გთავაზობთ, დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას „მწერლის ბლოკნოტიდან
(კოლხეთში, 1936 წელი) ნაწყვეტებს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ეხება ხობის რაიონის
სოფლებს და იქ მაცხოვრებლებს.
„მივყვებით ჭალადიდიდან ფოთისკენ
მიმავალ, ლარივით გაჭიმულ შოსეს.
კონსტანტინე გამსახურდია
ხორგელ და ჭალადიდელ
მონადირეებთან (გოგიტა ჩიტაიას ფოტო)
ამ ოციოდე წლის წინათ, გარდა რკინიგზისა, სხვა არავითარი საშუალება არ
ყოფილა მისვლა-მოსვლისა აქ.
ჩვენი ჯანმაგარი კამეჩებიც კი ვერ გაათრევდნენ ამ ჭაობებში ურემს.
ახლა კი ამ ღამეულ პანორამაშიაც არჩევს თვალი ახლად დასახლებულთა ოდებს,
ციტრუსების ბაღებს, განიერ ჭიშკრებს, მაგნოლიებს, ევკალიპტებსა და ველური ციტრუსის
ღობეებს“.
„ანდრო გაბუნია, ბესარიონ გოგოლიშვილი, კოლხიდმშენის სამიოდე მუშაკი და
მე მივყვებით ფოთი-ჭალადიდის დიდ შოსეს.
ლარივით გამართული თემშარა ჩინებულადაა გაყვანილი“.
„კოლოსალური დამბა მიჰყვება რიონის მარჯვენა მხარეს. საკმარისია, დაჰყვეთ
რიონს სამტრედიიდან პატარა ფოთამდის, დაათვალიეროთ
მისი კალაპოტები და კალაპოტ-ყოფილები, ნახავთ, მაშინ რა დიდი მხეცია იგი“.
„განსაკუთრებით ახლა უნდა გამოვიყენოთ ჩვენი კოლხიდმშენის ბრიგადების ტექნიკური
საშუალებანი და ჩვენმა არქეოლოგებმა რამდენიმე ასეთი ციხის, ან ყურგანისათვის (დიხაგუძუბა
ლ.ღ.) გაკეთებული ბექობები უნდა გასთხარონ, რადგან ისტორიის თხუნელა თავათ გვაწვდის
აუარებელ მასალას.
ვინ იცის, ამ ეწერებში აღმოჩნდეს რამდენიმე ნაქალაქევი, თუნდაც ორიოდე
იმ მრავალ ქალაქთაგანი, რომელსაც სტრაბონი ასახელებს კოლხეთში“.
„ანდროს მართებულად ეჩქარებოდა, რადგან ქვალონიდან ფოთისკენ მიმავალ გზასთან მისი უახლოესი მეგობრები ცხოვრობდნენ
და მიუპატიჟებლად არ გაგვიშვებდნენ.
ანდროს ვარაუდი უსაფუძვლო როდი აღმოჩნდა: იმ ადგილს რომ მივუახლოვდით,
ერთერთმა მეგობართაგანმა გზა გადაგვიღობა, დიდი პატივი გვცა და ძალიან გვიან გავუდექით
ჩვენ ჩვენს გზას“.
„კოლხეთში უნდა აშენდეს რკინის ხიდები,
რიონზე, მდინარე ხობზე, აბაშაზე
და ცივზე-ყულევის სიახლოვეს“.
„მთელი კვირის მანძილზე მიცხოვრია ხოლმე მშველზე ნადირობისას ამ უკაცრიელ
ჭაობებში გვიანი შემოდგომის პირზე და ყური მითხოვებია ფოცხვერების ხორხოცისა, ტურების
კივილისა და მგლების გლოვის ზარისთვის (კ. გამსახურდიას ნადირობის შესახებ კოლხეთის
ჭაობიან ტყეებში, წერს ასევე ვიქტორ გაბისკირია)“.
„კონსტანტინე შელია, ექსკავატორების
მექანიკოსი, დაუზარელი, ენერგიული, თავდადებული მუშაკი - კარგად ჩაბსკვნილი ვაჯკაცია;
წამოიკიდებს შვიდ ფუთიან ნაწილებს მანქანისას და დაათრევს ამ ჭაოებებში.
მიხა ალანია, მოწინავე, ჩუმი, პატიოსანი მუშაკი, მანქანას დიდი რუდუნებით უვლის. სამარაგო
ნაწილები მუდამ მზად აქვს.
„მაღალი, ძვალმსხვილა, ენერგიული საქმის კაცია გრეიდერისტი კოსტა ჩარტია. თავის მანქანას „ჩემს ცხენს“
უწოდებს“.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.