მასალა მომზადებულია პაატა ცხადაიას წიგნის „სამეგრელოს
გეოგრაფიული სახელწოდებანის“ მიხედვით.
ბაღჩა/ბახჩა - ჭალა ხობისწყლის მარჯვ. ნაპირზე. უწინ
გაშენებული იყო მარადმწვანე მცენარეები.
ბახჩა - ჭალა. იგივე ბაღჩა.
ბუკიეფიშ მუხური - სახნავი ხობისწყლის მარჯ. ნაპირზე.
ბუღაზი - ხობისწყლის შესართავი შავ ზღვასთან.ბუღაზი
თურქული სიტყვაა და ნიშნავს ზღვის ყურეს.
გიმოზგონჯილი - გზა ყულევის ცენტრიდან ქარიატამდე.
„სწორი გზაა. ამიტომაა გიმოზგონჯილი. კაციც შეიძლება გიმოზგონჯილი, ანუ ლამაზად გამოწყობილი
იყოს“.
გობორზო - ტყე ციისა და ცივის შესართვთან, სოფ. პატარა
ფოთის საზღვარზე.
ენწერი - საძოვრები და ჭაობები ცივის მარცხ. მხარეს.
ხარობს ხაია და ისლი.
ენწერი/მელენენწერი - დაუსახლებელი ზღვისპირი ხობისწყლიდან
ჭურიასწყარომდე. ამ ორ მდინარეს შუა 7 კმ-ია.
ენწერძგა „ეწრის ნაპირი“ - საძოვარი ენწერისპირზე.
ზღვაპიჯიშ მინდორია - მინდორი ზღვის ნაპირზე.
ია(ნე)შ ნაკარუ/იანიშ ნაკარუ - ზღვისპირა მინდორი.
იანიშ ნაკარუ - მინდორი. იგივე ია(ნეშ ნაკარუ.
კემხელი/ქემხელი - სოფ. ყულევისა და მდ. ხობისწყლის
სახელწოდება შუა საუკუნეების ქართული და უცხოური წერილობითი წყაროების მიხედვით. თ.
ბერაძის აზრით, კემხელი ერქვა დღევანდელ ყულევს. ჯიჰან-ნუმეს რუკაზე კი რიონიდან ჩრდ-ით
პირველ მდინარეს ეწოდება ქემხელი (ქათიბ ჩელები 1978, გვ.58-59).
კორტაშ თხორილი - არხი, ცივის მარჯვ. შენაკადი. კორტავამ
გაათხრევინა ხეტყის გამოსატანად. თხორილი „თხრილი; არხი“.
კულე - სოფ. ყულევის იშვიათი ვარიანტი.
ლეკუხონი - ტყე ხობისწყლის მარჯვ. მხარეს. ლეკუხა „ხეჭრელი“.
ლემეციშ თხორილი - ერქვა არხს კორტაშ თხორილის გვერდით.
გერმანელებს გაუთხრევინებიათ ხეტყის დასაცურებლად.
მელენენწერი „გაღმა ეწერი“ - ზღვისპირი. იგივე ენწერი.
ნაანგურ - სახნავი სასიჭინაში. იდგა აგურის გამოსაწვავი
ღუმელი.
ნადარაიეფიშ მუხური - სახნავი ხობისწყლის მარჯვ. ნაპირზე.
ნაზავოდუ - მინდორი მდ. ცივის მარცხ. ნაპირზე. აქ ჰქონიათ
ზავოდი - ხეტყის სახერხი ქარხანა.
ნაოხვამ - ნაეკლესიარი სოფლის ცენტრში.
ახლა წყლითაა დაფარული.
ნაქობალუ „ნახორბლევი“ - სახნავი ხობისწყლის მარჯვ.
ჭალაში.
ნაშენმუხური - სახნავი ხობისწყლის მარჯვ. ჭალაში.
ნაჭვიტყა „ტყედამწვარი“ - ტყე ციის ზემო წელზე.
ნოყორღალ - ერქვა ღელეს. გადიოდა სასიჭინადან და ერთოდა
ცივის არხს.
პალიასონი - ტბა. იგივე პალიასტომი.
პალიასტომი/პალიასონი - ტბა ენწერში, ციის სიახლოვეს.
ზედაპირი 2 ჰა. ფოთის პალიასტომისაგან გამოყოფს მდ. რიონი.
