გვერდები

07.02.2020

ხობელები უცხოეთში - თამარ ჯორჯიკია



მეოცე საუკუნის ქართული ინტელიგენციის გამორჩეული წარმომადგენელი თამარ კონსტანტინეს ასული ჯორჯიკია დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში (ნაფოშტუში). თამარ ჯორჯიკიას დედა ადრე გარდაეცვალა, ამიტომ ბავშვს დედობა ნოჯიხევში მცხოვრებმა სალაყაიების ოჯახის ქალბატონებმა გაუწიეს. თამარი იყო ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ჯაჯუ ჯორჯიკიას ბიძაშვილი.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ თამარის ოჯახი ახალი რეჟიმის იდეოლოგიასთან წინააღმდეგობის გამო ემიგრაციაში წავიდა, კერძოდ ჩინეთის ქალაქ ხარბინში (ხარბინი — ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ხეილუნძიანის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. იგი წარმოადგენს ქვეყნის ამ რეგიონის როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასევე კულტურულ და სამეცნიერო ცენტრს.). ხარბინში საკმაოდ მძლავრი ქართული დიასპორა იყო.

თამარის ოჯახი საცხოვრებლად ჩინეთიდან  ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასულა, კერძოდ - სან ფრანცისკოში, ხოლო შემდეგ ნიუ იორკში. თამარი კორნელის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა, სადაც თავისი მომავალი მეუღლე პავლე კვარაცხელია გაიცნო. თამარი და პავლე 1923 წელს დაქორწინდენ. 1924 წელს შეეძინათ ქალიშვილი ნინო, 1926 წლეს კი – ელისაბედი (ბეტი). ბავშვების გამო თამარმა ვეღარ შეძლო სწავლის გაგრძლებმა. ოჯახმა სახლი ნიუ–იორკთან ახლოს, ქალაქ იანკერსში შეიძინა, სადაც ტომპსონის ინსტიტუტი მდებარეობდა. მალე მათი სახლი ქართველების თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცა.

1930–იანი წლების დასაწყისში სათვისტომოს დაარსების იდეას პირველად თამარ ჯორჯიკიამ, ასლან ყრუაშვილმა და კოსტა ხუნწარიამ აუბეს მხარი. სათვისტომოს საზეიმოდ კურთხევა 1932 წლის 31 იანვარს იანკერსში , სწორედ კვარაცხელიების სახლში მოხდა. 1932 წლი 24 აპრილს ქართული ასოციაციის პირველ კრებაზე სათვისტომოს პირველ თავმჯდომარედ პავლე კვარაცხელია აირჩიეს. პავლე კვარაცხელია სათვისტომოს გარდა სხვა მხრივაც ეწეოდა აქტიურ ქართულ საქმიანობას. წერდა სტატიებს და კორესპონდენციებს ემიგრანტულ პრესაში, ოჯახთან ერთად მონაწილეობდა ყველა ქართულ ღონისძიებაში.

1950-იანი წლების დასაწყისში პავლე კვარაცხელია პენსიაზე გავიდა, ინსტიტუტმა დიდი პატივისცემითა და ჯილდოებით გააცილა. პენსიაზე გასვლის შემდეგ კვარაცხელიების ოჯახი ფლორიდის სამხრეთ სანაპიროზე, საკურორტო ქალაქ ფორტ ლაუდერდელში გადასახლდა.
წყარო: გურამ შარაძე, „ქართველი ამერიკელები“. თბილისი, 1992 წელი.








Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.