19.08.2022

მაია დადიანი და ხიბულა

მაია (მარიამ) დადიანმა მთელი სიცოცხლე ხიბულაში, საკუთარი გემოვნებით აგებულ სასახლეში გაატარა და იშვიათად ტოვებდა იქაურობას. მამულს მაია განაგებდა. მის ფხიზელ თვალს არაფერი გამოეპარებოდა. ბრძენი, ქართული ტრადიციებით აღზრდილი, ღრმად მორწმუნე, სამშობლოს მოყვარე. გლეხობა პატივს სცემდა და ემადლიერებოდა დიდ ქალბატონს. მოწყალე ყოფილა, ამავ დროს ყაირათიანიც, მშრომელი კაცის დამფასებელი. მეუღლის ხელგაშლილი ცხოვრება და მუდმივი ქეიფები დიდად არ სიამოვნებდა და არც არასოდეს დაუმალავს ეს. შემდგომში, უცხოეთში გადახვეწილი მისი შვილიშვილი ლევან (ჯონჯი) დადიანი 1960 წლის 27 ივნისს ნეაპოლიდან გამოგზავნილ ერთ წერილში ასე იგონებს ბებიას: ,,ოქროს ბეჭედი" თანა მაქ, ველაპარაკები ხან ონისიმეს, ხან გიგიშას, ხან პლატონს (მაია დადიანის კარის მსახურნი, - პ.ქ.), ხან ჩემ საყვარელ დიდ ბების, რომელსაც ძალიან ვუყვარდი. იქ, მის ოთახში დამიჯენდა, მეტყოდა, უყურე ბებისო, ჩემისთანა ქალს მიდღემჩი ვერ ნახავო და კიდევაც მართალი იყო, მთელი ქვეყანა მოვიარე და მისი ტოლი ადამიანი არ მინახავს. არც ერთი დედოფალი, არც ძველი და არც ახალი მას ვერ შეედრება".

მაია დადიანი გარდაიცვალა 1922 წელს და დაკრძალულია საღურწკაიოს სასაფლაოზე.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.