გვერდები

25.01.2020

მწერალი გრიგოლ რუხაია

მწერალი და პუბლიცისტი გრიგოლ რუხაია დაიბადა 1949 წლის    4 მაისს, ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში. სწავლობდა პატარა ფოთის სკოლაში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს.

1984 წელს გამოდის მისი ლექსების პირველი კრებული "ალვის ჩრდილი ერდოზე". ამის შემდეგ მისი ლექსები, მოთხრობები და  ესსეები სისტემატიურად იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ და მართლმადიდებლურ ჟურნალებში. 2003 წელს გაზეთ "ტრიბუნაში" იბეჭდება მისი რომანი "სოკოები ცხუმის თავზე"; გ. რუხაია სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ სტამბის რედაქტორად, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაზეთის რედაქტორად, საქართველოს სპორტკომიტეტის სპორტული ალმანახის რედაქტორად, ჟურნალ "ნობათის" პასუხისმგებელ მდივნად, კულტურის სამინისტროს მეთოდურ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორად. სალიტერატურო გაზეთის პოეზიის განყოფილების რედაქტორად. ბოლოს იგი იყო დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალის "ამერ-იმერის" სარედაქციო საბჭოს წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების რედაქტორი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი:
საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (199?-2013)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
2013 - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია
2009 - იოსებ გრიშაშვილის სახელობის პრემია
1990 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია, წლის საუკეთესო მოთხრობები
ხირჩლა, ყურშა და სხვანი : მოთხრობები /გრიგოლ რუხაია. - თბილისი : საბჭ. საქართველო, 1990. - 173გვ.
ბიბლიოგრაფია:
ვლიან ჟამნი : კრებული (ავტორი). - თბილისი, ზენაარი, 2017. - 360გვ.
ძველი ექვსაიები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, 2012. - 184გვ.. - ISBN: 978-9941-0-4440-3
კიდევ ექვსაიები : 978-9941-0-4440-3 (ავტორი). - თბილისი, ეგრისი, 2012. - 184გვ.. - ISBN: 978-9941-9170-4-2
გიორგი დიდი [სააკაძე] : პოემა (ავტორი). - თბილისი, 2011. - 42გვ.. - ISBN: 978-9941-0-3369-8
ექვსაიები : ლექსების კრებული (ავტორი). - თბილისი, "ცის ნამის" გამ-ბა და სტ., 2011. - 190გვ.. - ISBN: 978-9941-419-16-4
ასერთი ლექსი (ავტორი). - ფოთი, 2009. - 116გვ.
სოკოები ცხუმის ცაზე ანუ ჩუბინ ბირდღის ცრემლნარევი მხიარული თავგადასავალი რუსეთ-საქართველოს ორასწლიანი უთანასწორო შუღლის ბოლო ასაქცევზე : რომანი (ავტორი). - თბილისი, ეგრისი, 2004. - 256გვ.. - ISBN: 99940-793-5-2
ლექსები, პოემა (ავტორი). - თბილისი, 1994. - 120გვ.
საკანი N10 : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ქართ. თეატრი, 1991. - 276გვ.
ხირჩლა, ყურშა და სხვანი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1990. - 173გვ.
შინაბერა : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 431გვ.
ნადი : იუმორ. მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. - 47გვ.
გრიგოლ რუხაია გარდაიცვალა 2013 წელს. დაკრძალულია თბილისში.
წყარო: ეროვნილი ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი (ლექსიკონში დაბადების ადგილად მითითებულია ფოთი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მწერალი დაიბადა ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში).

ლექსები

მიდიან,  მოდიან...  მოდიან, მიდია
სურვილთა  ჯარები, დღეა  თუ ბინდია...
გულიდან  სიცოცხლის  ნამცეცებს ჰყიდიან,
მართლებს  და თავმდაბლებს,  მორცხვსა და რიდიანს...

და  რაღას  სტოვებენ?  ჭუჭყიანს...  წიდიანს...
რომელსაც  ნათელი სძულს  ყველა იდეა!
------
ჩვენი წარსული, ლომივით წყნარი,
სინამდვილეში არის მრისხანე!
მტერს აწმყო ჩვენი ჰგონია მკვდარი,
გარედან რომ ჰგავს ხის და ქვის ხანებს...

ჩვენი მერმისი, ლომებრ მბრდღვინარი, -
არვინ იცის რას, იზამს ის ხვალე!

----
სარკმლიდან

ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ აქვს -
ვუცქერი: მტკვარი გაექცა არაგვს!

გაექცა მწვანე მთებს არაგვიანს
და ელვის ფრთები წაჰგლიჯა ნიავს.

წაჰგლიჯა ნისლებს მთიდან და ციდან
სიმშვიდე,
სიმხნე,
მზე - ცხლად და წითლად,

და მცხეთის ჯვრისკენ გატყორცნა ზვირთი,
რაც მტრედად  იქცა და ცაში მითრთის!..

გინდ დაიჯერეთ და გინდა არა -
მცხეთისკენ მტკვარი გაექცა არაგვს.

"ასერთი ლექსი"
https://m.youtube.com/watch?v=MS96PvxPMPo

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.