15.11.2022

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაშფერდის ტოპონიმები

 ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაშფერდის ტოპონიმები.

ტოპინიმური მასალა ჩაწერილია 1983 წელს. ინფორმატორები და მეგზურები იყვნენ:

 ალექსანდრე (გვეჯე) ბასილაია

გრიგოლ ბასილაია

ქსენია გედენიძე

ვლადიმერ (ჩიხო) გოგია

ზაურ ვეკუა

ჭიჭიკო ვეკუა

კირილე (ცუკა) კვირკვაია

 

გა- სერი.  იწყება სოფ. ახალხიბულის ცენტრში და გრძელდება სოფ. კირცხამდე გა „დაბალი სერი.“ ამ სერის მიხედვით დაერქვა გაშფერდი სოფელს მე-19 საუკუნის ბოლოს ( ასე გადმოსცემდნენ ხანდაზმულები ).

გოგიშ მუხური- სახნავი სოფ  ზუბის საზღვართან.

გრამატა- სახნავი ხობისწყლის ჭალაში, კოპიოს გვერდით. „ სანადელო იყო, გლეხები ამუშავებდნენ და ყოველწლიურად ფულს უხდიდნენ დადიანს. საბუთად ქონიათ „უსტავნი გრამოტა“

დათაშ ნოხორი- ფერდობი, ტუნგის ნარგავები გას. აღმ. კალთაზე.

იაგორაშ ტობა -მორევი ხობისწყალზე, იაგორა აქ ჩამხრჩვალა.

ილიაშ მუხური -სახნავი ლეტეშში. ეკუთვნოდა ილიას.

იოსკაშ  წყურვილი -წყარო სოფ. კირცხის საზღვართან.

კოპიო - სახნავი ხობისწყლის ჭალაში, გრამატას გვერდით . დადიანისგან იყიდეს კვირკვაიებმა და ჰქონდათ სათანადო საბუთის ასლი.

ლეფონი „ლაფანი“   - სახნავი სოფ. კირცხის საზღვართან.

ლეტაიში -ჭალა-ტყე, იგივე ლეტეში.

ლეტეში/ლეტაიში -ჭალა-ტყე ხობისწყლის მარჯვ. ნაპირას, სოფ. კირცხიდან 2 კმ-ზე. ლეტა „ტალახი“ -ლეტა-იშ-ი -ლეტეში

მექანიზაციაშ ჩაი -ჩაის ფართობი საბასილაიოში, ჯღანჯღაშ მინდორთან, იხ. ჯღანჯღეფიშ ფართობი.

მეხკალი/მეხკალიშ ფართობი -სახნავი ხობისწყლის ჭალაში. მეხკალი „ნეკერჩხალი“

მეხკალალიშ ფართობი  -სახნავი, იგივე მეხკალი.

ნაანთხალიანი  -სახნავი ხობისწყლის ჭალაში, მეოთხედი („ნაანთხალი“) ქცევა იყო.

ნაკანტორ -ბორცვი ხობისწყლის ჭალის ბექობზე, აქ დადიანს ედგა ყაზარმა და ანგარიშს უსწორებდა  გლეხებს.

ნამარან „ნამარნევი“ -სახნავი საბასლაიოში.

ნატრაქტორ -ჩაის ფართობი საბასლაიოში. ტრაქტორმა პირველად აქ მოხნა მიწა 1936 წელს.

ნაფოშტუ-სახნავი სოფ. კირცხის  საზღვართან, სადაც გადიოდა შქა სამარგალოშ შარა ზუგდიდის შემდეგ აქ ხდებოდა ფოსტის ცხენების გამოცვლა.

ნეძიშ ფართობი - სახნავი სოფ. ზუბის საზღვართან. ნეძი „ნიგოზი, კაკალი“.

ნოთე - ერქვა სახნავს სოფლის ცენტრში. ამუშავებდა 30-იან წლებში შექმნილი ამავე სახელწოდების ამხანაგობა“. ნოთე „ჩირაღდანი, კვარი“.

ოგინე „სახბორე“ - სახნავი ხობისწყლის ჭალაში, სადაც კოლმეურნეობის სახბორე ყოფილა.

ოზაკალე - სახნავი ხობისწყლის ჭალაში. ზაკალი „ბზა“.

ოკათაფუ „ხერთვისი, წყალშესართავი“ - საძოვარი ოჩხომურისა და ხობისწყლის შესართავთან.

ოკარკალეში „რაკრაკა“ - წყარო საკვირკაიოში. ოკარკალე წყალი საერთოდ წკრიალა წყალია.

