გვერდები

31.10.2024

ნათია ჯალაღონია - ქიმიის დოქტორი, ქიმიური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი

ქიმიის დოქტორი, ქიმიური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ნათია ჯალაღონია დაიბადა ქალაქ ხობში. სწავლობდა ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლაში.



განათლება:

• 2012-2017: თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი,  დოქტორანტურა.

• 2009-2011: თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, მაგისტრატურა.

• 2005-2009: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტი (თსუ), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბაკალავრიატი.


სამეც. / აკად. ხარისხი: დოქტორი

თანამდებობა: ქიმიური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი


სამუშაო გამოცდილება:

• 2018  დღემდე:    სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი, ქიმიური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

• 2014-2018:     სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი (სფტი),  მეცნიერ–თანამშრომელი.

• 2011-2014: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, უფროსი ლაბორანტი.


შერჩეული  პუბლიკაციები:

1. N. Jalagonia, F. Marquis, K. Barbakadze, E. Sanaia, G. Bokuchava, T. Kuchukhidze. Obtaining of Graphene Structure Containing Ceramic Composites in High Temperature Vacuum Furnace.  Materials Science Forum, ISSN: 1662-9752, Vol. 900, 101-104; doi:10.4028/www.scientific.net/MSF. 900.101; © 2017 Trans Tech Publications, Switzerland;

2. N. Jalagonia, I. Esartia, T. Tatrishvili, E. Markarashvili, J. Aneli, O. Mukbaniani. Siloxane matrix with methylpropionate side groups and polymer electrolyter membranes on their basis. Oxid. Commun., 39, 2, 1282-1292,  2016;

3. N. Jalagonia, T. Tatrishvili, E. Markarashvili, J. Aneli, Jouzas Vidas Gražulevičius, O.Mukbaniani. Synthesis And Ionic Conductivity of Siloxane Based Polymer Electrolytes with Propyl Butyrate Pendant Groups. Korean Chem. Eng. Res., 54(1), 1-8, 2016;

4. T. Tatrishvili, N. Jalagonia, K. Gelashvili, M. Khachidze, E. Markarashvili, J. Aneli, O. Mukbaniani. Quantum Chemical Calculations of Hydrosilylation Reaction of Oligomethylhydrosiloxane to Allyl Cyanide and Polymer Electrolyte Membranes on their Basis. Oxidation Communications, 38, No 1, 13–24, 2015;

5. T. Kuchikhidze, N. Jalagonia, Z. Phachulia, R. Chedia. Transformation of Aluminum  Oxyhydroxides in α-Al2O3 in Presence of Various Seeds. World Academy of Science, Engineering and Technology, vol. 9, 1203-1207, 2015;

6. T. Tatrishvili, E. Markarashvili, J. Aneli, G. Zaikovi N. Jalagonia. O. Mukbaniani . Ring opening polymerization reactions of hydroxyorganocyclotetrasiloxanes with propyl butyrate side groups and polymer electrolyte membranes on their basis. Oxidation Communications 37, No 1, p.348-361, 2014;

7. T.Kuchukhidze, V.Gabunia, Z. Phachulia, N. Jalagonia, R.Chedia. Some Issues of Ultrafine alfa-alumina Powders Fabricated By low Temperature Synthesis.  Journal of International Scientific Publications, V8, ISSN 1314-7269, 303-312 http://www.scientific-publications.net, 2014.

8. O. Mukbaniani, J. Aneli, I. Esartia, T. Tatrishvili, E. Markarashvili, N. Jalagonia. Siloxane Oligomers with Epoxy Pendant Groups”. Macromolec. Symposia, Special issue Polychar-20 World Forum om Advanced Materials, 328 (1),  25-37, 2013.


საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენციებში) მონაწილეობა:

1.  ICMSF 2018: 20th International Conference on Materials Synthesis and Fabrication. Matrix Composites Reinforced with Modified GO Based on Alumina and Their Investigation. Paris, France, 2018;

2. 3rd International Conference on Mechanical Properties of Materials(ICMPM 2016), Obtaining of Graphene Structure Containing Ceramic Composites in High Temperature Vacuum Furnace. Venice, Italy, 2016;

3. 18th International Conference on Materials Engineering and Technology (ICMET ). Fabrication of Powdery Composites Based Alumina and its Consolidation by Hot Pressing Method in OXY-GON Furnace. Stockholm, Sweden, 2016;

4. International Conference Nanotechitaly2015. Graphene Structure Containing Pressing Powdery Composites Based on Alumina. Bologna, Italy 2015;

5. 1st Intl. Symp. on Advanced Materials and Technologies for Sustainable Energy and the Environment(AMTSEE). Impregnation of Zero-valent Iron in Biopolymers for Remediation of Wastewater. Antalya, Turkey, 2015;

6. 17th International Conference on Engineering Materials and Applications (ICEMA). Transformation of aluminum unstable oxyhydroxides  in ultrafine α-Al2O3 in presence of various seeds. Paris, France, 2015;

7. NANOTECH2014. Impregnation of Zero-Valent Iron Nanoparticles in Biopolymers Venice, Italy, 2014;

8. 16th International Conference "Materials, methods and Technologies . Some Issues of Ultrafine alpha-alumina Powders Fabricated By low Temperature Synthesis. Elenite, Bulgaria, 2014;

9. 3rd International Caucasian Symposium on Polymers and Advanced Materials “Siloxane Matrix with Methyl Propionate Side Groups and Polymer Electrolyte Membranes on their Basis”. Tbilisi, Georgia, 2013;

10. World forum on Advanced Materials, Polychar 20. Siloxane oligomers with epoxy pendant groups.” Dubrovnik, Groatia, 2012.


სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა:

1.№734164  Horizon2020  მარია-სკლადოვსკაია კიურის კვლევისა და ინოვაციის გაცვლითი გრანტი, “მძლავრი ელექტრომაგნიტური და თერმული თვისებების მქონე მრავალფუნქციური ნანოკომპოზიტები გრაფენის ფუძეზე 3D ბეჭდვისათვის”, გრაფენი 3D, 2017-2020.

2. №04103, 6212, გრაფენის სტრუქტურის შემცველი ჰიბრიდული კერამიკული კომპოზიტები ალუმინის ოქსიდის ფუძეზე, SRNSF, STCU, 2016–2017.

3. TG_7_2_2016 SRNSF ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტი, 2016.

4. AR/325/6-480/12 ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე ულტრადისპერსული ალუმინის ოქსიდის მიღება და კორუნდის კერამიკული ნაკეთობების დამ-ზადების ტექნოლოგიის დამუშავება. შოთა რუსთაველის ეროვნული  სამეცნიერო ფონდი, 2013–2015წ.(მკვლევარი)

5. 2015-tr-758 ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტი, 2015.

6. GNSF №CF/72/11-811/15 საერთაშორისო საკონფერენციო გრანტი თანამედროვე მასალები და  ტექნოლოგიები (ICAMT), 2015

7. CF/16/6-450/130 საკონფერენციო გრანტი. შოთა რუსთაველის ეროვნული  სამეცნიერო ფონდი,  2014.

წყარო: https://www.sipt.org.ge/ka/nathia

31.05.2024

პლატონ ჯიშკარიანი - მეცნიერი და არქეოლოგი

 

  • 1952 წელს პლატონ ჯიშკარიანი დაინიშნა ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორად. 25 წელი იღვაწა ამ თანამდებობაზე ღირსეულად და პატიოსნად. კულტურის დამსახურებული მუშაკი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. მეცნიერი და პედაგოგი, სამუზეუმო საქმის ჩინებული სპეციალისტი და რაც მთავარია კეთილშობილი და ჰუმანური პიროვნება.
პლატონ ჯიშკარიანი დაიბადა 1913 წლის 1 აგვისტოს ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. 1918 წელს მამა გარდაეცვალა. ხუთი წლის ასაკში დაობლდა. ორი შვილი დედამ გაზარდა, ძმა ომში დაეღუპა. 1935-40 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. 1940 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში. იყო ლეიტენანტი-ასეულის მეთაური. 1945 წელს დემობილიზებული, საბრძოლო ჯილდოებით დაბრუნდა სამშობლოში. 1945 წლიდან 1952 წლის მაისამდე და შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა სკოლაში, მასწავლებელთა და ხელოვნების ინსტიტუტში.

