დიომიდე თოფურიძე
საქართველოს
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი
კრების
წევრი, საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე, ევროპული განათლების მქონე, არაერთი წიგნისა
და ნაშრომის ავტორი, ჟურნალ-გაზეთების რედაქტორი, რეპრესირებული - ხეთელი, დიომიდე თოფურიძე.
ხობს
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია 1918-1924 წლების საქართველოში მიმდინარე მოვლენებში
- დამოუკიდებლობის მოპოვება, პირველი რესპუბლიკა, ბრძოლა დამოუკიდებლობის დასაცავად,
ბიელი იუნკერი, 1924 წლის აჯანყება და რეპრესიები.
დიომიდე ალექსანდრეს
ძე თოფურიძე
(ნამდვილი გვარი
ბორისოვი-ბერიძე)
დაიბადა 1871 წლის 16 აგვისტოს
(ძველი სტილით)
ქუთაისის გუბერნიის
ზუგდიდის მაზრის
სოფელ ხეთაში,
აზნაურის ოჯახში;
ეროვნებით ქართველი.
სწავლობდა ქუთაისის
პროგიმნაზიაში, შემდგომ
- ქუთაისის კლასიკურ
გიმნაზიაში; 1892 წელს მოსწავლეებთან ერთად
დააარსა არალეგალური
ურთიერთდახმარების სალარო,
თვითგანვითარების წრე;
გამოსცემდნენ ხელნაწერ
ჟურნალს, აწყობდნენ
რეფერატების განხილვას
და ეცნობოდნენ
დემოკრატი პუბლიცისტების ნაწარმოებებს,
აკრძალულ პოლიტიკურ
და ეკონომიკურ
ლიტერატურას.
ამ დროიდან
დაინტერესდა მარქსიზმით;
ქუთაისში გადასახლებული მარქსისტი
კოზირენკო დაეხმარა
სწავლისათვის საჭირო
ლიტერატურის შერჩევაში;
ამავე პერიოდში
ქუთაისში გამოჩნდნენ
„მესამედასელები“, რომლებსაც
დაუახლოვდა და
მალევე მათი
ჯგუფის წევრი
გახდა.
„მესამედასელები“ მარქსისტული
მოძღვრების პროპაგანდისათვის ხშირად
მართავდნენ საჯარო
ლექციებს და
დისკუსიებს ქუთაისის
ბულვარში.
1895 წელს ჟურნალ
„Новое обозрение“-ში გამოაქვეყნა პირველი
სამეცნიერო ნაშრომი
სამეგრელოში დამნაშავეობის დინამიკის
კავშირის შესახებ
ეკონომიკურ მდგომარეობასთან - სიმინდის
საექსპორტო ფასებთან.
ამ პერიოდიდან
მუდმივად თანამშრომლობდა პრესაში
ფსევდონიმებით: „Д.Т.“, „Социалист“, „NEMO“, „ბორისოვი“, „დ.
კოლხიდელი“, „ისარი“,
„ისაი“, „Карский“, „Д. Чаукий“ „Т“, „დ. თ.“
და „დ.
თ-ძე“.
1895 წელს შევიდა
მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ
ფაკულტეტზე. 1896 წელს კი
ჟენევაში გაემგზავრა
და ჟენევის
უნივერსიტეტის იურიდიულ
ფაკულტეტზე დაიწყო
სწავლა.
დაუკავშირდა ჟენევის
სოციალ-დემოკრატიულ
წრეებს; აქტიურად
ჩაერთო პარტიული
ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და
თეორიულ დისკუსიებში
სხვა სოციალისტური
მიმდინარეობების წარმომადგენლებთან; გამოდიოდა
მომხსენებლად საჯარო
ლექციებზე, ხელმძღვანელობდა წრეებს.
დიომიდე თოფურიძე
იყო ჟენევაში
ჩამოყალიბებული „Искра“-ს პირველი
და მეორე
ჯგუფების წევრი.
ჟურნალ „კვალის“
სოციალ-დემოკრატების
დაქვემდებარებაში გადასვლისთანავე გახდა
მისი მუდმივი
თანამშრომელი და
აქვეყნებდა სტატიებს
ეკონომიკურ საკითხებზე;
ასრულებდა რედაქციის
სპეციალურ დავალებებს.
1901 წელს თავისი
დისერტაციის („გაღატაკების
თეორიის“ შესახებ)
დასასრულებლად ჟენევიდან
პარიზში გადავიდა,
ისმენდა ლექციებს
სორბონასა და
ფრანგულ კოლეჯში,
ასევე პარიზის
რუსულ უმაღლეს
სკოლაში.
