გვერდები

06.02.2020

ხობის შესახებ ცნობები ილიას უნივერსიტეტის პროსოპოგრაფიული ბაზიდან


გთავაზობთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზაში (http://prosopography.iliauni.edu.ge/) დაცულ ცნობებს ხობის რაიონის სოფლების შესახებ. ცნობები შეეხება განათლებას, ეკონომიკას, ცხოვრების პირობებს, სასულიერო პირებს და ა.შ.
საზოგადოების წევრთა შესახებ სხვადასხვა წყაროში (საარქივო დოკუმენტები, საზოგადოების სხდომის ოქმები, პრესა და ა.შ.) დაცული მონაცემები ბაზაში სტრუქტურირებულია ციფრული ჰუმანიტარიის უახლესი სტანდარტების მიხედვით. 
· 1886 წლის 17 აპრილის გაზეთივერიისმიხედვით, კონსტანტინე ლევანის ძე დადიანს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ზუგდიდის მაზრის სოფელ ხიბულაში მდებარე 2050 დესეტინა და 1920 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავსათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
 ·  დეკანოზი ივანე ჩხენკელი 1917 წლის 7 ნოემბერს შვილს, აკაკი ჩხენკელს სწერდა წერილს, რომელშიც ულოცავდა გამოჯანმრთელებას და ატყობინებდა, რომ იმყოფებოდა უბისაში. ახლა სწერდა ხობიდან, სადაც დარჩენა სურდა. ამცნობს მის დეკანოზად კურთხევას კათალიკოს- პატრიარქ კირიონის მიერ და მადლობას უხდიდა პეტროგრადიდან გამოგზავნილი მოკითხვის ბარათის გამო. ასევე ატყობინებდა, რომ ინახულა ექიმმა . ბარსულაძემ და გამოგზავნილი წამლებიც მიიღო.
 ·    1919 წელს იოანე კანდელაკი მღვდლად მსახურობდა ხობის მაცხოვრის კარის ეკლესიაში.

 ·  1919 წლის 8 აპრილს ხობის მაცხოვრის კარის ეკლესიის ეზოში მღვდელ იოანე კანდელაკის თავმჯდომარეობით შედგა სამრევლოს კრება სასწავლებლებში საღვთო სჯულის სწავლებისა და სამღვდელოების ნივთიერად უზრუნველყოფის შესახებ. საქართველოს დამფუძნებელ კრებას სთხოვეს, საღმრთო სჯული სავალდებულო საგნად მიეღოთ და სამღვდელოების შენახვაზე სახელმწიფოს ეზრუნა. მათი თქმით, ეკლესია სახელმწიფოსგან განცალკევებული არ უნდა ყოფილიყო.
 ·  1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გერგეთის, საგურამოს, ატენის, წინარეხის, ვარიანის, ბორჩალოს, აკურთის, გომარეთის, ყალამშიის, შრომის, ნავთლუღის, ვერისა და ხობის სკოლებისთვის ჟურნალიჯეჯილიგამოიწერა. ოქმს ხელს ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი აწერდა.

 · 1916 წლის 7 მარტს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მარტყოფის, აბედათის, ქვიანის, ხობის, ქვალონის, ონტოფოს, განმუხურის, უდის, ახალციხისა და გორდის ბიბლიოთეკებისთვის ჟურნალიჯეჯილიგამოიწერა.
 ·1913 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობა დატოვა ანდრია პატარაიამ, რომელიც სამსახურის გამო დაბა ხობში გადაიყვანეს.

·  1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აგვისტოს პირველ რიცხვებში ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრი ანდრია პატარაია ხობში გაიწვიეს.

 · 1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთშიტიფლისსკიე ვედომოსტი" დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის (ფიცხელაური) ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის მიხედვით, 1801 წლის 22 თებერვალს არქიმანდრიტი დოსითეოზი (ფიცხელაური) გადაყვანილ იქნა ხობიდან ქვათახევის მონასტერში.
 · 1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ხორგის სკოლის მასწავლებელ ზოსიმე ჩაჩუას შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
· ხორგის სკოლის მასწავლებელ ზოსიმე ჩაჩუას ცნობით, 1881 წლის 1-ლი დეკემბრისთვის სოფელ ხორგის სკოლაში სწავლობდა 52 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი.
· ხორგის სკოლის მასწავლებელ ზოსიმე ჩაჩუას ცნობით, 1881 წლის 1-ლი დეკემბრისთვის სოფელ ხორგის სკოლის 52 მოსწავლე ვაჟიდან 35 ისეთი ღარიბი იყო, რომ არ შეეძლოთ სასწავლო წიგნებისა და ნივთების ყიდვა.
 ·     1881 წლის 1- დეკემბერს სოფელ ხორგის სკოლის მასწავლებელმა ზოსიმე ჩაჩუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები ჯერჯერობით არ მიუღია.

 ·   1881 წლის 1- დეკემბერს სოფელ ხორგის სკოლის მასწავლებელმა ზოსიმე ჩაჩუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება N35 სკოლის მდგომარეობის შესახებ.
 ·     1830 წლის 27 სექტემბრის გაზეთშიტიფლისსკიე ვედომოსტიდაიბეჭდა . შოსტენკოს კრიტიკა, რომელიც ეხებოდა იმავე გაზეთის მესამოცე ნომერში დაბეჭდილ სტატიასშეცდომები კავკასიის მხარის გეოგრაფიულ აღწერილობაში“. შოსტენკოს თქმით, სტატიაში რედუტ-კალეს ნავსადგური მოხსენიებული იყო იმერეთში, თუმც იმერეთის არც ერთი ნაწილი ზღვაზე არ გადიოდა და არც ნავსადგური რედუტ-კალე არსებობდა იქ, არამედსამეგრელოში.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.