06.10.2022

წარმატებული ხიბულელი მკვლევარი კოკა ნადარაია

ახალგაზრდა მკვლევარმა აკაკი (კოკა) ნადარაიამ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის ფარგლებში სადოქტორო პროექტის დაფინანსება მოიპოვა. სამეცნიერო პროექტის დასახელებაა: „მყინვარ ადიშის რეკონსტრუქცია და თოვლის ხაზის ცვლილება მცირე გამყინვარების პერიოდიდან დღემდე“. პროექტი მოიცავს სამწლიან კვლევას მყინვარ ადიშზე.

ახალგაზრდა მეცნიერი კოკა ნადარაია დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში, დაამთავრა ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლა. 2019 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: მყინვარ ჭალაათის კვლევა აერო ფოტოგრამმეტრიის და დისტანციური ზონდირების გამოყენებით.
კოკა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრის თანამშრომელია. ცენტრის საქმიანობა მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და მისი საარსებო ანთროპომორფული და ბუნებრივი გარემოს კვლევას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მათი ისტორიული და მხატვრული მახასიათებლების შესწავლის, დიაგნოსტირებისა და სამომავლო არსებობის უზრუნველსაყოფად.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.