეობისათვის მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1880 წელს სამხედრო სამსახურის 50 წლისთავზე - გენერალ-ადიუტანტის წოდებაგრიგოლ დადიანს ეკუთვნის ისტორიული პოემა "რუხის ბრძოლა", რომელშიც აღწერილია მეგრელ-იმერთა ერთობლივი ბრძოლა აფხაზთა და კავკასიელ მთიელ მომხდურთა წინააღმდეგ 1780 წელს, პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე ლექსები და სხვა. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში ("ცისკარი", "ივერია" და სხვა). წვლილი მიუძღვის იპოლიტ ბარტდინსკის მიერ "ვეფხისტრაოსნის" თარგმნის საქმეში. მთელი თავისი ქონება და ბიბლიოთეკა დადიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა.

ხოპის წყალი
მე აღვიზარდე სადაცა, ველნი მწვანითა ლხინობენ,
მოსილ ვაზ-ყვავილ ფურცლითა ედემის წალკოტს გვანობენ;
გარემოს მისსა მთა სამნი ცისა ღრუბელსა ზეობენ,
მთიებნი ჰსჭვრეტენ ღიმიან და შუქით დასტრფიალობენ.
ქვეშხოპის წყალი მოცარბის დაგჯება კლდისა ქვებითა,
მოგრიალობს და მოროხამს გაჭირვებული რებითა,
იფქვება, მყისად შედგება, იძახის გამწარებითა,
მაღალთა მთათა შველასა შესტირის შევედრებითა.
მთანი თხოვნასა ვერ გრძნობენ, მაგრამ ისინიც ხმაობენ,
ვით კლდისა ქვაბნი შთამძასთა ხმას ხმით პასუხსა უგებენ,
ბგერენ, ოხვრენ და ბღავიან, ვითომც ლმობენ და ვაებენ,
მაგრამ ნაწლევნი და გრძნობა მთათა ქვისებრ ქვაებენ!
ამას გადასცქერს დღე და ღამ, ფაცსა ჩალ სართულიანი,
ღარიბი, უნდო, უმანკო, კედელი, წკნელ წვრილ ხიანი.
ჩემი გამზდელი და ჩემი ველ მწვანე ბალახიანი;
ჩემი თვალ შავი ღუღუნა ფერ ელვა გრძნობა მზიანი.
თუმც მინდორი, საზრდოს მისცემს, იქ მცხოვრებთა ქალ-ყმა მშვიდთა,
მაგრამ კლდენი ვერ იგრძნობენ, მვედრი მდინარ ცრემლთა ცივთა,
უნდო ფაცხას აღარ ესმის, უჭვრეტს ზევითა მზისა სხივთა,
კარგავს ამითხოპის წყალი მწუხარებით ცრემლის მძივთა.
მარტო მე მესმის მათ შორის, მათსა გაზრდილსა საბრალოს,
მაგრამ კალამსა ვუნრძანე: არავის უთხრას დამალოს,
რა საჭიროა ურგებად მან წვენი ტყვილად დაღალოს,
მდინარე მრწყველის ქვისაგან გალახვა დღეს რომ დასთვალოს.
რაც იყოს, იყოს და იყოს, რაცა ქმნან ვერ მოვშორდები,
სუსტი ვარ მათ წინ ვით ჩვილი, მათ ფერხქვეშ დაუვარდები,
ცოტა მთა ქვათა მაწყინეს, მაგრამ ერთგულათ მოვკვდები.
„ხოპის წყალი“ ერთ-ერთი პირველი ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელიც ხობს ეძღვნება. აკაკი წერეთლის პოემა „ნათელა“ (რომელშიც მოხსენიებულია ხობის მონასტერი) 1897 წელს დაიწერა (გამოქვეყდა).
უახლოეს პერიოდში, ხობზე შექმნილი ლექსების შესახებ წერილს შევთავაზებთ მკითხველს.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.