გვერდები

09.12.2019

ხობელი ხელოვანები (მხატვრობა, ფერწერა, გობელენი, ქანდაკება)


შარაბ ხოჭოლავა. ფერწერა, კინო-სატელევიზიო მხატვრობა. დაიბადა 15.05.1945 წელს ხობში. სწავლობდა თსსა ფერწერის ფაკულტეტზე (1965-71). პედაგოგები: ლ. გრიგოლია, ლ. ცუცქირიძე, დ. თაყაიშვილი, გ. გიგაური. სადიპლომო ნამუშევარი - ლ. ქიაჩელის „გვადი ბიგვა“ (ხელმძღვანელები - დ. თაყაიშვილი, გ. გიგაური). გამოფენებში მონაწილეობს 1968 წლიდან. ახალგაზრდა მხატვართა გაერთიანების წევრია 1971 წლიდან, საქართველოს მხატვართა კავშირისა - 1983 წლიდან. ძირითადი ნამუშევრები: ფერწერა - პეიზაჟი „დილა“(1962), „გოგონას პორტრეტი“ (1970), „ზამთრის პეიზაჟი“ (1971), „ნატურმორტი“ (1973), „ზამთარი ძველ თბილისში“ (1973), „ჩაის კრეფა“ (1974), „რთველი“, „ეკლესია“ (1975), „ნათელი“ (1980), „ამაღლება“ (1981), „ძველ თბილისი“, „პორტრეტი“, „ნატურმორტი“ (1982). გამოფენები: პერსონალური - ე. ახვლედიანის სახ. მუზეუმი (1988), ჰოლანდია (1998), ახალგაზრდა მხატვართა (თბილისი 1970), საბჭოთა ხელოვნება“ (იაპონია 1976), „შემოქმედებითი ახალგაზრდობა“ (მოსკოვის გამოფენა 1979წ), „ქართველი მხატვრები“ (ტაშკენტი 1990). მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების და ელენე ახვლედიანის სახელობის მუზეუმებში. მუშაობდა კ.ს „ქართულ ფილმში“ მხატვარ-დეკორატორად, დამდგმელ მხატვრად, ხატწერის კურსის ხელმძღვანელად ჰოლანდიაში (1998წ). მისი ბიოგრაფია შეტანილია „ხელოვნების მსოფლიო ლექსიკონში (მიუნხენი-ლაიფციგი ტ. 18 1998წ).

ბაგრატ (ბაბუში) ლატარია. ქანდაკება, კერამიკა. 19.06.1932 ხობის რაიონი, სოფელი ხეთა. სწავლობდა თსსა ქანდაკების განყოფილებაზე. პედაგოგები: ნ. კანდელაკი, შ. მიქატაძე. სადიპლომო ნამუშევარი - „გიორგი სააკაძე“ ( ხელმძღვანელი - შ. მიქატაძე). გამოფენებში მონაწილეობდა 1960 წლიდან. საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი იყო 1976 წლიდან. ძირითადი ნამუშევრები: შინმოუსვლელი, ქ. ხობი (1967), ლენინის ბარელიეფი, მოსკოვი (1968), ქალის ფიგურა - უფა, ბაშკირეთი, რუსეთი (1965), შინმოუსვლელები, აშხაბადი, თურქმენეთი (1965), მეუღლის პორტრეტი (1977), ომის გმირების სანდუხაძის და ქირიას პორტრეტები (1967-68). კერამიკა: დოქები, ლარნაკები (1994-98). გამოფენები: სეზონური (1975-98), სსრკ-50 თბილისი, მოსკოვი (1972). მისი ნამუშევრები დაცულია სეგ.
  ავთანდილ ნადარაია დაიბადა 1956 წელს ხობის რაიონის სოფელ ახალი ხიბულაში. სწავლობდა სოხუმის სამხატვრო სკოლაში (1972) მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში (1978-1980 წლები). ძირითადი ნამუშევრები: შამოტის საპარკო ქანდაკებები და დეკორატიული პანოები, ფოთი (1987), ოზურგეთი (1989), ჭედურობა - დეკორატიული თეფშების სერია. მონაწილეობდა რუსეთსა და საქართველოში გამართულ გამოფენებში.
მოქანდაკე ბადრი სხულუხია დაიბადა 1950 წელს ხობში. სწავლობდა თბილისის თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების განყოფილებაზე. ძირითადი ნამუშევრები: „მეუღლის პორტრეტი“, კომპოზიცია „ცხენბურთი“, ბარელიეფი „ სპორტი“ სპორტის სასახლის შესასვლელში და სხვა. გამოფენები: მონაწილეობდა რიგის, ძინტარის, იჯევანის, ფრუნზეს, ნავოის და ავსტრალიის სიმპოზიუმებსა და გამოფენებში.
ვენდო წურწუმია. ქსოვილების მხატვრული გაფორმება, გობელენი, ხალიჩა. დაიბადა 1944 წელს ხობის რაიონში. სწავლობდა მცხეთის მხატვრული კერამიკის სკოლაში (1957-1960 წლებში), თსსა გამოყენებითი ხელოვნების განყოფილებაზე (1969-1975 წ.წ.). ძირითადი ნამუშევრები: გობელენები „თამბაქოს კრეფა“ , „თეთრი ხარი“, „ოჯახი“, „ნერგი“, „თეატრის ტრიუმფი“. გამოფენები: პერსონალური - სტავროპოლი (1983). მისი ნამუშევრები დაცულია რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, საქართველოს სამხატვრო ფონდში, კულტურის სამინისტროს საცავებში.
წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. 2000 წელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.