06.06.2023

ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, პროფესორი ლაშა-გიორგი კუტალია

 ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, პროფესორი ლაშა-გიორგი კუტალია

1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1999 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე "ბრალის ნორმატივისტული მოდელი (დოგმატურ-სისტემატიკური თავისებურებანი)"
სამეცნიერო პედაგოგიურ საქმიანობას იწყებს 1999 წლიდან. 2007 წლის ჩათვლით სამეცნიერო კვლევას აწარმოებს ავსტრიაში, ვენის და გფრ-ის ბერლინის ჰულმბოლდტის , იულიუს მაქსიმილიანის სახელობის და რაინის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის ბონის უნივერსიტეტებში.
გამოქვეყნებული აქვს შრომები ძირითადად გერმანულ ენაზე: 2 მონოგრაფია, მათ შორის ელექტრონული წიგნი და სამეცნიერო სტატიები. ამჟამად აწარმოებს სამეცნიერო კვლევით მუშაობას სისხლის სამართლისა და სამედიცინო სამართლის ურთიერთმიმართებით.
არის ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული იურიდიული ლექსიკონების რეცენზენტი.
მშობლიური ენის გარდა ფლობს რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, რუმინულ, ფრანგულ, ესპანურ ენებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.