14.12.2023

კოტე ბახია

 კოტე ბახია დაიბადა 1905 წელს, სოფელ პირველ გურიფულში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ქ. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც 1927 წელს დაამთავრა ისტორიული განხრით, დაუფლებული იყო გერმანულ ენას.

სხვადასხვა დროს მუშაობდა შუა ქვალონისა და ბიის საშუალო სკოლებში. 1935-40 წლებში იყო პირველი ხორგის საშუალო სკოლის დირექტორი. 1941 წელს გადაყვანილ იქნა ხობის საშუალო სკოლაში, იმავე წლის სექტემბერში გაწვეულ იქნა დიდ სამამულო ომში.

ახალგაზრდა მეუღლეს ლუბა მელიტონის ასულ ლოლუას, ძალიან გაუჭირდა ხუთი შვილის მოვლა, მაგრამ სულით ძლიერი და მომთმენი გამოდგა, ჩუმად და უხმაუროდ ზრდიდა შვილებს, მოუთმენლად ელოდა მეუღლის ბარათებს და კოტეს მოლოდინში ათენ-აღამებდა.
კოტე ბახია 1942 წლის ივლისამდე იბრძოდა სევასტოპოლში, იქვე დაიჭრა და იწვა სევასტოპოლთან ახლო მდებარე საველე ჰოსპიტალში. გერმანელებს ჰოსპიტალიც დაუბომბავთ. იმ დღიდან შეწყდა კოტეს წერილები.
ამაოდ ელოდა დედა, მეუღლე და ხუთი შვილი. აღარ მოჰქონდა ფოსტას მისი სამკუთხა წერილები, რომელიც ყოველთვის შვილების დარდით იყო სავსე. 28 წლის ახალგაზრდა, ხუთშვილიანი დედა მეუღლის მოლოდინში ცხოვრობდა, წლები გავიდა, თმები გაუთეთრდა,
თავისი პირველი სიყვარული დასავიწყებლად ვერ გაიმეტა, ვერ გამოიგლოვა და მთელი ცხოვრება მის მოლოდინს შეალია, ვიდრე სიკვდილმა არ მოაკითხა.
„ქართული გვარ-სახელები“ - ი. ახუაშვილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.