ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის ტოპონიმები. ტოპინიმური მასალა ჩაწერილია 1983 წელს.
პაატა ცხადაია “სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი”, ტ. III, 2007 წელი.
ადამიეფიშ ფერდი -სერი.გას.დასაწყისი ნაწილი საადამიოში.
ადამიეფიშ წყურგილი - წყარო საადამიოში.
ანდრიაშ ნოხორი
- ჩაის ფართობი ყოფილი ჩაის მეურნეობის
ტერიტორიაზე.
ანდრიაშ წყურგილე -წყარო ყოფილი ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე.
აქსენტიშ ტყა - ტყე, დადიაშ ტყის ნაწილი.
აქსენტის წურგილე -წყარო ოტურეშში.
ბარბალეშ წყარო -
წყარო საადამიოში.სამკურნალო წყალი იყო და ამოდიოდა მეწამლე ქალის
- ბარბალეს - ეზოში. წყალი უხდებოდა კუჭს ( კერძოდ, არჩენდა კუჭის
წყლულს )
ბათიშ ნოხორი - ერქვა ჩაის ფართობს ყოფილი ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე.
ბარგატიეფიშ ფერდა - ტყე,ფერდობი ღადიდის ნაპირას,ბარგატია
(ბაგრატიას ვარიანტი ჩანს) ძალზე მცირერიცხოვანი გვარია (სულ 26 სული საქართველოში
)
ბეგოშ ნოხორი
- ჩაის ფართობი ყოფილი ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე.
ბჟალაშ ნოხორი -
ჩაის ფართობი ღადიდის მარჯვ.ნაპირას,ბჟალავა გვარია.
გაგუაშ ტყა
- ერქვა ტყეს. ყოფილი ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე .
გელაშ ტომბა /ვარდიაშ ტომბა - მორევი ჭანისწყალზე. ვარდია -გვარია.
გვიმიშ წყურგილე
- წყარო ჭანისწყლის ჭალაში, მაიაშ წყურგილის
ზემოთ. გვიმი არის გულამოღებული ხე, რომელსაც
წყაროში ჩადგამდნენ, რათა წყალი სუფთა ყოფილიყო.გვიმს
აკეთებენ კერამიკისაგან და ამჟამად რკინა-ბეტონისაგანაც, კერძოდ ამ წყაროში თიხისაგან
გამომწვარი გვიმი იყო ჩადგმული.
გიგშაშ ნოხორი - სახნავი ჭანისწყლის ჭალაში, “ აქ ცხოვრობდა გიგშა ბარძემიშვილი, დადიანის მოახლის
ქმარი. იგი გამოყვანილია პერსონაჟად ფუცუ დგებუაძე-ფულარიას
რომანში.“
გიგშაშ ტომბა
- მორევი ჭანისწყალზე.
გლეხიშ შარა /სიჭინაშ შარა - ნაგზაური
გზა ღურწკაიაშ ფონის (მდ.ჭანისწყალზე) გავლით მიემართებოდა ზუგდიდისკენ,გლეხები მხოლოდ
ამ გზით სარგებლობდნენ,დადიანს ჰქონდა თავისი
გზა და იმ გზაზე სიარულის უფლებას არ აძლევდა გლეხებს. შდრ. დადიანიშ
შარა.
გრამატაშ ტყა - ტყე ყოფილი ხიბულის ჩაის მეურნეობის
ტერიტორიაზე. გრამატა იყო დადიანის მიერ გაცემული მიწა-წყლის კუთვნილების უფლება.
დადიაშ მამული - ტყე ღადიდის ნაპირას.
დადიანიშ ნოხორი - საკარმიდამო. იგივე მაიაშ დოხორე.
დადიანიშ სარა - ნაგზაური. კიტიაშ ფონის (მდ. ჭანისწყალზე)
გავლით მიდიოდა ზუგდიდში. დადიანებისა იყო. გლეხებს თავისი გზა ჰქონდათ.
დადიაშ ტყა/სადადიო ტყა/მაიაშ ტყა - ტყე ღადიდის ორივე
ნაპირას.
დიდბეგი - ვაკე-მაღლობი. იგივე ენწერი.
დიდღალ - ღელე. იგივე ღადიდი.
დობერა - ფერდობები ოღეჯეღალის მარცხ. ნაპირას, საადამიოში.
