ხობის ეკლესიას ხალხი მონასტერს უწოდებს. იგი მდებარეობს მდ. ხობის წყლის მარცხენა მხარეს ამაღლებულ ადგილზე, სინამდვილეში იგი უფრო ახლოსაა სოფ. ნოჯიხევთან, ვიდრე ხობთან, რომელიც მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ეკლესია დგას საკმაოდ დიდ მოვაკებულ ადგილზე და მის გვერდით კიდევ რამდენიმე ნაგებობაა.
სამონასტრო კომპლექსს გალავანი აქვს ირგვლივ, შესავალი ამ გალავანწი სამრეკლოდანაა, გარედან ქვის კიბეა რამდენიმე საფეხურით. სამრეკლოს ქვედა სართულში შიგნით შემოსასვლელიდან მარჯვენა კედელში მარმარილოს დაფაა დატანებული, ლღომელზედაც არის მხედრული წარწერა ასეთი შინაარსისა: არქიმანდრიტმა სიმეონ მამუკას ძე აფაქიძემ 1902 წელს გააკეთებინა სამრეკლოს იატაკი, კიბეები და სხვა. ქვემოთ საფლავია, მარმარილოს დაფით, უწარწერო, ალბათ იმავე აფაქიძისა. ცოტა ზემოთ არის საფლავი მაქსიმე ფილიპეს ძე ფაჩულიასი; ეს არის ეკვტერი. ეკეტერის მარცხენა მხარეს (აფაქიძის წარწერის პირდაპირ) არის გასასვლელი კარი. ამ მეორე მხარესაც ეკვტერი უნდა ყოფილიყო; იგი ახლა მთლად ჩამორეცხილია. აფაქიძის ეკვტერიდან საკმაოდ გრძელი ქვის კიბით აისვლება სამრეკლოში. სამრეკლო თლილი ქეისგან არის ნაშენი, კედლებზე არაფერი აწერია, აქვს შვიდი საკმაოდ დიდი სარკმელი და ერთი შემოსასვლელი. გალავნის შიგნით, შუა ადგილას დგას ბაზილიკური ტიპის ეკლესია. იგი ალაგ თუნუქით, ალაგ ყავრით არის გადახურული. ირგვლივ აქვს შემდეგი დროის: მინაშენები.ძირითად ნაგებობაზედაც და შემდეგი დროის მინაშენებზედაც არის ჩუქურთმები. საკურთხევლის მხარეს გარედან არის თაღებიცა და ჩუქურთმებიც. თვით შენობა თლილი ქვისაგან არის ნაგები, მინაშენებში კი მარმარილოს ფირფიტებიც აქვს ჩართული. ეკლესია მიგნით სამნავიანია. საკურთხევლის აქეთ-იქით სამკვეთლო და საფილონეა. საკურთხევლის ორ სვეტს გარდა კიდეე ორი წყვილი სვეტია. კანკელი თეთრია, თითქოს კირისა, შიგ ეკლესიაში დასაფლავებული არიან სხვადასხვა პირები. დასავლეთ მხარეს არის მინაშენი მთელ სიგრძესე სტოებად, 5 თაღით. მინაშენი არის ჩრდილოეთ მხარეზედაც, მთელ სიგრძეზე. აქ ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში არის ეკეტერი, რომელსაც გარეთ აქვს ქვა ქართული ასომთავრული წარწერით, რომელიც იხსენიებს ვამეყ დადიანს); თვით ეკვტერიც, ალბათ, ვამეყ დადიანისაა ან ყოველ ზენთხეევაში მისი ოჯახისა, როგორც ექ. თაყაიშვილი ფიქრობს?. ეკვტერში არის საკურთხეველი და ფრესკები. მოხატულობა ახლა საკმაოდ დაზიანებულია. წარწერები უპიოატესად ქართულია, მაგრამ აქა-იქ ბერძნული ასოებიც მოჩანს. მაგ., შესასვლელთან მარცხნივ, სადაც ხატია იესუ კუბოში, წერია: 11C X“C. ამ? ეკვტერს აქეს გარედან მარმარილოს ჩუქურთმებიანი ფირფიტები, ეკლესიის დანარჩენ მხარეებს მინაშენები არა აქვს. იატაკი ეკლესიაში ფილაქნისაა. ეკლესიას ჰქონია ქორებიც, მაგრამ ახლა იქ ასასვლელი ამოშენებულია.
ეკლესიაში შიგნით ბევრი ფრესკაა; ფრესკებს აქვთ ქართული და ბერძნული წარწერები?!. ფრესკათა ყველაზე ადრინდელი ფენა შერგილ დადიანის დოოისაა (XIII ს.), არის შემდეგი ხანის ფრესკჯკებიც (დაახლოებით XVII ს-ისა)!. საკურთხეველი. მარცხნივ (მნახველისათვის) ფრესკების I ფენაში დაბლა გამოსახულია საეკლესიო პირი, ახალგაზრდა კაცი; მასთან არის მოთავსებუ- ·ლი მხედოული წარწერა, რომლის IL სტრიქონი არ ირჩევა, ხოლო შემდეგ სწერია: „დავახატეინე ესე (საყდა)რი ჩემის სულის საცხოვნებლად". ამ გამოსახულე- -ბის ზმმოთ მთავრული ასოებით სწერია: ხობელი ნიკოლოზ. საკურთხეველში სარკმელების აქეთ-იქით არის 3--3 წმინდა მამა, ხელში გრაგნილებით. პიდღებს სახელები აწერია ქართულად, ხოლო გრაგნილებზე ბერძნული წარწე- «ებია. ზოგი ძალიან არის დახიანებული, ზოგი შედარებით ოკეთ ჩანს (# 173).
ხობის ბერძნული წარწერები უეჭველად ატარებენ გვიან ბიზანტიური ხანის ნიშნებს, ხოლო პალეოგრაფიული და ლექსიკური მონაცემებით: XVI-XVII საუკუნით თარიღდებიან. ლიტერატურაში მოხსენებული ბევრი სამღვდელთმსახურო .ნივთი ხობის მონასტრისა ამჟამად „მეტეხის“ მუზეუმშია დაცული (ამის შეს. იხ, ქვემოთ)- ხობში არაფერია შენახული.
ხობის ტაძრის მოხატულობის დიდი ნაწილი, როგორც ცნობილია, წარმოადგენს ღვთისმშობლის ცხოვრების დასურათებას, ფრესკებს შესაფერი ბერძნული წარწერებიც აქვთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.