გვერდები

21.11.2025

პირველი ტრაქტორისტები ხობში - ბიელები ვლადიმერ იოსავა და იპოლიტე შონია

 1928 წლიდან ხობის რაიონის სოფლებში ხარ-კამეჩების ტრაქტორებით ჩანაცვლების პროცესი დაიწყო. „რკინის ხარი“ ანუ „რკინაშ ხოჯი“ ასე უწოდებდნენ სამეგრელოში ‘ფორდზონის“ მარკის პირველ ტრაქტორებს. ამ თემას ეხმიანება ცნობილი მეგრული სიმღერის ტექსტი - „რკინაშ ხოჯი სი ვაგოკო ჭა დო ფურჩა, სკან რკინაშ ბარბალეფს ჯიმალობას ელუოფუჩა...“.

პირველი ტრაქტორი სოფელ ბიაში ვლადიმერ იოსავას და იპოლიტე შონიას შემოუგრუხუნებიათ. ახალგაზრდა ტრაქტორისტები სიამაყით გასცქეროდნენ ტრაქტორის კაბინიდან თანასოფლელებს.

„ტრაქტორის მუხლუხებს ზანზარი გაქონდა, წინა დღესაც ასეთივე გრუხუნით ჩაიარა აქვსენტი კეკუსანძემ და გეზი საჯიჯაოსკენ აიღო. „ ა, აგერ გვეჯე მიქა“ - თითით უჩვენებდნენ ერთმანეთს ერთბაშად აყაყანებული გლეხები“ - წერს პრესა.
მექანიზტორი! არც კი იცოდნენ ამ სიტყვის მნიშვნელობა სოფელში, არც ის, თუ რამხელა საქმეს გააკეთებდა ეს უშველებელი „რკინის ხარი“, იმედით შესცქეროდა კოლმეურნეობის თავმჯდომარე ფილუ შონია ტრაქტორის მიერ გავლებულ პირველ ხნულს.
1933 წლიდან ვ. იოსავა ხობის მტს-ში გადმოიყვანეს და თავისი საქმის მცოდნე, მუყაითი მექანიზატორი 1937 წლიდან სატრაქტორო ბრიგადას ჩაუყენეს სათავეში.
ამიტომაც მთავრობამ 1944 წელს დააჯილდოვა მედლით „კავკასიის დაცვისთვის“, უფრო მოგვიანებით ჯილდოს კვლავ ჯილდო დაემატა - ეს იყო მედალი „შრომითი მამაცობისთვის“.

20.11.2025

ძალიან საინტერესო სტატია 1923 წელს ხობის მონასტრიდან სიწმინდეების გატანის და მონასტრის დარბევის შესახებ

 ხობის (ზუგდ. მაზრა) მონასტრის დახურვა რამდენიმეჯერ სცადეს, მაგრამ ამაოდ. ამან მთელი ხალხი წინააღმდეგობა გამოიწვია. ბოლოს, 19 აპრილს, ხობში ჩამოვიდა: მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე როგავა ორმოცდაათი მილიციონერით. მთელი საზოგადოება მონასტრის გალავანში შეიკრიბა იმ გადაწყვეტილებით, რომ მონასტერი ნებით არ დაენებებია. წინმძღვარს ხალხმა გასღები ჩამოართვა და კეძო პირს მიაბარა.


როგავამ ხალხს აუწყა თავის მოსვლის მიზანი. როგავა გალეშილი იყო და გარკვევით ვერც ლაპარაკობდა და მოითხოვა მონასტრის გასაღები. ხალხმა ერთხმად უარი უთხრა. როგავამ იწყო უშვერი სიტყვებით გინება და მუქარა. მაშინ ხალხის სახელით უბრალო გლეხმა თ. ბიგვავამ თქვა: გვაკმარეთ რაც გვიქენით და გვჭირს, რა ხელი გაქვთ თქვენ ჩვენს სარწმუნოებასთანო, ეკლესიიის გასაღებს არ მოგცემთო. მაშინ როგავამ იშიშვლა რევოლვერი და მივარდა ცოტა მოშორებით მდგომ ბიგვავას. მილიციამ დაუშინა თოფები ხალხს (ცოტა ზევით ისროდენ და მანამ არ შეაჩერეს, სანამ შიშისაგან თავზარდაცემული ხალხი არ გაიფანტა და მონასტრის ეზო არ დასცალეს.

იმ პირმა, რომელსაც გასაღები ჰქონდა მიბარებული შიშით დაუბრუნა კომუნისტებს.ი სინიც შეცვივდენ მონასტერში, ბევრი ხატები და ისტორიული ნაშთები დალეწეს და გააფუჭეს, ბევრიც თითო-თითოთ მოიტაცეს - მაგ. ვერცხლის საზიარებელი 1 კოვზი კომუნისტ მილიციონერს ჩ. შონიას, მიხა კიტიას სახლში რძის დალევის დროს ჯიბიდან ამოუცლია და უხმარია. მე-9 საუკ. ხატი (წაწერებით) დამსხვრეულია. ბევრი ისტორიული ნაშთი - გაპარტახებულია.