1902 წელს ნოე
ჟორდანიასა და
ფილიპე მახარაძის
დაპატიმრებისა და
გასახლების გამო
ჟურნალი „კვალი“
უხელმძღვანელოდ დარჩა
და თოფურიძე,
„მესამედასელების“ თხოვნით,
„Искра“-ს ჯგუფიდან მიღებული
სამოქმედო ინსტრუქციებით ტფილისში
დაბრუნდა; „კვალის“
რედაქტორობიდან პეტრე
სურგულაძისა და
ფილიპე გოგიჩაიშვილის დათხოვნის
შემდეგ რედაქტორობდა
ჟურნალს.
მან ჩამოსვლისთანავე დააყენა
კავკასიის პარტიული
ცენტრის შექმნის
საკითხი, რაც
მალევე განხორციელდა
„კავკასიის კავშირის
კომიტეტის“ სახით,
სადაც რსდმპ-ის ტფილისის,
ბათუმის, გურიის,
ქუთაისისა და
ბაქოს კომიტეტები
გაერთიანდნენ; არჩეული
იყო კავშირის
კომიტეტის წევრად;
მუშაობდა კავშირის
კომიტეტის აღმასრულებელ
ბიუროში; ხელმძღვანელობდა არალეგალური
პრესისა და
ორგანიზაციების საკოორდინაციო სამუშაოებს.
1903 წელს იძულებული
გახდა, გადასახლებულიყო სარატოვში,
სადაც 1903 წელსვე რსდმპ-ის ტფილისის
კომიტეტმა აცნობა,
რომ არჩეული
იყო ტფილისის
კომიტეტის დელეგატად
რსდმპ მე-2
ყრილობაზე; ყრილობაში
მონაწილეობდა „Карский“-ს ფსევდონიმით;
აქტიურად მონაწილეობდა
დებატებში ეროვნული
და აგრარული
საკითხებისა და
პარტიული ორგანიზაციების ჩამოყალიბების პრინციპების
შესახებ; მიუხედავად
იმისა, რომ
მხარი დაუჭირა
„ბოლშევიკებს“, ეროვნული
საკითხის გამო
მიემხრო ნოე
ჟორდანიას პოზიციას.
1903 წელს დაბრუნდა
საქართველოში და
მუშაობდა რსდმპ-ის იმერეთის
კომიტეტში; 1903 წელს რსდმპ-ის კავკასიის
კავშირის კომიტეტის
მეორე ყრილობაზე
კვლავ აირჩიეს
კავშირის წევრად,
თუმცა არჩევნებისას
წარმოქმნილი კონფლიქტის
გამო არჩეული
წევრების უმრავლესობამ,
მათ შორის
დიომიდე თოფურიძემაც,
დატოვა ხელმძღვანელი
ორგანო.
1904 წელს დაპატიმრებისაგან თავის
ასარიდებლად გადასახლდა
სარატოვში, სადაც
მუშაობდა ადგილობრივ
სოციალ-დემოკრატიულ
ორგანიზაციაში და
აქტიურ მონაწილეობას
იღებდა რევოლუციურ
მოძრაობაში: რედაქტორობდა
გაზეთ „Приволжский край“-ს; ხელმძღვანელობდა გაფიცვებსა
და და
შეიარაღებული აჯანყების
სამზადისს.
რევოლუციის დამარცხებისა
და რეაქციის
დაწყების შემდეგ
ხულიგნების ბრბომ
„პოგრომი“ მოუწყო
გაზეთის რედაქციას,
სადაც დიომიდე
თოფურიძე ოჯახთან
ერთად ცხოვრობდა,
მაგრამ მან
მოახერხა ოჯახისა
და რედაქციაში
თავშეფარებული სხვა
დევნილების გადარჩენა.
1904-1907 წლების განმავლობაში
ხშირად იყო
დაპატიმრებული და
გუბერნიის საზღვრებიდან
გაძევებული; უკანასკნელად
1907 წელს სასამართლო პალატამ
მას ე.
წ. „კრეპოსტში“
პატიმრობა მიუსაჯა
და იძულებული
გახდა, პეტერბურგში
არალეგალურ მდგომარეობაზე გადასულიყო;
ცხოვრობდა ყალბი
პასპორტით - კიკვიძის
გვარით, თუმცა
„ოხრანკამ“ მალევე
დაადგინა მისი
ვინაობა და
სხვა სოციალ-დემოკრატებთან ერთად
დააპატიმრა; გადაგზავნეს
სარატოვის ციხეში,
იქედან კი
სამარაში.