დოხორეშ ტყა - ტყე ღადიდის მარჯვ. ნაპირას. დადიანს
აქ ჰქონდა დოხორე „სასახლე“.
ენწერი/დიდბეგი - ვაკე, ჩაის ფართობი ჯაპიშაქრის საზღვარზე.
ვარდიაშ ტომბა - მორევი. იგივე გელაშ ტომბა.
ზოსიმეშ მიკოხილი - მფლატე ღადიდის მერჯვ. ნაპირზე.
მიკოხილი
„ჩამორღვეული”.
თომაშ ღალ/ქვარცხეფიშ ღალ - ღელე, ღადიდის მარცხ. შენაკადი.
კალანდიეფიშ ნოხორი - ერქვა ჩაის ფართობს ყოფილი ჩაის
მეურნეობის ტერიტორიაზე.
კაზაშ ნოხორი - ერქვა ჩაის ფართობს ყოფილი ჩაის მეურნეობის
ტერიტორიაზე.
კაზაშ წყურგილე - წყარო ყოფილი ცაის მეურნეობის ტერიტორიაზე.
კერაშ ნოხორი - სახნავი სოფ. კირცხის საზღვარზე.
კიტიაშ ფონი - ფონი ჭანისწყალზე. იხ. დადიანიშ შარა.
კოლიაშ ტომბა - მორევი ღადიდზე.
კოხიაშ ფონდი - ტყე ღადადის მარჯვ. ნაპირას. კოხია გვარი.
კურკუცია/საადამიოშ კურკუცია - მრგვალი ბორცვი, საადამიოს
სერზე. ჰგავს ხელოვნურს.
ლაშხიაშ წყურგილე - წყარო ყოფილი ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე.
მაია დადიანიშ ჭალე - ჭალა. იგივე სადადიო ჭალე.
მაია დადხეშ წყურგილე - წყარო ჭანისწყლის მარცხ. ნაპირის
მაღლობზე.
მაიაშ დოხორე/დადიანიშ ნოხორი - საკარმიდამო ღადიდსა
და ჭანისწყალს შუა.
მაიაშ ტყა - ტყე. იგივე დადიაშ ტყა.
მაკირნეშ წყურგილე - წყარო სანადარიოში.
მენჯი - სახნავი. იგივე ჟღები.
მთავარანგელოზი/საღურწკაიოშ ოხვამე - სასაფლაო საღურწკაიოში.
მიხაშ ნაწისქვილ - მინდორი ღადიდის ნაპირას.
ნადარაიეფიშ ნოხორი - ერქვა ჩაის ფართობს ყოფილი ჩაის
მეურნეობის ტერიტორიაზე.
ნალამუ - ჭალა-სახნავი ჭანისწყლის მარცხ. ნაპირას, საქანთარიოშ
წალის ქვემოთ.
ნამეშხურ(უ) - სახნავი ჭანისწყლის მარჯვ. ნაპირას. ეკუთვნოდა
მეშხურეს, ე.ი.მეცხვარეს.
ნაშენ/ციტრუსიშ ჭალე - სახნავი ჭანისწყლის ჭალაში, საღურწკაიოს
ქვემოთ. ნაშენ ადრევე ერქვა. მერე მანდარინი გააშენეს და არ იხარა. მანდარინს ციტრუსსაც
უწოდებენ. ნაშენ(ი) - ბაღვენახიანი ადგილი.
ნაჭანდარ(უ) - ჩაის ფართობი საგობეჩიოში.
ნაჭილუ - სახნავი ჭანისწყლის მარჯვ. ნაპირას.
ნესტორიაშ ტყა - ტყე ღადიდის ნაპირას.
ნესტორიაშ ნაწისქვილ - მინდორი ღადიდის ნაპირას.
ნეძონი „კაკლნარი“ - სახნავი ჭანისწყლის მარცხ. ნაპირას.
ნიკოშ ტომბა - მორევი ღადიდზე.
ოლეფონე - სახნავი ჭანისწყლის მარჯვ. ნაპირის ჭალაში.
ლეფონი „ლაფანი“.
ოტოფუე - მორევი ღადიდზე. ტოფუ თევზია ერთგვარი, ამოდიოდა
ჭანისწყლიდან. შდრ. ქარ: ტობი.
ოტოფუეშდუდი - წყალმარჩხი ღადიდზე.
ოტუნგო - ტუნგის პლანტაცია ოღეჯეღალის ხეობაში.