ამ გამარჯვებით არ დაკმაყოფილდენ. დააპატიმრეს ოდაათი ქალი და კაცი და ყველა ესენი მონასტრის ბერებიან ერთად - ფეხით ზუგდიდში გარეკეს და ციხეში მოათავსეს. ისი დღესაც იქ იმყოფებიან.

გაზეთი "ჩვენი ერთობა" 1923 წ.


18.11.2025

რევაზ ართილაყვას ლექსი - ქ ა რ ი ა ტ ა

 


ქარიატა, ქარიატა,

ღამეა და ქარია და...

ეს სათუთი თუთარჩელა

დარჩეს ჩვენთან, თუ დარჩება

ქარიატა, ქარია და

 ფიცრულ სახლში ქარი ატანს,

მიწა ზეცის ოდენაა,

ზედ მეგრული ოდებია,

 

ზეცა მიწის ოდენია,

ზედ ვარსკვლავებს მოდენიან,

და ეზოებს გოგონები

 ნიავივით მოსდებიან.

ქარიატა, ქარიატა,

ღამეა და ქარია და

 გასათხოვარს გაულაღდი,

ფრთხილად იყავ ქმარიანთან.

 

ჟურნალი „ჭოროხი“ 1972 წ.

რა ხდებოდა ხობში 1916 წლის ნოემბერში

 ხიბულა

შუამდგომლობა. . ზუგდიდის განყოფილების . . . კითხვის გამავრცელებელი საზ. გამგეობა თხოვნით მიმართავს ქუთაისის გუბერნატორს, რათა ნება დართოს სოფელ ხიბულის მცხოვრებს ავა პლატონ დადიანს ხსენებულ სოფელში დაარსოს უფასო წიგნთსაცავ სამკითხველო.

 


ხეთა

სოფ. ხეთაში (ზუგდ.მაზრა) 22 ნოემბერს სამი შეიარაღებული ავაზაკები გზაში დახვედრიან გლეხ გაბრიელ აბსირიძეს, წაურთმევიათ 55 მანეთი და 73 კაპ. და მიმალულან. როგორც პოლიციელებს გამოურკვევიათ თავდასხმა. ჩაუდენია თადეოზ ბარაკაიას, რომელიც უკვე დააპატიმრეს და გადასცეს სასამართლოს.

 


ხიბულა

 სოფელ ხიბულაში (ზუგდ. მაზრა) 23 ნოემბერს რამოდენიმე შეიარაღებული ავაზაკები თავს დასხმიან ამავე სოფელში მცხოვრებ გლეხს სტეფანე ჯანჯღავას, წაურთმევიათ 30 მანეთი და მიმალულან.

 


ხობი

სოფ. ხობი. (ზუგდიდის მაზრა) ნაჯიხევისა, ხორგისა, სადიდჯეოს, აბასთუმანისა და ხეთის საზოგადოებათ ნება დართეს ამოირჩიონ კომისია ხობში სამეურნეო სკოლის დასაარსებლად.

 


ხორგა

სოფელ ხორგაში (ზუდიდის მაზრა) 27 ნოემბერს, კაჯა დოლბაიას თავს დაესხა ბუხუ გვარამია, რომელსაც პირველის მტრობა ჰქონია და რევოლვერის ტყვიით მძიმეთ დასჭრა. გვარამია მიიმალა.

 


გაზეთი „სამშობლო“ 1916 წ.

მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მამა-შვილი - აკაკი და შალვა ხელაიები

 მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მამა-შვილის - აკაკი და შალვა ხელაიების ისტორია



ხობის რაიონის სოფელ ქვალონის მცხოვრებმა აკაკი ხელაიამაც მიატოვა ოჯახი, მეუღლის ანაბარა დატოვა ცხრა შვილი და წავიდა სამშობლოს დასაცავად. იბრძოდა ვაჟკაცურად, გულადად, რამდენჯერმე დაიჭრა. ერთხელ ჰოსპიტლიდან დაბრუნებულმა, შეტევის წინ, შემთხვევით ნახა ფრონტზე მოხალისედ წასული უფროსი ვაჟი. ძნელი წარმოსადგენია მამა-შვილის შეხვედრა. ერთად, მხარდამხარ იბრძოდნენ. ერთ სუსხიან დილას სასიკვდილოდ დაიჭრა შვილი. მამამ დახმარების აღმოჩენა სცადა, მაგრამ მტრის ტყვიამ უწია და მოკლა. შვილიც დაიღუპა ჭრილობით.
ასე დაეცნენ და ერთ სამარეში განისვენებენ მამა-შვილი აკაკი და შალვა ხელაიები.

"კომუნისტი" N45, 1963 წ.