გაზეთ "კომუნისტის" 1926 წლის N286-ში გამოქვეყნებული მასალიდან ნათლად ჩანს, თუ რა მძიმე პირობებში უხდებოდათ სასულიერო პირებს მოღვაწეობა.
ყველგან
კეთილმოწყობაზე და აღმშენებლობაზეა ლაპარაკი. გაცხოველებული მუშაობა სწარმოებს ქალაქებისა
და სოფლების გამშვენიერება-გაფართოებისათვის. მხოლოდ ხეთის ეკლესია ჩამორჩა საერთო
ფერხულს. მისი სახურავი გაცრეცილია, როგორც მამაო გრიგოლის გახუნებული ცილინდრა და
კედლები შელანძღული, როგორც მამაოს ანაფორის კალთები.
მობეზრდა
თავი გრიგოლს. გლეხებმა მოიძულეს ხატი და ჯვარი. ეკლესიაში ქუდი რომ ვისშესთვის შეეგდოთ,
მაინც არავინ შედიოდა. ბოლო დროს მამაო „ღმერთმაც“ გასწირა. წვიმა და ავდარი, ტანჯვის
წუთები იყო გრიგოლისათვის. გაცრეცილი და შელანძღული ეკლესია ვერ უძლებდა ავდრის ქარსა
და შხეფს.
გრიგოლი
შეუდგა ეკლესიის კეთილმოწყობას, მაგრამ მისი მორალი, მოგეხსენებათ, ასეთია: „ჯერ თავო
და თავო, მერე სხვაო და სხვაო“. ის „თავი და თავი“ თვითონ იყო და „სხვა“ — კი ეკლესია.
რის ვაივაგლახით შეჰკრიბა მან მთელ სოფელში სამიოდე მოხუცი გლეხი და შეჰქმნა „საეკლესიო
საბჭო“. საბჭომ დაიწყო მუშაობა იქედან, რომ დაბეგრა ხეთელი ქათმები. გრიგოლს ყოველ
წირვის თუ მღვდელ-მსახურების დროს თბილ-თბილ კვერცხებს მიართმევდა. რა არის: ხმა გაიწმინდოს,
რომ სახარება ტკბილათ ჩააღაღადოსო.
მაგრამ
კეთილმოწყობის საქმე გრიგოლის ყელზე არ გაჩერებულა. საეკლესიო საბჭო გაცილებით უფრო
ენერგიულად. მუშაობდა, ვიდრე ზოგიერთი ჩვენი თემსაბჭო. ერთ თავის სხდომაზე საბჭომ დაადგინა—
შეაწეროს სოფელს ეკლესიის კეთილმოწყობის მიზნით კომლზე თითო მანეთი, ან თითო კალათი
სიმინდი. საბჭო გულკეთილია: თუ ფულით არა, ნატურითაც მიიღებს შესაწირს, ეს იყო ოღონდ,
რომ საბჭოს დადგენილების შემსრულებელი აპარატი არ ყავდა. ამიტომ თვით „პატივცემულ“
საბჭოს წევრებმა აიკიდეს ეს ტომრები და დაუარეს სოფელს. სადაც არ მივიდენ ეკლესიის
მოციქულნი, ყველგან კუდით ქვა ასროლიეს გლეხებმა. „რის ეკლესია, რის გრიგოლი? მოგცლიათ
ვიღაცები ხართო“. დაუმალავ დაცინვით ეუბნებოდენ გლეხები მესიმინდე წმინდანებს.
მაგრამ
ეკლესიის კეთილისმყოფელნი გულს არ იტეხდენ. ისინი ბეჯითად განაგრძობდინ ერთი გლეხიდან
მეორესას გადასვლას და ამ სიარულში ერთ-ერთ კომუნისტ გლეხის ოჯახსაც მიადგენ. თვითონ
კომუნისტი გლეხი სახლში არ აღმოჩნდა. ხელში მოჰყვათ მისი მამა. მაგრამ ამ მოხუცმა ისეთი
დღე დაუყება ძალათმაცხონე გრიგოლის აგენტებს, რომ საბრალოებმა ჭიშკარიც ვეღარ მიაგნეს.
დარჩა
ხეთის ეკლესია „კეთილმოუწყობელი“. დარჩა. გრიგოლი ხახა მშრალი. როგორ წახდა დრო, როგორ
დაჰკარგა გლეხებმა რწმენა ანაფორიანისადმი?