ლეგენდარული ქორეოგრაფი ნინო რამიშვილი ხობზე და ხობელებზე
"აღტაცებული ვართ ასეთი გულთბილი შეხვედრით, მასპინძლობით, რომელიც ჩამოსვლის პირველი დღეებიდანვე ვიგრძენით. ხობელი მაყურებელი მაღალი კულტურისაა და რაც მთავარია, უყვარს ხელოვნება. ამას ჩვენ ვგრძნობდით თითოეული ცეკვის შესრულების შემდეგ. გაგვაოცა ქალაქის აღმშენებლობამ, საყოფაცხოვრებო, სპორტულმა და კულტურულმა კერებმა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თქვენთან თავისუფალი დროის პრობლემა გარკვეულწილად გადაწყვეტილია. ადამიანის უმაღლესი მოწოდება სიკეთის ქმნაა. სიკეთე უხვადაა დათესილი ხობში. ეს ემჩნევა თუნდაც მშენებარე ობიექტებსაც. პირდაპირ და თამამად ვიტყვით ის რაც ხობში ვნახეთ, შეეძლოთ გაეკეთებინათ მხოლოდ საქმისათვის თავდადებულ ისეთ ნიჭიერ ხელმძღვანელებს, ადამიანის სულიერი გაზრდისა და გამდიდრების ისეთ ქომაგებს, თუ გნებავთ ენთუზიაზმსაც, როგორებიც არიან რაიონის ხელმძღვანებლი მუშაკები და პირადად საქართველოს კომპარტიის ხობის რაიკომის პირველი მდივანი ნუგზარ ოთარის ძე ნადარაია. როგორც ნათელია, ხობელი მშრომელები საოცრად გამრჯე და მშრომისმოყვარენი ყოფილან".ნინო რამიშვილის შთაბეჭდილებები 1984 წელს ანსამბლ „სუხიშვილების“ ხობში გასტროლის შემდეგ.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.