02.06.2023

მწერალ რევაზ ჯაფარიძის წერილიდან ნაწყვეტი ხობის შესახებ

 ყველაზე მაღალი უახლოესი წერტილი, საიდანაც არამცთუ მარტო „კოლხეთის“ მამულები, ხობის რაიონის მთელი ჭალა  კიდით კიდემდე, თვით ზღვამდე მოჩანს, ჭიხუს მწვანე გორაკია.


                                                         ფოტო: ირაკლი შონია

მანდარინის, ლიმონის და ბამბუკის ნარგავებით მოხასხასე ამ კონუსისებურ გორაკს, თუ პირით უნაპირო ველისკენ დგახარ, მარცხნივ მდინარე ხობისწყალი ჩამოუდის. ზემოდან ჩანს, რომ ღმა ხეობიდან გამოვარდნილი ხობისწყალი აქ ჯერ ისევ მთის მდინარეა, მაგრამ აქვე ის კოლხეთის დაბლობზე გაივაკებს და, როგორც ნამდვილი ველის მდინარე, ერთბაშად მდორდება.

წყალგაღმა, ბებერ ცაცხვებში, მოჩანს ხობის ძველთაძველი მონასტერი. რომელიც გადმოცემით ლეგენდარული ცოტნე დადიანის მამა-პაპას უნდა აეშენებიონოს „ძვალშესალაგად და სულის საოხად“. ლეგენდა გვიამბობს, რომ აქ, ხობისწყლის პირას, შეჰყარა ცოტნემ თავისი ძლევამოსილი ლაშქარი, მონასტრის გალავანში სამშობლოს ერთგულებაზე დააფიცა და აჯანყების ცეცხლში გახვეული საქართველოს სხვა კუთხეების ლაშქართან შესაერთებლად მონღოლების წინააღმდეგ დაძრა.

ამ დღიდან მთელი ექვსი საუკუნის შემდეგ ხობის მონასტერში სწირავდა მოძღვარი, სამშობლოს თავისუფლებისთვის შეუდრეკელი მებრძოლი კონდრატე თათარიშვილი...

რევაზ ჯაფარიძე 1974 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.