გვერდები

04.05.2019

ჟან ფრანსუა გამბა პატარა ფოთისა და ჭალადიდის შესახებ



მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი მოგზაურის, ჟან ფრანსუა გამბას მოგზაურობათა ჩანაწერები (1820-1824 წლები) ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ხობის ისტორიის  შესასწავლად.
გამბას წიგნი „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ შეიცავს საინტერესო ცნობებს ადგილობრივი ტრადიციების, პოლიტიკური წყობის, ეკონომიკური მდგომარეობის, სოფლის მეურნეობის, რელიგიის, ფლორისა და ფაუნის შესახებ.
წინამდებარე წერილში გთავაზობთ გამბას წიგნიდან მასალას, რომელიც შეეხება პატარა ფოთსა და ჭალადიდს.
მეორე წერილი დაეთმობა ფრანგი მოგზაურის ჩანაწერებს ხობის მონასტრის, ხობის და ხორგის შესახებ.
ვფიქრობ, საინტერესოა უცხოელი მოგზაურის თვალით დანახული მშობლიური კუთხე.

პატარა ფოთი.
გამგზავრების თადარიგმა რვა საათამდე გასტანა. შემდეგ მოგზაურები რიონსკაიადან გაემგზავრნენ , აუყვნენ მდინარეს და ცოტა ხნით შეჩერდნენ ციხესიმაგრიდან ექვსი ვერსით მოშორებულ პატარა ფოთში. ეს სოფელი, რომელიც ოცი თუ ოცდაათი სახლისგან შედგება, გემების დასატვირთი ნავმისადგომის გასაშენებლად ძალზე მოხერხებულ ადგილს წარმოადგენს. მდინარის ნაპირები აქ საკმაოდ მაღალია და ამდენად, წყალდიდობისაგან დაცულია. ჰაერი ჯანსაღია.
პირველ დღეს მეზღვაურები, რამდენადაც ამის საშუალებას გზა აძლევდათ, მდინარის გასწვრივ გემს ჭაპანით ეწეოდნენ; მაგრამ მდინარეზე აღმა სვლა ისე ძნელი იყო, რომ საათში ერთ ვერსს ძლივს ფარავდნენ. ქარიშხალმა, რომელიც რამდენიმე დღეს მძვინვარებდა, ფაზისს ისეთი სისწრაფე მისცა, როგორიც მას ჩვეულებრივ არა აქვს ხოლმე.
ჭალადიდში ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთი გემი უეცრად წყლით აივსო და მას უდიდესი საფრთხე შეექმნებოდა, იგი რომ სასწრააფოდ არ ამოეყვანათ ნაპირზე.



ჭალადიდი.

ჭალადიდში რიონსკაიადან 18 ვერსზე ძევს და წარმოადგენს სოფელს, სადაც ორასზე მეტი სახლია. ას ოთხმოცი სახლი ფაზისის მარცხენა ნაპირზე დგას, ხოლო ოციოდე - მარჯვენაზე. მცხოვრებლებს მუყაითი და მარჯვე ხალხის სახელი აქვთ დამკვიდრებული.
სწორედ ჭალადიდელები აწარმოებენ სახელმწიფოსათვის ტვირთის გადაზიდვას. მათ ეკუთვნით უდიდესი რაოდენობა იმ გემებისა, რომლებიც ფაზისზე დაცურავენ. ისინი ეწევიან აგრეთვე მეთევზეობას, რომლის უფლებაც, როგორც ამ ადგილას ისევე სხვაგან, ფაზისის მთელ სიგრძეზე, ჩვეულებრივ იჯარით გაიცემა დადიანისაგან. ჭალადიდელებს მოჰყავთ სიმინდი, ფეტვი, თამბაქო, შენებენ ვაზს.
ევროპელებმა რომ სამეგრელოში სასოფლო-სამეურნეო საწრმოები დაარსონ, ან ფაზისზე ბანიანი გემებით მოისურვონ ნაოსნობის ორგანიზება, ამ სოფელში (ჭალადიდში) მუშებს ადვილაად იშოვიან.
ჭალადიდის მაცხოვრებლები ზამთრობით ნადირობას ეწევიან და საქართველოში დასახლებულ სომხებთან საკმაოდ მნიშვნელოვან ვაჭრობას აწარმოებენ ბეწვეულით. კვერნა იყიდება - 5-6 აბაზად; დათვის ტყავს იგივე ფსი ავს; ყვითელი მელია - 2-3 აბაზი ღირს.; ტურის ტყვი - 1 აბაზი. კურდღლის ტყავს რაფრად არ აგდებდნენ. აქ მისი დიდი ოდენობით და იაფად შოვნა ადვილად შეიძლება.
სოფელ ჭალადიდში განლაგებულია 350-კაციანი პოსტი. მას ერთი პლონელი ოფიცერი განაგებს. ეს პოსტი ქვეყნას ახალციხის საფაშოსა და ფოთის ციხესიმაგრეში მყოფი თურქებისგან იცავს. ჯერ კიდევ სამიოდე წლის წინათ ისინი ღამღამობით ხშირად თარეშობდნენ ამ მხარეში და აქაურ მცხოვრებლებს იტაცებდნენ ხოლმე.
ჭალდიდის ახლოს გაყვანილია არხი რომელიც ცივამდე აღწევს და რომელმაც სამდინარო კომუნიკაცია დაამყარა ფაზისსა და ხობს შორის. (ამ არხის მშენებლობის შესახებ ვრცელ მასალას გაეცნობით თ. ბერაძის წიგნში: ზღვაოსნობა ძველ საართველოში. ლ.ღ.).
„დრო ჯერ კიდევ შეუვალი საფარველით ფარავს ბედ-იღბალს იმ ქვეყნებისა, რომელთა მიმართაც შევეცადე საჯაროდ გამემახვილებინა ყურადღება. როგორიც არ უნდა იყოს მათდამი განგების განაჩენი, ჩემს მიმართ ისინი ალბათ მადლიერნი დარჩებიან, რადგანაც შევძელი ზოგიერთი ზუსტი ცნობის მიწოდება აზიის ამ ნაწილზე“ – წერდა გამბა, ფრანგი მოგზაური და დიპლომატი, ვაჭარი და მწერალი, საფრანგეთის კონსული თბილისში.
                                   ჟაკ ფრანსუა გამბა და მისი "მოგზაურობა სამხრეთ რუსეთში" (ატლასი)

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.