პლატონ ჯიშკარიანის მუზეუმში მუშაობის წლები, ეს იყო მისი აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდი. მუზეუმში ფუნქციონირებდა სამეცნიერო საბჭო, თითოეულ თანამშრომელს წელიწადში ორ-სამჯერ უნდა წარმოედგინა ნაშრომი მუზეუმში დაცულ მასალაზე, ეთანამშრომლა პრესასთან. კვირაში ორჯერ ტარდებოდა საექსპედიციო სამუშაოები. გეგმა წინასწარ იყო შემუშავებული. ექსპედიციის შემდეგ საბჭოს ბარდებოდა ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ. ამგვარად მდიდრდებოდა მუზეუმი ახალი მასალით. მუშაობდა შემძენ-შემფასებელი კომისია. შემოდიოდა ღირებული ნივთები, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად აფასებდა მოწვეული სპეციალისტი. შესწავლილი ნივთი ადგილს იკავებდა სათანადო ფონდში. ტარდებოდა ექსკურსიები. რამოდენიმე წელიწადში ერთხელ თანამშრომლები მიდიოდნენ სტაჟირებაზე საბჭოთა კავშირის საუკეთესო მუზეუმებში გამოცდილების გაზიარების მიზნით. რეგიონის უკეთ გაცნობის მიზნით ტარდებოდა გასვლითი ექსკურსიები. ბატონი პლატონი ხშირად იცლიდა თანამშრომლებისთვის. ახალგაზრდებთან ჰქონდა მამა-შვილური ურთიერთობა. უფროსი თაობის თანამშრომლები თავიანთ გამოცდილებას, სამუზეუმო დებულებებს, კანონებს აცნობდნენ ახალ თანამშრომლებს.

25 წლის მანძილზე პლატონ ჯიშკარიანის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩატარდა 25-ზე მეტი სამეცნიერო სესია. აქედან 16 სესიის მასალები გამოიცა ბროშურების სახით. სესიებში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ: აკადემიკოსი მირიან ძველაია, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი შოთა მესხია, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია, აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე. მუზეუმის თანამშრომლები: ციალა ქირია, ელეონორა ცხაკაიათამარ ფირალიშვილი, კალისტრატე სამუშიამამანტი პაჭკორია. სესიებში მოწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ: ბეგლარ გობეჩია, შოთა ხუბულავა, მირიან ნარმანია, ისაკ ქორთუა, კარლო მიქაია, შალვა შენგელი, ალექსანდრე ეგუტია და სხვები.

მუზეუმმა პირველმა რესპუბლიკაში ჩაატარა გამსვლელი სესიები: სალხინოში, სენაკში, ლიაში და ცაიშში. დირექტორად მუშაობის პერიოდში მის სამეცნიერო მოღვაწეობას მაღალ შეფასებას აძლევდნენ სამუზეუმო საქმის სპეციალისტები, კოლეგები, მეცნიერები.

1967 წელს გამოიცა პლატონ ჯიშკარიანის ფუნდამენტური ნაშრომი “ზუგდიდის რაიონის მშრომელები სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებისა და სოციალიზმის მშენებლობისათვის ბრძოლის პერიოდში “. ნაშრომი წარმოადგენს ზუგდიდის რაიონის მონოგრფიულად შესწავლის პირველ ცდას. მიმოხილულია ზუგდიდის მაზრის სოციალურ-ეკონომიური და კულტურული ვითარება მე XlX საუკუნის დამლევსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში. წიგნი იმითაცაა საინტერესო, რომ სამეგრელოს ისტორიით დაინტერესებული მკვლევარი გვერდს ვერ აუვლის ამ ნაშრომს. გარდა ამისა ის არის 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წყარო: https://zugdidelebi.ge/%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98/


27.05.2024

ქ ვ ა ლ ო ნ ი (1920 წ.)

