15.06.2026

ხობის "კოლხეთის" ვეტერანი ფეხბურთელი და კაპიტანი, ზურაბ ლატარია იუბილარია

 ზურაბ ლატარია დაიბადა 1958 წლის 15 ივნისს ქალაქ ხობში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის გლდანის საფეხბურთო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა სოხუმის გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1980 წელს.

 


ზ. ლატარია 1975-1978 წლებში თამაშობდა სოხუმის „დინამოში“ (მეორე ლიგის მე-9 ზონა)

1979 წელს ფოთის „კოლხეთში“, ხოლო 1980-1-81 წლებში თბილისის „სკაში“.

 როსტოვში გამართულ შეიარაღებული ძალების და საზღვაო ფლოტის თასის გათამაშებაზე თბილისის „სკამ“, რომლის კაპიტანიც ზურაბი იყო, პირველი ადგილი დაიკავა.

 ზ. ლატარია 1982-1988 წლებში მშობლიური ქალაქის გუნდის „კოლხეთის“ ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანია.

1985 წელს დასახელდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მარცხენა მცველად.

ზ. ლატარიას კაპიტნობით ხობის „კოლხეთი“ 1987 წელს გახდა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, ხოლო 1988 წელს საქართველოს ჩემპიონი.

1989 წელს ზ. ლატარიამ ერთი წელი ითამაშა ოზურგეთის „მერცხალში (მეორე ლიგის მე-9 ზონა).

1990 წელს დაბრუნდა ხობის „კოლხეთში“ კაპიტნის რანგში და  1990-1993 წლებში გუნდთან ერთად ასპარეზობდა ეროვნულ ჩემპიონატში.

2010 წელს ხობის „კოლხეთის“  მთავარი მწვრთნელი.

2012 წელს დააფუძნა ქალ ფეხბურთელთა გუნდი ქალაქ ხობში, რომლის აღზრდილმა 18 მოთამაშემ საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა.





ზურაბ ლატარიას მინიჭებული აქვს მწვრთნელთა ლიცენზიის  “B”  და “C” კატეგორია.

ზ. ლატარია საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ აქტიურად არის ჩართული ბავშვთა ფეხბურთში. ის წლების განმავლობაში იყო სასპორტო სკოლის და საფეხბურთო სკოლის დირექტორი. დღეს ის ქალ ფეხბურთელთა გუნდ ხობის „კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელი და ხობის „კოლხეთის“ დირექტორის მოადგილეა.

 

28.05.2026

ხობში აფთიაქის გახსნის შესახებ

 ძვირფას მასწავლებლის ხსოვნას

. . ძიუბენკო

აქ რამოდენიმე დღის წინად გარდაიცვალა ფარმაცევტთა შორის საკმაოდ ცნობილი ვალერიან ვასილის ძე ძიუბენკო.

ეს ერთი ძველ და გამოცდილ ფარმაცევტთაგანია. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის სამეგრელოს ხალხის გაჯანსაღებაში. მთელ სენაკ-ზუგდიდის მაზრაში იშვიათია ისეთი ფარმაცევტი, რომელიც მისი გაზრდილი არ იყოს.

ვალერიან ძიუბენკო დაიბადა . ქუთაისში 1861 წელს. იქ მან დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, მაგრამ იმდენი შეძლება არ ქონდა, რომ სწავლის დასამთავრებლად სადმე წასულიყო. 1880 წელს იგი შევიდა მოწაფეთ სენაკის აფთიაქში ვასკევსკისთან. 3 წლის სამსახურის შემდეგ იგი გაემგზავრა კიევში, სადაც ჩააბარა გამოცდები პროვიზორის თანაშემწეობაზე.

1883 წლის 27 ივნისს იგი ისევ სენაკში დაბრუნდა და შეუდგა ენერგიულ მუშაობას. ამ დროს მისი თაოსნობით გაიხსნა აფთიაქი სამტრედიაში. ძიუბენკო დიდ ნივთიერ გაჭირვებას განიცდიდა, რადგან მას სარჩენი ყავდა მთელი ოჯახი, მაგრამ ის მაინც არ ანებებდა თავს სწავლას და 1888 . გაემგზავრა ხარკოვის უნივერსიტეტში. იქ მან დაასრულა ფარმაციის კურსი და მიიღოპროვიზორისსახელწოდება.

დაბრუნებისას, ის ისევ სენაკში იყო, შემდეგ ის ბათუმში მიიწვიეს, იქედან ქუთაისში აფთიაქის მოსაწყობად.

შემდეგ, ამხანაგების დახმარებით, მან გახსნა აფთიაქი . ხობში (სენაკის მაზრა) სადაც ათი წელიწადი დარჩა. აქ ძიუბენკომ ადგილობრივ საზოგადოების დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. ხობიდან ძიუბენკო გადავიდა სამტრედიაში, შემდეგ ქუთაისში და 1908 . ისევ სენაკს დაუბრუნდა.

