გვერდები

05.04.2021

ყულევში სკოლის (სასწავლებლის) დაარსების შესახებ

 1836 წლის 28 ოქტომბერს უწმინდესი სინოდის მითითებით, საქართველოს ეგზარქოსი შეუდგა ერთკლასიანი სამრევლო სკოლების გახსნის საკითხის შემუშავებას.


სოფელ ყულევის სკოლა

სკოლების გახსნა საქართველოში მხოლოდ 1848 წლის სასწავლო დებულებით იქნა გათვალისწინებული და 50-იან წლებში პრაქტიკულად შეუდგნენ მის განხორციელებას. „1852 წელს მთავრობამ ყულევში დააარსა ერთკლასიანი სპეციალური სამრევლო სკოლა. ამ ტიპის სკოლებში ასწავლიდნენ: 1. საღვთო სჯულს რწმენის მიხედვით; 2. რუსულ წერა-კითხვას; 3. ადგილობრივი ენების წერა-კითხვას; 4. მარტივი რიცხვის ოთხ მოქმედებას. ამის გარდა, ასწავლიდნენ აგრეთვე სოფლის მეურნეობასა და მებაღეობას, თუ მოსახლეობა სოფლის მეურნეობას ეწეოდა, ხოლო სადაც მოსახლეობა ვაჭრობას მისდევდა, – სავაჭრო წიგნების წარმოებასა და ბუღალტერიას. ხაზინა ყულევის სასწავლებელთათვის გამოჰყოფდა ყოველწლიურად 1000 მანეთს“ (სსცა.103 : .481. საქმე N14789, ფურც. 3,7). აღნიშნულის მიუხედავად, ,,ამ სასწავლებელმა ფუნქციონირება ვერ დაიწყო, ყირიმის ომის გამო, ხოლო 1854 წლის 7 მაისს სასწავლებელი დაწვა ინგლის-საფრანგეთის გემებიდან დაშენილმა ყუმბარებმა“ .

წყარო:

 ლალი აბდალაძის სადოქტორო დისერტაცია:

სასულიერო განათლება და პედაგოგიკური აზროვნება

XIX საუკუნის გურიასამეგრელოს ეპარქიაში

1852 წელს აქ გახსნილა სამელიორაციო სამაზრო-სახაზინო სასწავლებელი, სადაც ჩვეულებრივ საგნებთან ერთად, მაშინდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე ასწავლიდნენ ბუღალტერიას, სავაჭრო საქმის თეორიას, თურქულ და ახალბერძნულ ენებს”.

გოგიტა ჩიტაია (ისტორიკოსი)

(http://www.khobi.ge/index.php?location=tree_elements&id=617&slave=698&lang=)

 


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.