    წრეულს  ქვალონმა დიდი შიმშილი გადაიტანა, დამშეულს ხალხს მთავრობამ  საგრძნობი დახმარება აღმოუჩინა. თუმცა შიმშილობამ  არა ერთი და ორი სიცოცხლე  იმსხვერპლა,  თუმცა  შექმნილმა მდგომარეობამ  არა ერთი და ორი ოჯახი დაღუპვის  უფრსკულამდე მიიყვანა, მაგრამ ყოველივე ამას,

  ადგილობრივ თვითმმართველობის გამგეობის და მილიციის უფროსის მეტად ნაყოფიერ მუშაობის მეოხებით,  ქვალონში არ მიუღია შედეგად დამნაშავეთა და დანაშაულთა ზრდა.  პირიქით  მიუხედავად  იმისა,  რომ   წრეულს  ქვალონში შიმშილობის  გამო  ცხოვრების  ჯოჯოხეთური  პირობები დამყარდა, ავკაცობა:  ავაზაკობა,  ქურდობა,  მკვლელობა, თავდასხმა და სხ. შედარებით წინაწლებთან, საგრძნობლად  შემცირდა.

   წრეულს ახალი მოსავალი ქვალონში მეტად კარგი იმედს იძლევა. ქვალონელები წრეულა მართლა ერთსულოვნად  და  მუყაითად შეუდგნენ მიწის დამუშავებას,  ვფიქრობთ,  ამ გარემოებამ უფრო უნდა შეუწყოს  ხელი  ნამუშევარს,  ვიდერე   „გვალვამ“   რომელიც ასე საჭიროა ქვალონისთანა  ჭაობიან  ადგილებისათვის.

ზემო სამეგრელოში მოსავალს წრეულს არ უჩანს კარგი პირი, „დობერამ“ აჯობა „ლაკადას“.

ეს არის ქვალონელები თავს ახწევენ შიმშილობის გაჭირვებას, მაგრამ წარმოიდგინეთ განგებას ასევე არ ნდომებია კვლავ ახალი გაჭირვება ეწვია თემს, მიმდინარე წლის 5 ენკენისთვეს ნაშუადღევს, ავაზაკები 6 კაცი დაესხნენ ქვალონის „საჭირბოროტო ბაქანზე“ ხეთიდან სენაკისკენ მიმავალ სამგზავრო მატარებელს. ბოროტმოქმედებმა ატეხეს საშინელი სროლა, მატარებელი შეაჩერეს, ყველა მგზავრები გადმოყარეს, მემანქანე სცემეს და ბოლოს დაუწყეს მგზავრებს ძარცვა. ართმევდნენ ფულებს და ოქრო-ვერცხლის ნივთებს. წართმეული ფულების და ნივთების ანგარიში გამოურკვეულია. ბოროტმოქმედთადმი არცერთ მგზავრს წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუ არ აღვნიშნეთ მატარებლის „მორიგ ფოსტალიონისმიერ“ რევოლვერის ზევით გასროლა, მიუხედავად მგზავრების ასეთი საქციელისა, ავაზაკებმა მაინც ბევრი მგზავრებს სცემეს და თან აბარებდნენ მათ: „გადაეცით მთავრობას მალე, რომ განგვათავისუფლონ ჩვენ დანაშაულებათაგან, თორემ მთლად ავიკლებთ ქვეყანასაო“, ბოლოს ავაზაკებმა თავისი გვარები განუცხადეს ხალხს და „დიდი ალაფით“ გაუდგნენ სროლით გზას. თემი სამმართველო, სადაც იყვენენ ამ დროს ადგილობრივი მილიციელები, კარგა მანძილით დაშორებულია ამ „საჭირბოროტო ბაქანიდა“ (მათ შუა მანძილი სამი ვერსია) სანამ მილიციელები კარგად გაარკვევდნენ სროლის ადგილს და „ბაქანთან“ გაჩნდებოდნენ, ავაზაკები უკვე მიმალულიყვნენ, მაგრამ მილიციამ მაინც სცადა ავაზაკების ძებნა და დაედევნა...

ბოროტმოქმედების ადგილზე აღმოჩნდა ერთი (ქვალონელი) მოკლული რკინის გზის მუშა კონდრატე ჭანტურია და სამი მგზავრი მძიმედ დაჭრილი (ერთი კაცი და ორი ბოვში), ერთი დაჭრილთაგანი გზაში გარდაიცვალა. მკვდარი და დაჭრილები ყველა ქალაქ ახალ სენაკში წამოიღეს იმავე მატარებლით. ასეთია 5 ენკენისთვეს ქვალონში დატრიალებული ტრაგედია. ზუგდიდის მაზრის მდგომარეობა მეტად უნუგეშოა.

გაზეთი „საქართველო“ N99 1920 წ.