1921 წელს ის დანიშნეს ახალ-სენაკის აფთიაქის გამგეთ და ამ თანამდებობაზე იყო სიკვდილამდე.

45 წლის განმავლობაში ის უანგაროდ ემსახურებოდა ფარმაციის საქმეს დასავლეთ საქართველოში. დაუღალავი, ენერგიული მუშაყი, ის ამავე დროს მეტად მგრძნობიარე ადამიანი იყო, რომელიც ყოველთვის დახმარების ხელს უწვდიდა გაჭირვებულთ და მშობლიურ სიყვარულით ეპყრობოდა შეგირდებს.

მის გაზარდილი მუშაყებს ყოველთვის ახსოვთ ეს იშვიათი ადამიანი, მისი მოპყრობა და რჩევა-დარიგებანი. მთელი ხალხი, რომელთანაც ძიუბენკოს ჰქონდა საქმე, მადლობით და პატივისცემით იხსენიებს მის სახელს.

„მუშა“ N786, 1925 წ.

 

 . ხობი (სამეგრელო). კეთილი აფთიაქარი. 9 წელიწადია, რაც . ხობში თავის ხარჯით აფთიაქა გახსნა . ვალ. ვას. დზიუბენკოვმა, — ამ დროის განმავლობაში, მუდამ ღია იყო მისი აფთიაქის კარი, ფულიანი და უფულოსთვის დიდდა და პატარასთვის. ვინ ჩამოთვლის, თუ რამდენ გაჭირვებულისთვის მას გაუწვდია მარჯვენა მისი ისე, რომ მარცხენას არ გაუგია. სწორეთ, ნამდვილი უებარი წამალი იყო ყველასთვის, თვისის ალერსიანის დარიგებით, მეტად ბეჯითი იყო თავის მოვალეობისა. -ნი დზიუბენკო დიდი შემწეობას გვაძლევდა დაბა ხობის და აგრეთვე გარშემო მისი მდებარე სოფლის მცხოვრებლებს მით, რომ მან თავის ხარჯით გააწყო ფოსტის კარრესპონდენციების ყუთი, რომელიც ყოველ დღე დაჰქონდა დელიჟანს ახალ-სენაკის ფოსტიდან. ამის შემწეობით ბევრმა აქაურმა მცხოვრებლებმა დაიწყეს სხვა და სხვა რუსულ ქართულ გაზეთების გამოწერა და კიდევაც ყველანი თავის დროზე ღებულობდენ.

არც ერთ მოხელეს არ დაუმსახურებია ის სიყვარული და პატივისცემა, როგორიც . დზიუბენკომ; ამიტომ . ხობის ვაჭრებმა სადილით პატივი სცეს. ვისურვებთ მის მოადგილესაც დაემსახუროს ასეთი სიყვარული... . დზიუბენკოს კეთილ კაცობას სადილის და სიტყვების მაგიერ ჩვენ აღვნიშნავთ პატარა კალმის წვერით. ვისურვებთ მისთვის სიცოცხლეს, კვლავ მოყვასთა სასარგებლოდ.

„ცნობის ფურცელი“ N634, 1898 წ.



 

 

 

ივანე იოსავა

 † ივანე იოსავა

მარტის 9-ს დასაფლავებულ ქართველ მეომართა შორის იყო ძვირფასი ამხანაგი ივანე იოსავა განსვენებული ერთგული წევრი იყო ჩვენი პარტიისა, მოყვარული თავის სამშობლოსი და თავის ხალხისა თავის პირად მთქმელობისა და უსამართლობის წინააღმდეგ შეუპოვრობის გამო მას ბევრი მტერი ყავდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი მეგობარი.


და დღეს ეს მეგობრები გულდათუთქული და ცხარე ცრემლით დავტირით მის ასე უდროოდ დაღუპვას.
მშვიდობით ძვირფასო მეგობარო უკვდავი იქნება შენი ხსოვნა შენს ამხანაგებს შორის.
ერთი ამხანაგთაგანი.

18.05.2026

ბაგრატ ნაჭყებია

 ხობის რაიონის მომღერალთა გუნდი ბაგრატ ნაჭყებიას ხელმძღვანელობით (1938წ.).



წყარო: Megrelian voice


ხობი (1939 წ.)
ხობის რაიონული ეთნოგრაფიული გუნდი ბ. ნაჭყებიას ხელმძღვანელობით მართავს საჩვენებელ კონცერტს.


აფიშაზე განთავსებულია ხობის რაიონული გუნდის ცეკვების ხელმძღვანელის ალექსანდრე ჯიჯეიშვილის ფოტო.