გვერდები

06.12.2019

მაკარი გრიგორის ძე ფაღავა


მაკარი გრიგორის ძე ფაღავა დაიბადა 1908 წელს მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოში. 1925 წელს დაამთავრა ნაჯახაოს არასრული საშუალო სკოლა, ხოლო 1928 წელს დაამთავრა ქალაქ ქუთაისის აგრო-ტექნიკუმი. 1929 წელს ჩაირიცხა ქალაქ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო - ქიმიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1932 წელს, 1933 მუშაობდა თიანეთის განათლების განყოფილების გამგედ, 1934 წლიდან ბათუმის მედ-ტექნიკუმის სასწავლო ნაწილის გამგედ. 1935 წელს გადაყვანილიქნა ქალაქ ფოთის პეგაგოგიური სასწავლებლის დირექტორად. 1949 წლიდან 1963 წლამდე მუშაობდა ხობის განათლების განყოფილების გამგედ. 1964 წლიდან 1976 წლის იანვრამდე ხობის N2 საშუალო სკოლის დირექტორად.

1950 წლიდან 1963 წლამდე იყო საქართველოს ხობის რაიკომის წევრი, სახალხო დეპუტატების კპ. რაიონული საბჭოს დეპუტატი და რაისაბჭოს აღმასკომის წევრი. 1959 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება. დაჯილდოვებულ იქნა ორდენით, მედლებით, სამკერდე ნიშნითა და საპატიო სიგელით.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.