პეტრეიაშ მუხური - სახნავი ხობისწყლის მარცხ. მხარეს.
საშონიო - უბანი სოფლის ცენტრსა და სასიჭინას შუა.
სახარჩილო
- ერქვა უბანს გაღმა ქარიატის საზღვართან. ესახლნენ ხარჩილავები. გადავიდნენ ქ. ფოთში.
სუმჯა „სამი ხე“ - საძოვარი საბაჟოს საზღვარზე.
ტყაშძგა „ტყისპირი“ - საძოვარი ენწერისა და ტყის საზღვარზე,
ციის ნაპირას.
უჩა ღალუ - მუნჩიის ტოტი, გაივლის მადგუმუს და ყულევში
უერთდება ხობისწყალს მარჯვნიდან.
ფართო წყარი - ტბა რიონის მარჯვ. მხარეს. ყულევის ცენტრიდან
7 კმ-ზე.
ქემხელი - იგივე კემხელი.
შონიეფიშ თხორილი - არხი. სასიჭინას აერთებდა ცივის
არხთან. თხორილი „ნათხარი, არხი“.
ჩექმაშ ნახეკა - მიწაზვინული. იგივე ჩექუა.
ჩექუა/ჩექმაშ ნეხეკა - მიწაზვინული
ზღვის პირას, ნაბადა-ყულევის გზაზე. თეთრი ქვა-სვეტი იყო ჩასობილი. ხალხური ეტიმოლოგია:
ყულევიდან ფოთისაკენ მიმავალი ჯარი აქ იფხეკდა ჩექმას. ჩექმაშ ნახეკა „ჩექმის ნაფხეკი“
ხშირად გვხვდება მცირე ბორცვების სახელებად.
ცია - ღელე, ცივის (არხის) შენაკადი. იწყება კადალიონში
(ჭალა-დიდი). სიგრძე 7-8 კმ.
ცივი - არხი, ხობისწყლის მარცხ. შენაკადი ზღვიდან 1
კმ-ზე. მას ცია ერთოდა მარცხ. მხრიდან.
XVI ს. პირველ ნახევარში ცივი, რიონს კი არ უერთდებოდა,
არამედ მიედინებოდა მის პარალელურად და არც ისე შორს. ლევან დადიანის (1611-1657 წწ.)
ერთ-ერთ სიგელში ნათქვამია, რომ სახოფოს საზღვრებია მდ. ცივი და მდ. ჭურია: „ჭვირიას
და ცუს შუა ტყე და წყალი ყოვლად წმიდისა ხოფისა ღმრთისმშობელისა არის უცილობელი“ (ხობის
მონასტერი, 2000, გვ. 45). მაგრამ შემდგომში ცივი შეუერთდა რიონს რადგან რიონმა, როგორც
სჩვევია, ჩრდილოეთისაკენ გადაინაცვლა. ამიტომ მდინარე ცივი ამჟამად ორია: ერთი - რიონის
მარჯვ. შენაკადი და მეორე - ხობისწყლის მარცხ. შენაკადი. რომელსაც შერჩა სახელი ცია.
XX ს. 30-იან წლებში ცივი ორ არხში
გადააგდეს - ცივი რიონისა და ცივი ხობისწყლისა. ხობისწყლის ცივი ორ არხშია გადანაწილებული
- ლუბეკი (მარჯვენა არხი. ლუბეკი ერქვა ექსკავატორს, რომელსაც ქ. ლუბეკში უშვებდნენ)
და მეორე მაგისტრალური არხი (მარცხენა არხი). ცია მცირე მდინარეა, ერთვის ცივის არხს
მარცხ. მხრიდან ყულევის სიახლოვეს (ინფ. მოწერილია ალექსანდრე, 81 წ., ქ. ფოთი).
ჭიპეში/ჭიფეში - ტყე მელენეწერში, ჭურიასწყალსა და ხობის-წყალს
შუა. სიგანით 100 მეტრია. ამიტომაა ჭიფე „ვიწრო“.
ჭიფეში - ტყე. იგივე ჭიპეში.
ჯაფშა - სახნავები სასიჭინაში, ხობისწყლის მარცხ. ჭალაში.
ჯიხა „ციხესიმაგრე“ - ნაციხარი ხობისწყლის მარცხ. მხარეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.