ოტურე(ში) – „სატურისი“ - ტყე ოღეჯეღალის ხეობაში, სოფ.
გაშფერდის საზღვართან.
ოღაჭაჭიე/ოღეჯეღალი - ღელე. ღადიდს ერთვის მარცხ. მხრიდან
ჭანისწყლის ჭალაში. მოედინება სოფ. გაშფერდის საზღვრიდან. ღაჭაჭიას „კიბორჩხალა, ცხრაფეხა“.
ოღეჯეღალი - ღელე. იგივე ოღაჭაჭიე.
ოჩე - სახნავი ჭანისწყლის მარჯვ. ნაპირას, ნაჭილუსთან.
ოჩე „ფართო ყანა, დადიანის ყანა“.
ოხარჩალე - ღელე. იგივე ხარჩალა.
პილაშ წყურგილე - წყარო საჯიშკარიოში.
ჟღები/მენჯი - სახნავი, თხმელნარი ღადიდის მარცხ. ნაპირას.
ჟღები „ნესტიანი ადგილი; ჭანჭრობი“. მენჯი „ვეძა, სააბაზანო-სამკურნალო წყალი“.
საადამიო - უბანი ჯახუშ ღალისა და ოღეჯეღალის წყალგამყოფ
სერზე.
საადამიოშ კურკუცია - ბორცვი. იგივე კურკუცია.
საადამიოშ ფერდი - სერი ოღეჯეღალსა და ჯახუშ ღალს შუა.
საგოგიო - უბანი ჯახუშ ღალის მაარჯვ. ნაპირას. გოგიები
ჩამოსულან გურძემი-ლეგოგიედან (მარტვილის რ.).
სადიდიო ტყა - ტყე. იგივე დადიაშ ტყა.
სადადიო ჭალე/მაის დადიანიშ ჭალე - ჭალა ჭანისწყლის
მარცხ. ნაპირას.
სავარდიო - უბანი ჭანისწყლის მარცხ. ნაპირას. ვარდია
მცირერიცხოვანი გვარია (123 სული საქართველოში).
საკიტიო - უბანი ჭანისწყლის მარცხ. ნაპირას.
სალაშხიო - უბანი ოღეჯეღალის მარჯვ. ნაპირას. ლაშხიებისა
და ხულორდავების წინაპრები სალხინოდან ჩამოსახლებულან. იქ მათ ტეხურში კალმახი დაუჭერიათ
და დადიანისთვის მიურთმევიათ. დადიანს მიუცია სიგელი: ზღვასა და მთას შუა, სადაც ისურვებთ,
დასახლდითო - ლაშხიებს მოსწონებიათ გაშფერდი, ხულორდავებს კი - ჭანისწყლის ჭალა და
იქ დამკვიდრებულან.
სამალანიო - უბანი ჯახუშ ღალის მარჯვ. ნაპირას.
სანადარაიო - უბანი სოფ. ჯაპიშაქრის საზღვართან, ღადიდსა
და ოკიბორჩხალეს შუა.
საქანთარიო - უბანი ჭანისწყლის მარცხ. ნაპირის ბექზე.
უწინ ქანთარიები ესახლნენ. ახლა აქ სხვა გვარი მკვიდრობს.
საღურწკაიო - უბანი ჭანისწყლის მარცხ. ნაპირას.
საღურწკაიოშ ოხვამე - სასაფლაო. იგივე მთავარანგელოზი.
საჯიქიო - ტყე ღადიდის მარჯვ. ნაპირას, სოფ. კირცხის
საზღვართან.
საჯიშკარიანო - უბანი სოფ. გაშფერდის საზღვართან.
სისოშ ტობა - მორევი ღადიდზე.
სიჭინაშ შარა - გზა. იგივე გლეხიშ შარა.
ტები - სერი სოფლის ცენტრში, ღადიდსა და ოღეჯეღალს შუა.
„ტები ჯოხო მანგარ ტყას...“
ტკილიშ ტომბა - მორევი ჭანისწყლზე. ტკილი „მერგელის
ქანი“.
უჩა დადიაშ წისქვილი - ნაწისქვილარო ჭანისწყალზე. უჩა
პირსახელია.
ფაყე - ბექი, რომელიც გასდევს ჭანისწყლის მარცხ. ნაპირის
ჭალას... „წენწყარიშ გაგაჩი რე ფაყე“.
ფუტკარაიეფიშ სორო - ღელე, ღადიდის მარჯვ. შენაკადი.
