გვერდები

30.03.2020

საქართველოს დამსახურებული ინჟინერი ალექსანდრე დათუაშვილი


საქართველოს დამსახურებული ინჟინერი ალექსანდრე დათუაშვილი დაიბადა ხობის რაიონის სოფელ შუა ხორგაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი სამთო-გეოლოგიური სპეციალობით 1931 წელს. სწავლობდა დნეპროპეტროვსკის სამთო ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1933 წელს სსრ კავშირის სახალხო კომისარიატმა სამუშაოდ მიავლინა ციმბირში, ხაკასიის ავტონომიურ ოლქში, შახტის მთავარი ინჟინრის თანაშემწედ, მოგვიანებით კი დონბასში - კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად; მუშაობდა დონბასის ერთ-ერთი შახტის მთავარ ინჟინრად; იყო სამთო საწარმოო ტრესტების - "ტყვარჩელნახშირის", "ლენინგრადნახშირისა" და "ლვოვნახშირის" მმართველი; 1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ინერტული მასალების კომბინატის დირექტორად, საიდანაც 1970 წელს გადაიყვანეს საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროში არამადნეული მასალების საწარმოს ხელმძღვანელად; უდიდესი წვლილი შეიტანა მარნეულის არამადნეული მასალების ქარხნის აღდგენა-გაფართოებაში; იყო ახალშექმნილი სამრეწველო გაერთიანება "საქარამადნეულის" უფროსი; მისი ხელმძღვანელობით დამონტაჟდა და ამოქმედდა დარკვეთის კვარცის ქვიშის გამამდიდრებელი, წყურგილის ინერტული მასალებისა და იმირის სამსხვრევ-დამხარისხებელი ქარხნები; ასევე, მუღანლოსა და ლეჟბადინის ანალოგიური ქარხნები; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.
წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. თბილისი  2017 წელი.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.