ოკურჩხალე - ღელე. იწყება საბასილაიოში, ალ. ბასიალიას ეზოში. ინფ: სინამდვილეში ეს არის ოკიბორჩხალე. აქ ბევრი იყო კიბოია, ანუ კიბორჩხალა. ღამით ხელში სინათლით დაუყვებოდნენ. კიბორჩხალები გაინაბებოდნენ და ადვილი დასაჭერი იყო“.  

ორდვეში - ტლაპო ხობისწყლის ჭალაში. ონდვეში - ნდუალა „ტლაპოში ჩაძირვა“.

ონწარე - ჭაობი ხობისწყლის ჭალაში. ონწარე არაღრმა ლაქაშიან ტბას აღნიშნავს.

ორთალიანი - სახნავი ხობისწყლის ჭალაში. ორთალი ერთი ქცევა მიწაა.

ორჭოლე - ჩაის ფართობი უჩარალსა და ოღეჯერალს შუა. იყო ჭაობნარი და ხარობდა (რ)ჭოლი „ჭილი“.

ოღეჯეღალ - ღელე, წიფურღალის ზემო წელი. მოედინებე სოფ. კირცხიდან, ჩაუვლის ნატრაქტორს.

ოჩხვარუეში - სახნავი ხობისწყლის ჭალაში, გრამატასთან. აქ მდინარის ტოტზე გამართული იყო ღუმუშ ოჩხვარუე „ღომის საცეხველი“.

ოხვამეფერდი - ბორცვი სოფ. კირცხის საზღვარზე, გას ნაწილი.

საბას(ი)ლაიო - უბანი სოფ. კირცხის საზღვართან.

საკვირკვაიო - უბანი სოფ. ზუბის საზღვართან.

სესიშ ღალ - ღელე სოფ. ზუბის საზღვართან.

ტარიშ ნოხორი - ტუნგის ნარგავები გას აღმ. კალთაზე.

ტები/ტყაიტები - ტყე ხობისწყლის ჭალასა და საბასილაიოს შუა. ინფ; „ტები უჩა დიხა რე, ბარაქუა უღუ“ (ტები შავი მიწაა, ბარაქა აქვს).

ტკილტობა - მორევი ოკათაფუს ქვემოთ ხობისწყალზე. ტკილი მერგელის ქანია.

ტრიფონიშ წყურგილე - წყარო გას აღმ. კალთაზე.

ტყაიტები - ტყე. იგივე ტები.

ტყაიტებიშ ყვანა - სახნავი ტყაიტებიში.

უჩანაშ ნადუქარ - მინდორი საბასილაიოში.

უჩა ტობა - ტბორი ხობისწყლის ჭალაში.

უჩა ღალ(ი) - ღელე, ოღეჯეღალის მარცხ. შენაკადი. გაე-დინება ტებიდან.

ფრიალეშ ჭალე - საძოვარი ხობისწყლის ჭალაში. ფრიალე „ვერხვი“.

ცაკვაშ ნოხორე - სახნავი ლეტეშში, სოფ. კირცხის საზღვართან. ცაკვა ქალის სახელია.

ცქუმუნტური/ცქუმუნტურიშ ფართობი - ჩაის ფართობი სოფ. კირცხის საზღვართან. ინფ: „ტყე გაკაფეს ჩაის გასაშენებლად და მხოლოდ ცქუმუნტური („ზღმარტლის ხე“) დატოვეს. უკვე არ დგას“.

ცქუმუნტურიშ ფართობი - ჩაის ფართობი. იგივე ცქუმუნტური.

ძერწონი „ძერწონი“ - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

წისქვილიშკარი - სახნავი ლეტეშში.

წიფურონი - ტყე წიფურღალის ხეობაში.

წიფურღალ - ღელე, წისქვილიშ წყარის შენაკადი. ზემო წელზე ეწოდება ოღეჯეღალ.

ჭალე - ხობისწყლის ჭალა.

ჭერეხი - საძოვარი ხობისწყლის ჭალაში. ჭერეხი ქვიან-ქვიშიანი წყლისპირია.

ჯახუშ ღალუ - ღელე. საზიარო სოფელ ზუბთან.

ჯინორიაშ ფერდი - ფერდობი საბასილაიოში.

ჯოგოშ ნოხორი - ჩაის ფართობი გას აღმოსავლეთ კალთაზე.

ჯღანჯღაშ მინდორი - ერქვა მინდორს საბასილაიოში. ამჟამად ჩაის ფართობია და ეწოდება მექანიზაციაშ ჩაი.

 

პაატა ცხადაია სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, ტ. III, 2007  წელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.