სორო „მცირე ხევი, ან წყლის ვიწრო სადინარი ტყეში“.
ქანთარიაშ ტომბა - მორევი ჭანისწყალზე.
ქანთარიაშ ჭალე - ჭალა-სახნავი ჭანისწყლის მარცხ.ნაპირას,
საქანთარიოს ქვემოთ.
ქანთარიეფიშ წყურგილე - წყარო საქანთარიოში.
ქვარცხეფიშ ნოხორი - ერქვა ჩაის ფართობს ყოფილი ჩაის
მეურნეობის ტერიტორიაზე.
ქვარცხეფიშ ღალ - ღელე. იგივე თომაშ ღალ.
ქურდიანი - ჭალა-სახნავი ჭანისწყლის მარჯვ. ნაპირას.
ღადიდი/ღაჯიჯი/დიდღალ - მდინარე. მოედინება სოფ. კირცხიდან
(ჩხოროწყუს რ.) და ერთვის ჭანისწყალს მარცხნიდან სოფ. ახალხიბულაში, სანადარიოს უბანში.
ღალპიჯი „ღელისპირი“ - ტყე ღადიდის მარჯვ. ნაპირას.
ღაჯიჯი - მდინარე. იგივე ღადიდი.
ღურწკაიაშ ფონი - ფონი ჭანისწყალზე.
შადუშ ტყა - ტყე ოკურჩხალეს მარცხ. ნაპირას.
შეროზიეფიშ წყურგილი - წყარო სოფლის ცენტრის ჩრდ-დას.
ნაწილში.
ჩქონი - ტყე ჭანისწყლის ნაპირას. ჩქონი - მცირე კუნძული,
ნახევარკუნძული ან ეკალბარდიანი რიყე.
ჩქოფორიეფიშ ნაწისქვილ - ნაწისქვილარი ოღეჯეღალზე.
ციტრუსიშ ჭალე - სახნავი. იგივე ნაშენ.
ცხიმურიშჯინჯი „რცხილისძირი“ - ტყე ღადიდის მარჯვ. ნაპირას.
ძაძამიაშ ტყა - ტყე ღადიდის ნაპირას.
წინსვლა - ერქვა ამხანაგობას 30-იან წლებში, და შემდეგ
დაერქვა ჩაის ფართობს ყოფილი ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე.
წისქვილიშკარი - სახნავი ჭანისწყლის ჭალაში.
წყურგილიშ წყარი - ღელე, ღადიდის მარცხ. შენაკადი. სათავეა
ხულორდავეფიშ წყურგილი.
ჭითა ჩხორია - ერქვა ამხანაგობას 30-იან წლებში. შემდეგ
დაერქვა მის მიერ გაშენებულ ჩაის ფართობს სოფ. კირცხის საზღვართან. ჩხორია „მზის სხივი“.
ჭყონიშჯინჯი „მუხისძირი“ - გზათგასაყარი. ავტობუსის
გაჩერება სამალანიოსა და საგოგიოს შუა.
ხაიონი - მინდორი ბარბალეშ წყურგილთან. ხაია ისლისებური
მცენარეა.
ხარჩალია/ოხარჩალე - წყარო-ნაკადული ოღეჯეღალის მარცხ.
შენაკადი. წყალვარდნილი აქვს და ღარი უდგას. წყალი მასზე ჩამოდის ჩხრიალით.
ხულორდავაშ ტომბა - მორევი ღადიდზე.
ხულორდავეფიშ წყურგილი - წყარო ყოფილი ჩაის მეურნეობის
ტერიტორიაზე.
ჯახუშ ღალ - ღელე საადამიოში. გაედინება ზუბში.
ჯინორიაშ ფერდი - ბორცვი ჯახუშ ღალის მარჯვ. ნაპირას.
ჯიშკარიანიშ ნაწისქვილ - ნაწისქვილარი ჭანისწყალზე.
ჯიშკარიანიშ ფერდი - ფერდობი ღადიდის ნაპირას.
ჯღანჯღავეფიშ ნოხორი - ერქვა ჩაის ფართობს ყოფილი ჩაის
მეურნეობის ტერიტორიაზე.
ჯიშკარიანიშ ფონი - ფონი ჭანისწყალზე, კირცხის საზღვართან.
ჯღანჯღავეფიშ წყურგილი - წყარო სოფ. კირცხის საზღვართან.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.