1836 წლის 28 ოქტომბერს უწმინდესი სინოდის მითითებით, საქართველოს ეგზარქოსი შეუდგა ერთკლასიანი სამრევლო სკოლების გახსნის საკითხის შემუშავებას.
სკოლების გახსნა საქართველოში მხოლოდ 1848 წლის სასწავლო დებულებით იქნა გათვალისწინებული და 50-იან წლებში პრაქტიკულად შეუდგნენ მის განხორციელებას. „1852 წელს მთავრობამ ყულევში დააარსა ერთკლასიანი სპეციალური სამრევლო სკოლა. ამ ტიპის სკოლებში ასწავლიდნენ: 1. საღვთო სჯულს რწმენის მიხედვით; 2. რუსულ წერა-კითხვას; 3. ადგილობრივი ენების წერა-კითხვას; 4. მარტივი რიცხვის ოთხ მოქმედებას. ამის გარდა, ასწავლიდნენ აგრეთვე სოფლის მეურნეობასა და მებაღეობას, თუ მოსახლეობა სოფლის მეურნეობას ეწეოდა, ხოლო სადაც მოსახლეობა ვაჭრობას მისდევდა, – სავაჭრო წიგნების წარმოებასა და ბუღალტერიას. ხაზინა ყულევის სასწავლებელთათვის გამოჰყოფდა ყოველწლიურად 1000 მანეთს“ (სსცა.103 : ფ.481. საქმე N14789, ფურც. 3,7). აღნიშნულის მიუხედავად, ,,ამ სასწავლებელმა ფუნქციონირება ვერ დაიწყო, ყირიმის ომის გამო, ხოლო 1854 წლის 7 მაისს სასწავლებელი დაწვა ინგლის-საფრანგეთის გემებიდან დაშენილმა ყუმბარებმა“ .
წყარო:
ლალი აბდალაძის სადოქტორო
დისერტაცია:
„სასულიერო განათლება და
პედაგოგიკური აზროვნება
XIX საუკუნის გურია–სამეგრელოს
ეპარქიაში“
1852 წელს აქ გახსნილა სამელიორაციო სამაზრო-სახაზინო სასწავლებელი, სადაც ჩვეულებრივ საგნებთან ერთად, მაშინდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე ასწავლიდნენ ბუღალტერიას, სავაჭრო საქმის თეორიას, თურქულ და ახალბერძნულ ენებს”.
გოგიტა ჩიტაია (ისტორიკოსი)
(http://www.khobi.ge/index.php?location=tree_elements&id=617&slave=698&lang=)
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.