ციხეში საფუძვლიანად
შეისწავლა და
დაამუშავა აგრარული
პრობლემის საკითხები,
მაგრამ გათავისუფლების შემდეგ
მომზადებული ნაშრომის
გამოქვეყნება ვერ
შეძლო.
1909 წლიდან, გათავისუფლების შემდეგ,
ცხოვრობდა მოსკოვში,
სადაც დააარსა
სოციალ-დემოკრატიული
ჟურნალი „Возрождение“ , მაგრამ მძიმე
ეკონომიკური მდგომარეობის
გამო დაბრუნდა
სარატოვში; მუშაობდა
სხვადასხვა დაწესებულებაში და
დააარსა გაზეთი
„Поволжье“, რომელშიც ლენინის და
- მარია ულიანოვა
თანამშრომლობდა.
1913 წელს დაბრუნდა
პეტერბურგში და
მუშაობა დაიწყო
სააქციო საზოგადოებაში, პარალელურად
მატერიალურად ეხმარებოდა
პარტიულ ორგანიზაციებს.
1916 წელს სრულიად
რუსეთის ქალაქთა
კავშირის დავალებით
დაინიშნა ვოლგისპირეთის გუბერნიის
ეკონომიკური კომიტეტის
მუნიციპალური განყოფილების
გამგედ.
1917 წლის თებერვლის
რევოლუციისას მისი
ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა
ახალი მმართველობითი ორგანოები
სარატოვში, არჩეული
იყო ვოლგისპირეთის საგუბერნიო
საზოგადოებრივი კომიტეტის
წევრად და
იყო მისი
ფაქტობრივი ხელმძღვანელი.
მალევე გახდა
გუბერნიის კომისარი
და რსდმპ
საოლქო კომიტეტის
თავმჯდომარე; არჩეული
იყო გუბერნიის
ერობათა ყრილობის
აღმასრულებელი ბიუროს
თავმჯდომარედ.
1917 წლის ბოლშევიკური
გადატრიალების შემდეგ
სარატოვშიც ადგილობრივი
გარნიზონის მხარდაჭერით
ბოლშევიკებმა ჩაიგდეს
ხელში ძალაუფლება;
დიომიდე თოფურიძემ
დაპატიმრებისაგან თავის
არიდება ძველი
ამხანაგის - მარია
ულიანოვას დახმარებით
შეძლო და
საიდუმლოდ დატოვა
სარატოვი.
1918 წლის თებერვალში
დაბრუნდა თბილისში.
იყო ამიერკავკასიისა და
საქართველოს რესპუბლიკის
მომარაგების კომიტეტის
თავმჯდომარე.
დააარსა ჟურნალი
„ეკონომისტი“; თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებში
და აქვეყნებდა
ნაშრომებს ეკონომიკურ
საკითხებზე.
1918 წლის განმავლობაში
იყო საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის
პარლამენტის წევრი.
1919 წელს აირჩიეს
თბილისის ქალაქის
საბჭოს ხმოსნად,
ხოლო 1919 წლის 12 მარტიდან
- საქართველოს რესპუბლიკის
დამფუძნებელი კრების
წევრად საქართველოს
სოციალ-დემოკრატიული
მუშათა პარტიის
სიით; იყო
საბიუჯეტო-საფინანსო
კომისიის თავმჯდომარე
და გარეშე
საქმეთა კომისიის
წევრი.
დიომიდე თოფურიძე
მუშაობდა ბათუმის
დიპლომატიური მისიის
თავმჯდომარედ, სანამ
ბათუმი ბრიტანეთის
საექსპედიციო ჯარების
სარდლობას ექვემდებარებოდა.
1919 წლის ბოლოსათვის
აირჩიეს ქუთაისის
ქალაქისთავად და
ცდილობდა საქალაქო
მეურნეობის გამოცოცხლებას და
ადმინისტრაციაში დისციპლინის
დამყარებას.
1921 წელს საბჭოთა
რუსეთის მიერ
საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის ოკუპირების
შემდეგ დარჩა
საქართველოში და
ჩამოსცილდა აქტიურ
პოლიტიკურ საქმიანობას;
1921-1922 წლებში მუშაობდა საქართველოს
ეკონომიკური მდგომარეობის
საკითხების მეცნიერულ
შესწავლაზე; ნაშრომების
მცირე ფრაგმენტები
იბეჭდებოდა ქართულ
პრესაში.
