ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ სპორტსმენთა მიერ ბოლო წლებში მიღწეული შედეგები შთამბეჭდავია.
საჯიჯაოელ სპორტსმენთა შედეგები ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე
ჯონი ხეცურიანი
(ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), საქართველოს ჩემპიონატის ოქროს (2020 წ.) და ბრინჯაოს პრიზიორი
(2019, 67 კგ), ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონი (2018, 67 კგ). ახალგაზრდებს
შორის ევროპის ჩემპიონი (2017 , 60 კგ) და ვერცხლის პრიზიორი (2018, 67 კგ). ჭაბუკებს
შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2014, 50 კგ, 2016, 54 კგ) და ვერცხლის პრიზიორი
(2015, 54 კგ).
დემურ ქაჯაია
(კრივი) - ევროპის ორგზის ჩემპიონი (2019 და 2021 წლები) და ევროპის ვიცე ჩემპიონი
(2018 წ.).
ანა ხუნჯუა
(კრივი)-მესამე ადგილი (54კგ) 22 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2021, როზეტო,
იტალია;
მესამე ადგილი (54კგ) - 22 წლამდელებს შორის ევროპის
ჩემპიონატი 2019, ვლადიკავკაზი, რუსეთი.
ედიკა თოდუას
კრივის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება
მიენიჭა.
ალმასხან ხუნჯუას ბერძნულ-რომაული ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა (2019 წელი).
ალმასხან ხუნჯუა
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.