დიომიდე თოფურიძე
საქართველოს სსრ
საგანგებო კომისიამ
("ჩეკა") დააპატიმრა 1922 წელს. გაათავისუფლეს რამდენიმე
თვის შემდეგ.
1923 წელს ბოლშევიკური
რეჟიმისა და
მისი უშიშროების
ორგანოების ზეწოლითა
და ტერორის
გამოყენებით მიმდინარე
პარტიების „თვითლიკვიდაციის“ კამპანიის
დროს დიომიდე
თოფურიძე კვლავ
დააპატიმრეს; ციხეში
მყოფმა დიომიდე
თოფურიძემ 1923 წლის 13 სექტემბერს
პრესაში განაცხადა,
რომ 1921 წლის შემდეგ
გაწყვეტილი ჰქონდა
კავშირი საქართველოს
სოციალ-დემოკრატიულ
მუშათა პარტიასთან
და ლოიალურად
იყო განწყობილი
საბჭოთა ხელისუფლების
მიმართ. ამ
განცხადების შედეგად
გარკვეული ხნის
შემდეგ გაათავისუფლეს.
1923 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ
„საქართველოს სახალხო
მეურნეობასთან“.
1923 წელსვე დაინიშნა
სსრკ ფინანსთა
სახალხო კომისრის
რწმუნებულის სამმართველოში ფინანსურ
ინსპექტორად, შემდეგ
კი - ადგილობრივი
ფინანსების განყოფილების
მმართველად; მანვე
დააყენა საკითხი
რწმუნებულის აპარატის
საქართველოს სსრ
ფინანსთა სახალხო
კომსარიატად გარდაქმნის
შესახებ და
რეორგანიზაცის შემდეგ
კვლავ აგრძელებდა
ახალ კომისარიატში
მუშაობას.
1929 წლამდე იყო
საქართველოს სსრ
საგეგმო კომისიის
საბიუჯეტო-საფინანსო
სექციის თავმჯდომარე;
შემდეგ მუშაობდა
„სოფლის კავშირის“
საფინანსო-ეკონომიკური
საკითხების კონსულტანტად.
1930 წლისთვის გადაწყვიტა,
მთლიანად სამეცნიერო
კვლევებისათვის დაეთმო
დრო და
პენსიაზე გავიდა;
გამოაქვეყნა რამდენიმე
წიგნი საქართველოს
ეკონომიკის, სახალხო
მეურნეობისა და
ფინანსების საკითხებზე.
1937-1938 წლების დიდი
საბჭოთა ტერორის
დროს საქართველოს
სსრ შინსახკომმა
ძალისმიერი მეთოდებით
მოახერხა საქართველოს
სოციალ-დემოკრატიული
მუშათა პარტიის
ყოფილი ლიდერებისაგან, მათ
შორის დამფუძნებელი
კრების დეპუტატებისაგან, აღიარებითი
ჩვენებების მიღება,
რომელთა თანახმადაც
საქართველოში არსებობდა
კონტრრევოლუციური „მენშევიკური
ცენტრი“, რომლის
მიზანიც შეიარაღებული
გადატრიალება და
უცხოეთიდან სამხედრო
ინტერვენციის გზით
საბჭოთა სახელმწიფოს
დამხობა იყო.
დიომიდე თოფურიძე
დააპატიმრეს 1937 წელს, თბილისში,
საკუთარ სახლში,
„მენშევიკური ცენტრის“
წევრობისა და
„დივერსიულ-მავნებლურ
ჯაშუშთა ორგანიზაციაში“ „შოვინისტურად
განწყობილი ქართული
ინტელიგენციის წევრების
გადაბირების“ ბრალდებით.საქართველოს სსრ
შინსახკომთან არსებულმა
განსაკუთრებულმა სამეულმა
(ე. წ.
„ტროიკა“) 1937 წლის 10 დეკემბერს
დახვრეტა მიუსაჯა. ძიებისას თავი
დამნაშავედ არ
ცნო. დახვრიტეს
11 დეკემბერის ღამეს.
1939 წელს ბაქოში
დააპატიმრეს დიომიდე
თოფურიძის შვილი,
ინჟინერი ალექსანდრე
თოფურიძე და
„შრომა-გასწორების
კოლონიაში“ გადაასახლეს
მაგადანში, სადაც
1942 წლის 30 აპრილს დახვრიტეს
„კონტრრევოლუციური აგიტაციის“
ბრალდებით.
დიომიდე თოფურიძე
რეაბილიტირებულია საქართველოს
სსრ უზენაესის
სასამართლოს მიერ
1956 წლის 16 აპრილს.
წყარო:archive.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.